26/08/2026
მოგესალმებით,
📣მოგეხსენებათ დაწყებით საფეხურზე სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულოა და პირველკლასელთათვის განკუთვნილი ფორმები უკვე ადგილზეა.
🔎მზადების პროცესში გიზიარებთ ინფორმაციას ფორმების მიღებასთან, შეძენასთან და მოქმედ წესებთან დაკავშირებით. ფორმებს იძენენ 1დან 14 სექტემბრის ჩათვლით მხოლოდ პირველკლასელები. დანარჩენი 2-6 კლასის მოსწავლეების ფორმების შემოტანა მოხდება ოქტომბერ-ნოემბერში.
გიზიარებთ თარიღების მიხედვით შემუშავებულ განრიგს.
➡️ჭორვილის საჯარო სკოლა - 9 სექტემბერი 15:00 საათი
ხშირად დასმული კითხვები:
ვის გადაეცემა სასკოლო ფორმა უფასოდ?
✔️საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად, სასკოლო ფორმა სასწავლო წელიწადში ერთხელ უსასყიდლოდ გადაეცემათ ექვსი კატეგორიის მოსწავლეებს:
* მოსწავლეებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი სარეიტინგო ქულა 65 001-ზე ნაკლებია;
* მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ ბავშვებს;
* მცირე საოჯახო ტიპის სახლებში განთავსებულ მოსწავლეებს;
* მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრების მომსახურებაში ჩართულ მოსწავლეებს;
* თბილისის ბავშვთა სახლში განთავსებულ მოსწავლეებს;
* უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად საქართველოს საჯარო სკოლებში ჩარიცხულ უკრაინელ მოსწავლეებს.
* მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი — ოთხი ან მეტი შვილის მშობელს, ხოლო ოჯახის სარეიტინგო ქულა 65 000-ზე მეტია და 120 001-ზე ნაკლებია.
მშობელს დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა არ მოუწევს პროგრამაშია ასახული ყველა ვისაც უფასოდ ეკუთვნის.
უფასოდ გადაეცემა ბენეფიციარებს 1 კომპლექტი
ვაჟებისათვის 1პიჯაკი და 2 შარვალი
გოგონებისათვის 1 პიჯაკი 1შარვალი და 1 ქვედაბოლო
✅️რა უნდა გააკეთოს მშობელმა, თუ მოსწავლემ წლის განმავლობაში მოიპოვა შესაბამისი ბენეფიციარის სტატუსი?
ასეთ შემთხვევაში მშობელმა წერილობით უნდა მიმართოს შპს „საგანმანათლებლო რესურსებს“. განაცხადი განიხილება 10 სამუშაო დღის ვადაში.
✅️რა ეღირება სასკოლო ფორმა იმ ოჯახებისთვის, რომლებიც უფასო ფორმის მიმღებთა კატეგორიაში არ შედიან?
დადგენილი ფასებია:
* სასკოლო პიჯაკი — 45 ლარი;
* სასკოლო შარვალი — 25 ლარი;
* სასკოლო ქვედაკაბა — 25 ლარი.
ასევე მშობელს ეძლევა შესაძლებლობა, სურვილის შემთხვევაში, მოსწავლისთვის გამოიწეროს იდენტური დიზაინის შესაბამისი სასკოლო ფორმა ან თავად შეუკეროს იგი.
✅️შესაძლებელია თუ არა ფორმის ადგილზე მოზომება?
დიახ. სარეალიზაციო პუნქტში მშობლებს შესაძლებლობა ექნებათ, ბავშვს ადგილზე მოარგონ ფორმა და შეარჩიონ მისთვის შესაბამისი და კომფორტული ზომა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ფორმა ბავშვისთვის პრაქტიკული და მოსახერხებელი უნდა იყოს.
✅️როგორ ხდება ფორმის საფასურის გადახდა?
ანგარიშსწორება შესაძლებელია ადგილზე, უნაღდო ფორმით, ტერმინალის საშუალებით, ასევე შესაბამის კოდზე თანხის გადარიცხვით. გადარიცხვის შემთხვევაში ქვითარი უნდა წარადგინოთ სარეალიზაციო პუნქტში.
გადახდისას დანიშნულებაში აუცილებლად უნდა მიეთითოს მოსწავლის პირადი ნომერი, სახელი და გვარი.
✅️თუ ფორმა ბავშვს არ მოერგო ან ქარხნული წუნი აღმოჩნდა, შესაძლებელია მისი დაბრუნება ან გადაცვლა?
ზომის შეუსაბამობის ან ქარხნული წუნის შემთხვევაში ფორმის გადაცვლა ან დაბრუნება შესაძლებელია მიღებიდან ან შეძენიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში.
📌მნიშვნელოვანია, რომ ნივთს შენარჩუნებული ჰქონდეს სასაქონლო იერსახე და ეტიკეტი და არ ეტყობოდეს მოხმარების კვალი.
✅️სად და როდის მოხდება პირველკლასელთა ფორმების გაცემა საჩხერეში ?
საჩხერეში პორველ ეტაპზე (მხოლოდ პირველკლასელთათვის)სარეალიზაციო პუნქტი განთავსებულია მისამართზე: საჩხერე, ვიქტორ ნოზაძის ქ. #19 სსიპ
შოთა რუსთაველის საჩხელობის ქალაქ საჩხერის #3 საჯარო სკოლა.
ასევე შესაძლებელია ონლაინ, სპეციალურად შექმნილ ელექტრონულ პლატფორმაზე:
formebi.emis.ge
პლატფორმაზე მომხმარებელი ნახავს:
სასკოლო ფორმების მოდელებს, ზომებსა და ღირებულებას
რეალიზაციის პუნქტების ზუსტ მისამართებსა და საკონტაქტო ინფორმაციას
პირველკლასელთა ფორმების გაცემის პერიოდი არის
1-დან 14 სექტემბრამდე.
სამუშაო საათებია 11:00-დან 19:00 საათამდე, ყოველდღე, მათ შორის შაბათ-კვირას.
15 სექტემბრიდან ფორმების შეძენის შესაძლებლობა მშობლებს მხოლოდ ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით ექნებათ.
✅️როგორ მოხდება მშობლების ნაკადის გადანაწილება, რომ რიგები და შეფერხებები თავიდან იქნას აცილებული?
იმისთვის, რომ პროცესი მაქსიმალურად ორგანიზებულად წარიმართოს, შესაბამისი საჯარო სკოლა მშობლებს 30 აგვისტომდე ინდივიდუალურად შეატყობინებს მათთვის განკუთვნილ გეგმა-გრაფიკს. ამიტომ მნიშვნელოვანია, მშობლებმა ყურადღებით ადევნონ თვალი სკოლიდან მიღებულ შეტყობინებებს.
✅️როდის იქნება ხელმისაწვდომი II-VI კლასების მოსწავლეებისთვის განკუთვნილი ფორმები?
არსებული გეგმის მიხედვით, II, III და IV კლასების ფორმები ოქტომბრის შუა რიცხვებში, ხოლო V და VI კლასების ფორმები ნოემბრის დასაწყისში შემოვა.
გისურვებთ წარმატებულ, მშვიდ და ნაყოფიერ სასწავლო წელიწადს.♥️