ანა-ბანა

ანა-ბანა 📚📙

წიგნი ფრთებია, რომელიც ძალიან შორს წაგიყვანს❣️მალე შევხვდებით ერთმანეთს ჩვენო პატარა მეგობრებო  📢⭐️
05/09/2022

წიგნი ფრთებია, რომელიც ძალიან შორს წაგიყვანს❣️

მალე შევხვდებით ერთმანეთს ჩვენო პატარა მეგობრებო 📢⭐️

განვავითაროთ ბავშვის აზროვნება, წარმოსახვა,ლოგიკური აზროვნება,  გონება, სივრცით ორიენტირების უნარი..ასაკი : 6 წლიდანინსტ...
04/08/2022

განვავითაროთ ბავშვის აზროვნება, წარმოსახვა,ლოგიკური აზროვნება, გონება, სივრცით ორიენტირების უნარი..
ასაკი : 6 წლიდან
ინსტრუქცია:.
წარმოიდგინე რომ ნივთს ვაბრუნებთ. რომელ მდგომარეობაში უნდა იდოს კითხვის ნიშნის მაგივრად? მოძებნე ნიმუშებში.
თუ წარმოდგენას ვერ ახერხებს მაშინ ახსნა სცადეთ ნამდვილი სათამაშოებით და შემდეგ გადადით ნაბეჭდ ვერსიაზე..

გისურვებთ ბედნიერ ზაფხულს❤️

50 სოციალური უნარი, რომელიც უნდა გამოუმუშავოთ ბავშვებს:🌟1. რიგის დაცვა2. სხვების წარმატების გაზიარება, შექება3. წარმატებ...
31/07/2022

50 სოციალური უნარი, რომელიც უნდა გამოუმუშავოთ ბავშვებს:🌟

1. რიგის დაცვა
2. სხვების წარმატების გაზიარება, შექება
3. წარმატების საზეიმოდ აღნიშვნა
4. პირადი სივრცის პატივისცემა
5. ნივთების სხვებთან გაზიარება
6. დახმარების თხოვნის უნარი
7. მიიღო ადექვატურად როგორ წარმატება, ისე-დამარცხება
8. ნებართვის თხოვნის უნარი
9. კრიტიკის, შენიშვნის გამოხატვის უნარი
10. ემოციის შესაბამისი ტონის და ხმის ტემბრის გამოყენების უნარი
11. ბოდიშის მოხდა
12. მონაწილეობის მიღების უნარი
13. მოთმინების უნარი
14. იყოს კარგი მეგობარი
15. დავალების შესრულების უნარი
16. იყოს კეთილი
17. სახელებით მიმართვის უნარი
18. სხვების წახალისების უნარი
19. მოთმინებით დალოდების უნარი
20. სწორი კომუნიკაცია
21. განსხვავებული აზრის მიღების უნარი
22. ყურადღებით მოსმენა
23. კონფლიქტის მოგვარების უნარი
24. მითითებების შესრულების უნარი
25. პარაფრაზირების უნარი
26. გუნდთან, ჯგუფში ყოფნის უნარი
27. სხვისი გამხნევების უნარი
28. ზრდილობიანად, სოციალურად მისაღები ფორმით შეწინააღმდეგება
29. გარისკვა
30. შენიშვნის მიღება
31. უნარი მიიღო ადექვატურად „არა“
32. მოსალოდნელი და მოულოდნელი ქცევების ერთმანეთისგან განსხვავება
33. იდეების გამოხატვა
34. სხვათა აზრის პატივისცემა
35. თვალით კონტაქტის უნარი
36. დათმობაზე წასვლის უნარი
37. მოლაპარაკების უნარი
38. ზრდილობიანად მოქცევის უნარი
39. წინდახედულობა
40. პატიების უნარი
41. პრობლემის გადაჭრის გზების ძიება
42. მოქნილობა
43. არავერბალური ენის გამოცნობა
44. საკუთარი ემოციების კონტროლი
45. სხვისი გრძნობების პატივისცემა
46. სხვისი პერსპექტივის დანახვა
47. იმის გაანალიზება, რომ შენი ქცევა გავლენას ახდენს სხვაზე
48. მშობლების პატივისცემა
49. უფროსის და უმცროსის გარჩევა
50. საკუთარი თავის კონტროლი
✅

მოგესალმებით💌თანამედროვე ბავშვებისათვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს სასკოლო საგნების შესწავლასთან ერთად ჰქონდეთ ...
04/07/2022

