სსიპ ქალაქ რუსთავის მეშვიდე საჯარო სკოლა

  • Home
  • Georgia
  • Rustavi
  • სსიპ ქალაქ რუსთავის მეშვიდე საჯარო სკოლა

სსიპ ქალაქ რუსთავის მეშვიდე საჯარო სკოლა სსიპ ქალაქ რუსთავის N7 საჯარო სკოლა

როცა სიყვარული  და სიკეთის კეთების სურვილი მძლავრობს,იქ უფლის მადლი ტრიალებს. ❤️მეშვიდესკოლელების ტრადიციული საქველმოქმე...
20/04/2025

როცა სიყვარული და სიკეთის კეთების სურვილი მძლავრობს,იქ უფლის მადლი ტრიალებს. ❤️მეშვიდესკოლელების ტრადიციული საქველმოქმედო სააღდგომო აქცია და ათობით გახარებული ოჯახი❤️.მადლობა მასწავლებლებს,მშობლებსა და მოსწავლეებს თანადგომისთვის🥰🥰.ქრისტე აღდგა! აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ!❤️🥰❤️

ფრანგული ენის სწავლების პროცესი  აქტიურ ფაზაში გადადის: ფრანგული ენის მასწავლებლის ნინო დვალაშვილის ინიციატივით მეშვიდე ...
29/03/2025

ფრანგული ენის სწავლების პროცესი აქტიურ ფაზაში გადადის: ფრანგული ენის მასწავლებლის ნინო დვალაშვილის ინიციატივით მეშვიდე სკოლის მეათეკლასელებმა მონაწილეობა მიიღეს ფრანკოფონიის თვის ფარგლებში ორგანიზებულ ფრანგულ-ქართულ ფესტივალში, რომელიც გაიმართა კავკასიის ფრანგულ სკოლაში. აღნიშნული აქტივობა მნიშვნელოვანი იყო მოსწავლეების მოტივაციის ასამაღლებლად და ფრანკოფონიულ კულტურასთან უფრო მეტად დასაახლოებლად.
აქტივობის ფარგლებში, მოსწავლეები შეხვდნენ ფრანგ სტუდენტებს, რომლებმაც მათთვის ქვიზი მოამზადეს. ქვიზის თემები მოიცავდა ფრანგულ კულტურას, ისტორიას, სპორტსა და მუსიკას. შეხვედრა ინტერაქციული და სასიამოვნო აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის, რადგან მათ ჰქონდათ საშუალება, შეემოწმებინათ საკუთარი ცოდნა და ახალი ინფორმაცია მიეღოთ.
შეხვედრის დასასრულს მოსწავლეებს მიეცათ შესაძლებლობა, დაესვათ თავისუფალი კითხვები, რაც აქტიურად გამოიყენეს. მოსწავლეებს ღონისძიების დასასრულს გადაეცათ სერტიფიკატები და საინფორმაციო ბროშურები, რომლებიც მათ სამომავლოდ ფრანგული ენის გაღრმავებაში დაეხმარება.უდავოა,რომ აღნიშნული აქტივობა ძალიან სასარგებლო და შთამაგონებელი იყო მოსწავლეებისთვის. მათ მიიღეს პრაქტიკული გამოცდილება ფრანგულენოვან გარემოში, რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია მათი მოტივაციისა და ენობრივი უნარების გაუმჯობესებისთვის.

06/04/2023
სსიპ ქალაქ რუსთავის N7 საჯარო სკოლაში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი  ინგლისურ ენასა და კომპიუტერულ ტექნოლოგიებში. თემა...
24/02/2023

სსიპ ქალაქ რუსთავის N7 საჯარო სკოლაში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი ინგლისურ ენასა და კომპიუტერულ ტექნოლოგიებში. თემა: clothes and shopping. გაკვეთილი წარიმართა საგანმანათლებლო-სასწავლო პლეთფორმების გამოყენებით. მოსწავლეებმა წარმატებით გაართვეს თავი ინგლისური ენის სამიზნე ლექსიკის წინადადებებში გამოყენებასა და გრამატიკულ დავალებებს. მათ საშუალება ჰქონდათ, აქტივობები სხვადსხვა კომპიუტერული პროგრამების (menti.com, learningapps.org, kahoot) საშუალებით შეესრულებინათ.
მასწავლებლები: Keti Okropiridze Ana Makharashvili

29/05/2019
29/05/2019
I- დ  კლასის მოსწავლეებმა მშობელთა და უფროსკლასელთა ჩართულობით წარმოადგინეს   სოციალური პროექტი - ,,გავალამაზოთ სკოლის გ...
29/05/2019

I- დ კლასის მოსწავლეებმა მშობელთა და უფროსკლასელთა ჩართულობით წარმოადგინეს სოციალური პროექტი - ,,გავალამაზოთ სკოლის გარემო“ ჩვენი პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში ბუნებისადმი სიყვარული და ზრუნვის განვითარება. სკოლის ეზოს გამწვანება და გალამაზება თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა.
მასწავლებელი: ინგა ძიძიგური

4 თებერვალს 7 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში ჩატარდა  ,,მკითხველთა კლუბის" მორიგი შეხვედრა. მოსწავლეებმა წაიკითხეს ქართული ხ...
04/02/2019

4 თებერვალს 7 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში ჩატარდა ,,მკითხველთა კლუბის" მორიგი შეხვედრა. მოსწავლეებმა წაიკითხეს ქართული ხალხური ზღაპრები, ისაუბრეს ქართული მითებისა და ლეგენდების შესახებ.

Address

მაჩაბელის N3
Rustavi
3700

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სსიპ ქალაქ რუსთავის მეშვიდე საჯარო სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category