სსიპ ქალაქ რუსთავის N14 საჯარო სკოლა

სსიპ ქალაქ რუსთავის N14 საჯარო სკოლა

Share

RUSTAVI PUBLIC SCHOOL 14, GEORGIA

14/05/2026

ჩვენი სკოლის მოსწავლეს, ლაზარე დოკვაძეს✨
ვულოცავთ სპორტში მიღწეულ წარმატებას!
მიზანდასახულობა და შრომა ყოველთვის ფასდება. 🏆
მომავალშიც არაერთი გამარჯვება მიგველოცოს.
💙
🌟

🥉ბრინჯაოს მედალი საერთაშორისო ასპარეზზე

აზერბაიჯანში გამართულ კრივის საერთაშორისო ტურნირზე, რომელიც პრეზიდენტ ჰეიდან ალიევის 103 წლის იუბილეს მიეძღვნა, რუსთაველმა სპორტსმენმა ლაზარე დოკვაძემ მე-3 ადგილი დაიკავა.

მწვრთნელი: ედუარდ მარდანოვი

Photos from სსიპ ქალაქ რუსთავის N14 საჯარო სკოლა's post 28/04/2026

სკოლაში პროექტებით სწავლება მხოლოდ ახალი მეთოდი კი არა, ბავშვების რეალურ ცხოვრებასთან დაახლოების გზაა.
პროექტებით სწავლება ნიშნავს, რომ მოსწავლე აღარ არის მხოლოდ ინფორმაციის მიმღები — ის ხდება მკვლევარი, შემოქმედი და საკუთარი ცოდნის აღმომჩენი.
როცა ბავშვები მუშაობენ პროექტებზე, ისინი სწავლობენ არა მხოლოდ საგნებს, არამედ თანამშრომლობას, პასუხისმგებლობას და პრობლემების გადაწყვეტას, სვამენ კითხვებს, ეძებენ პასუხებს და თავად ქმნიან შედეგს — სწორედ აქ იბადება ნამდვილი სწავლა.
სკოლა, რომელიც პროექტებზეა დაფუძნებული, ამზადებს არა მხოლოდ გამოცდებისთვის, არამედ ცხოვრებისთვის.
მე -6 კლ. ნაშრომები.
პედაგოგი-ნინო კუხიანიძე.

Photos from სსიპ ქალაქ რუსთავის N14 საჯარო სკოლა's post 26/04/2026

ჩვენს სკოლას განსაკუთრებული სტუმრები ჰყავდა — ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები.
მოსწავლეებმა საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს სამართლის, უფლებებისა და პასუხისმგებლობების შესახებ.
ასეთი შეხვედრები ხელს უწყობს ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებას და მათ სწორ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას.
დიდი მადლობა სტუმრებს საინტერესო და შემეცნებითი დღისთვის!

23/04/2026

დღეს განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი დღე იყო ჩვენი პირველკლასელებისთვის. პატარა მკითხველებმა პირველად იმოგზაურეს ცოდნისა და წიგნების სამყაროში — ქალაქის მედიათეკაში.

ეს იყო დღე, როდესაც ბავშვებმა აღმოაჩინეს, რომ წიგნი მხოლოდ ფურცლებზე დაწერილი სიტყვები არ არის — ის არის თავგადასავალი, ახალი მეგობარი და უსაზღვრო წარმოსახვის კარი. მათ თვალებში სიხარული, ინტერესი და ცნობისმოყვარეობა კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ სწავლის სიყვარული სწორედ ასეთი პატარა ნაბიჯებიდან იწყება.

გვჯერა, რომ ეს სტუმრობა მათთვის გახდება დასაწყისი დიდი და საინტერესო გზის, რომელსაც ცოდნა და წიგნების სიყვარული გაანათებს.პედაგოგი-ლია ჩახუნაშვილი.

15/04/2026

14 აპრილი — ჩვენი ენის, იდენტობის და ისტორიის დღეა.გვახსენებს, რამდენად ძვირფასი და საამაყოა ქართული ენა, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო.

დედაენა არის ჩვენი ფესვები, ჩვენი ხმა და ჩვენი სამშობლოს სული. პირველი კლასი გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს❤️❤️

Photos from სსიპ ქალაქ რუსთავის N14 საჯარო სკოლა's post 03/04/2026

"აუტიზმი და კაცობრიობა – თითოეული სიცოცხლე ღირებულია" (Autism and Humanity – Every Life Has Value) - ამ სლოგანით აღნიშნავს წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია აუტიზმის ცნობადობის ამაღლების დღეს, 2 აპრილს 🧩
❤️ნეირომრავალფეროვნება არ არის შეზღუდვა! არამედ,ის არის რესურსი და ძალა❤️
ინკლუზიური გარემოს შექმნა თითოეული ჩვენგანის ვალია!🙌❤️ამ დღესთან დაკავშირებით სკოლაში გამოცხადდა კვირეული,დაიგეგმა და განხორციელდა სხვადასხვა აქტივობები.
ხელმძღვანელი-ქეთი მარგიშვილი-სპეციალური მასწავლებელი.

Photos from სსიპ ქალაქ რუსთავის N14 საჯარო სკოლა's post 21/03/2025

გააუმჯობესე ჩვენი მხარდამჭერი სისტემები-ამ სლოგანით აღინიშნა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე.
ღონისძიების მიზანია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ღირსებისა და უფლებების დაცვა, ასევე კეთილდღეობის უზრუნველყოფა. ცნობიერების ამაღლების მიზნით სკოლაში სპეციალური მასწავლებლის, ქეთი მარგიშვილის მიერ დაიგეგმა და განხორციელდა სხვადასხვა აქტივობები. პრეზენტაციები გამართეს VIII-IX-X კლასის მოსწავლეებმა.

Want your school to be the top-listed School/college in Rustavi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Website

Address


Rustavi