24/08/2026
📢 მიღება პროფესიულ ინტეგრირებულ პროგრამებზე!
მოგესალმებით, მეგობრებო! ❤️
გაცნობებთ, რომ მიმდინარე წელს სავანის საჯარო სკოლაში გამოცხადებულია მიღება პროფესიულ ინტეგრირებულ პროგრამაზე „კომპიუტერული ქსელი და სისტემები“ — ეს არის პროფესიული მიმართულება, რომელიც მოიცავს კომპიუტერული სისტემებისა და ქსელების მოწყობას, გამართვასა და მართვას. პროგრამის ფარგლებში მსმენელები შეისწავლიან კომპიუტერული ქსელების საფუძვლებს, ქსელური მოწყობილობების ფუნქციონირებას, ოპერაციულ სისტემებს, ქსელის უსაფრთხოებას, ტექნიკური პრობლემების დიაგნოსტიკასა და აღმოფხვრას.
გარდა ჩვენი მოსწავლეებისა,პროგრამა განსაკუთრებით საინტერესო შესაძლებლობას აძლევს სკოლის გარეთ მყოფ პირებს, რომლებსაც სურთ სრული ზოგადი განათლების მიღება პროფესიულ განათლებასთან ერთად.
🎓 სწავლის დასრულების შედეგად მსმენელი მიიღებს სრულ ზოგად განათლებას და პროფესიულ განათლებას, რაც მას მომავალში დასაქმებისა და შემდგომი განათლების გაგრძელების უკეთეს შესაძლებლობას მისცემს.
📌 დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვმართონ სკოლაში.
გელოდებით! ❤️
თქვენი წარმატებული მომავლისკენ გადადგმული ნაბიჯი შესაძლოა სწორედ ჩვენი სკოლისგან დაიწყოს! 🌷