Rethink: STEAM School

Rethink: STEAM School STEAM სკოლა მომავლის განათლებისთვის ♾️
შექმენი ახალი 💡

30/07/2026

🚀 Rethink STEAM School-ის მენტორებმა GITA-ს STEAM ბანაკის მონაწილეებთან ერთად ქიმიის, ფიზიკისა და ბიოლოგიის მასტერკლასები ჩაატარეს, სადაც თეორია რეალურ ექსპერიმენტებად გადაიქცა.

💡 გვიხარია, რომ ახალგაზრდებთან ერთად ვქმნით სივრცეს, სადაც ცნობისმოყვარეობა ცოდნად, ცოდნა კი გამოცდილებად იქცევა.�

🚀 Rethink STEAM School-ის მენტორები GITA-ს STEAM ბანაკის მონაწილეებისთვის მასტერკლასებს ატარებენ და ახალგაზრდებს მეცნიერ...
29/07/2026

🚀 Rethink STEAM School-ის მენტორები GITA-ს STEAM ბანაკის მონაწილეებისთვის მასტერკლასებს ატარებენ და ახალგაზრდებს მეცნიერების სამყაროს ინტერაქციული და შთამაგონებელი გამოცდილებით აცნობენ.

👩‍🔬 ბანაკის ფარგლებში მონაწილეებმა მენტორებთან ერთად ქიმიის, ფიზიკისა და ბიოლოგიის პრაქტიკული სამეცნიერო ცდები ჩაატარეს, სადაც მიღებული ცოდნა რეალურ ექსპერიმენტებში გამოსცადეს.

📍ბანაკი ტარდება საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ინიციატივით, ამბასადორი კაჭრეთის აკადემიაში, ხოლო პროექტის განმახორციელებელია „Rethink Innovations’ Center“.

⚡GITA-ს მასშტაბური STEAM ბანაკი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან შერჩეულ 300 ახალგაზრდას აერთიანებს. ბანაკის მიზანია მონაწილეებს მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიის, ხელოვნებისა და მათემატიკის (STEAM) მიმართულებებით პრაქტიკული გამოცდილება შესთავაზოს, განუვითაროს კრიტიკული აზროვნება, კრეატიულობა და გუნდური მუშაობის უნარები, რათა მომავალში ინოვაციური იდეების შექმნა და რეალიზება შეძლონ.

#შექმენიახალი
#სტემსკოლა

🚀 Rethink STEAM School-ის კურსის მონაწილეებმა პროგრამა წარმატებით დაასრულეს და ამ მნიშვნელოვანი ეტაპი ერთად აღვნიშნეთ.🏆 ...
21/07/2026

🚀 Rethink STEAM School-ის კურსის მონაწილეებმა პროგრამა წარმატებით დაასრულეს და ამ მნიშვნელოვანი ეტაპი ერთად აღვნიშნეთ.

🏆 დაჯილდოების ცერემონიაზე თითოეულ მათგანს გადაეცა სერთიფიკატი - შრომის, მონდომებისა და ახალი ცოდნის დამსახურებული აღიარება.

💡წარმატებებს ვუსურვებთ მათ მომავალ თავგადასავალში!

#შექმენიახალი
#სტემსკოლა

19/07/2026

🚀 STEAM განათლება არის აღმოჩენების, ექსპერიმენტების, შემოქმედებისა და განვითარების ყოველდღიური პროცესი.

ამ ვიდეოში ჩვენი მოსწავლეები თავად გვიყვებიან, რა ისწავლეს წლის განმავლობაში, რა გამოცდილება დააგროვეს და როგორ აქციეს ცოდნა პრაქტიკულ უნარებად.

STEAM განათლების თითოეული მიმართულება მათთვის ახალი შესაძლებლობების კარს ხსნის.

💡ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ დიდი გზის, რომელსაც Rethink STEAM School-ში ერთად გავდივართ.