მოგესალმებით💌
თანამედროვე ბავშვებისათვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს სასკოლო საგნების შესწავლასთან ერთად ჰქონდეთ შესაძლებლობა, განვითარდნენ იმ მოთხოვნების შესაბამისად, რომლებსაც აკმაყოფილებს წარმატების საერთაშორისო სტანდარტები.❕
ჩვენი ,,საკვირაო სკოლის" მიზანია ბავშვებში მაღალი სააზრონო უნარების, ემოციური ინტელექტის, ლოგიკის, კომუნიკაბელურობის, კულტურულ-შემოქმედებითი უნარების მაღალ დონეზე განვითარება.✅
საკვირაო სკოლა განკუთვნილია სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისათვის, მათ შორის სკოლამდელი(ბაღისა) და სასკოლო ასაკის ბავშვებისათვის, რომლებიც განაწილდებიან ჯგუფებში.
ჩვენი მიზანია სწავლის პროცესი მაქსიმალურად სახალისო, საინტერესო, აღმოჩენებითა და თავგადასავლებით სავსე გავხადოთ. ❤️
ბედნიერ დღეს გისურვებთ 📢❤️

01/07/2022

📚ჩვენი ,,საკვირაო სკოლის" მიზანია ბავშვებში მაღალი სააზროვნო უნარების, ემოციური ინტელექტის, ლოგიკის, კომუნიკაბელურობის, კულტურულ-შემოქმედებითი უნარების განვითარება.

📢საკვირაო სკოლა განკუთვნილია სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისათვის, მათ შორის სკოლამდელი(ბაღისა) და სასკოლო ასაკის ბავშვებისათვის, რომლებიც განაწილდებიან სხვადასხვა ჯგუფებში:

📢ბავშვებს ვთავაზობთ აქტივობებს, რომლებიც ხელს შეუწყობს მათ მრავალმხრივ განვითარებასა და სამყაროს შემეცნებას, რასაც შეძლებენ შემდეგი შემეცნებითი პროგრამების საშუალებით:

✅ზღაპრის თერაპია - როლური თამაშებით, მოსმენილის მიხედვით ნამუშევრის შექმნა ბავშვს ეხმარება წარმოსახვისა და ფანტაზიის უნარის განვითარებაში. ზღაპრითი თერაპიის მეშვეობით უმჯობესდება აღქმა, ლოგიკური აზროვნება, ყურადღბიის კონცენტრაციის უნარი.
✅მხიარული ნოტები-მუსიკალური სმენისა და რიტმის გრძნობის განვითარება.მიღებული შთაბეჭდილებების სხვადასხვა ფორმით (ხატვა, მოძრაობა, დიალოგი) გამოხატვა. ჯგუფური მუზიცირება, გაჟღერება, მარტივი იმპროვიზაციები.
✅გამოყენებითი არტ- თერაპია: ფერწერა, ძერწვა, თიხის გამოყენებით სხვადასხვა ფიგურის შექმნა, აპლიკაციები, თითოეული მათგანი ავითარებს ნატიფ მოტორიკას, რაც დადებითად მოქმედებს ბავშვის ემოციურ განვითარებაზე.
✅სახალისო არითმეტიკა- ეხმარება ბავშვებს რთული მათემატიკური ფორმულებისა და თეორიების გარეშე შეაბიჯონ არითმეტიკის სამყაროში, რაც განუვითარებთ მათემატიკურ უნარ-ჩვევებს.
✅შევიმეცნებთ სამყაროს - ხელოვნებით, მეცნიერებით,მნიშვნელოვანი ისტორიული ამბებით ბავშვებს ეძლევათ შესაძლებლობა, შეიმეცნონ სამყარო და გაეცნონ სხვადასხვა ქვეყნის კულტურას.
✅ანბანური თამაშები- რომელიც განავითარებს საწყის კითხვის უნარ-ჩვევებს, ბგერების გამთლიანებას, ასოების ამოცნობას და მოსმენილის გაგება-გააზრების უნარს.

01/07/2022

მოგესალმებით მეგობრებო..📢

უახლოეს მომავალში ქალაქ რუსთავში შემოგთავაზებთ ახალ საკვირაო სკოლას ,,ანა-ბანა"-ს კვალიფიცირებული პედაგოგებით , რომელიც მორგებული იქნება როგორც ტიპურ ასევე ატიპურ განვითარების ბავშვებზე.📚🎨🎳

Address

გურამიშვილის N 4
Rustavi

Telephone

+995555100564

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ანა-ბანა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to ანა-ბანა:

Shortcuts

Share

Category