02/06/2026
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროექტის „STEAM კლუბები საბაზო საფეხურზე“ ფარგლებში, საჩხერის N3 საჯარო სკოლის მათემატიკისა და ისტ-ის მასწავლებელი ანა მაჭარაშვილი, ჩატარებული ტესტირების შედეგების საფუძველზე, მოხვდა იმ 100 მონაწილეს შორის, რომლებიც გადავიდნენ პროექტის შემდეგ ეტაპზე!
შემდეგი ეტაპი გულისხმობს STEAM ბანაკში მონაწილეობას, რომელიც გაიმართება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) . ბანაკის ფარგლებში მონაწილეები გაივლიან ხუთდღიან ინტენსიურ გადამზადებას STEAM განათლების, სასკოლო კლუბებისა და პრაქტიკული აქტივობების მიმართულებით .
სასიხარულოა ის ფაქტი რომ 2026-2027 სასწავლო წლიდან საჩხერის N3 საჯარო სკოლაში, საბაზო საფეხურზე შეიქმნება STEAM კლუბი , რომელიც აქტიურად ჩაერთვება პროგრამით გათვალისწინებულ ყოველკვირეულ შეხვედრებსა და აქტივობებში, ხოლო პროგრამის ფარგლებში ჩვენი სკოლა ეტაპობრივად აღიჭურვება STEAM მიმართულების კომპონენტებითა და თანამედროვე რესურსებით
ჩვენი საჯარო სკოლის სახელით, ვულოცავთ ქალბატონ ანა მაჭარაშვილს ამ წარმატებას!
საჩხერის საგანმანათლებლო რესურსცენტრი
ანა მაჭარაშვილი