#შექმენიახალი
#სტემსკოლა

⚙️ Rethink გუნდი STEAM მიმართულებით  აქტიურად აგრძელებს მასშტაბური ინიციატივების განხორციელებას. ჩვენი გუნდი მთელი ქვეყნ...
04/07/2026

⚙️ Rethink გუნდი STEAM მიმართულებით აქტიურად აგრძელებს მასშტაბური ინიციატივების განხორციელებას. ჩვენი გუნდი მთელი ქვეყნის მასშტაბით ატარებს პრაქტიკულ კურსებს, საგანმანათლებლო პროექტებსა და ჯგუფურ მასტერკლასებს, რომლებიც მეცნიერებასა და ტექნოლოგიებს ბავშვებისთვის ხელშესახებს ხდის.�
ამჯერად, ჩვენი გუნდი ოზურგეთის ტექნოპარკში იმყოფება, სადაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი — „Smart Solutions“ მიმდინარეობს, სადაც მონაწილეები ელექტროინჟინერიისა და hardware-პროტოტიპირების საოცარ სამყაროს ეუფლებიან. 🛠️

ჩვენი საგანმანათლებლო მიდგომა უცვლელია: მივცეთ მოზარდებს შესაძლებლობა, თეორია პრაქტიკად აქციონ. ამ ინტენსიური პროგრამის ფარგლებში, გურიის რეგიონის 50-ზე მეტი სკოლის მოსწავლე learning by doing პრინციპით, საკუთარი ხელით აწყობს ჭკვიან მოწყობილობებსა და ტექნოლოგიურ სქემებს. ⚙️💡

🤝 აღსანიშნავია, რომ ამ კონკრეტულ პროექტს Rethink-ის გუნდი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) დაკვეთითა და ინიციატივით ახორციელებს. გვეამაყება, რომ ჩვენი გამოცდილებითა და სტემ პროგრამებით ხელს ვუწყობთ მომავალი ინჟინრების ახალი თაობის გაზრდას! ✨🤖

#შექმენიახალი #სტემსკოლა

03/07/2026

🚀 სრულად დაფინანსებული STEAM ბანაკი კაჭრეთში , ამბასადორის აკადემიაში - მე_9 დან მე12 კლასის ინოვატორებისთვის 🌎

👉 პროექტი ხორციელდება საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით ✨

💫 დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვიდეო , გადადით ლინკზე და დარეგისტრირდით ❤️

04/05/2026

🚀კიდევ ერთი წარმატებული ტექნოლოგიური პროექტი რუსთავის ახალგაზრდებისთვის , 💡რომელიც ინოვაციების სკოლამ და Rethink სტემ სკოლამ განახორციელა რუსთავის ციფრული განვითარების სივრცესთან ერთად 🌎
მწვანე ტექნოლოგიების კვირეული 🍀
#შექმენიახალი
#მოემზადემომავლისთვის
#სტემსკოლა
#ინოვაციებისსკოლა

მწვანე ტექნოლოგიების კვირეული რუსთავში დასრულდა! 🌿 🚀 მწვანე ტექნოლოგიების კვირეულის 5-დღიანი მარათონი ფინალური ღონისძიებ...
04/05/2026

მწვანე ტექნოლოგიების კვირეული რუსთავში დასრულდა! 🌿

🚀 მწვანე ტექნოლოგიების კვირეულის 5-დღიანი მარათონი ფინალური ღონისძიებით დავასრულეთ. ამ რამდენიმე დღეში ჩვენმა მონაწილეებმა ძალიან ბევრი რამ მოასწრეს . მათ არა მხოლოდ გაიგეს, რა არის მწვანე ტექნოლოგიები, არამედ პრაქტიკულადაც სცადეს ყველაფერი:

🤖 AI (ხელოვნური ინტელექტი) — ისწავლეს ტექნოლოგიების გამოყენება გარემოს დასაცავად.
🔌 Arduino & Hardware — საკუთარი ხელით ააწყეს სხვადასხვა მოწყობილობები.
🚀 მეწარმეობა — გაიგეს, როგორ აქციონ თავიანთი იდეები ნამდვილ სტარტაპად.

ბოლო დღეს ყველაზე საინტერესო ნაწილი გვქონდა: გუნდებმა თავიანთი შექმნილი პროტოტიპები ჟიურის წარუდგინეს. ძალიან მაგარი პროექტები ვნახეთ, რომლებიც გარემოსდაცვით პრობლემებს ორიგინალურად აგვარებენ. 🛠️💡ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებულები და მათ შესაბამისი პრიზებიც გადასცა 🌎

⭐️ რუსთავში ნამდვილად იზრდებიან ახალგაზრდები, რომლებსაც პოზიტიური ცვლილებების მოხდენა შეუძლიათ. 🌍⚡

პროექტის ორგანიზატორები:

🔹 რუსთავის ციფრული განვითარების სივრცე
🔹 ინოვაციების სკოლა
🔹 Rethink STEM სკოლა

მადლობა ტრენერებსა და ყველას, ვინც ამ დღეებში ჩვენთან ერთად იყო ❤️

მწვანე ტექნოლოგიების კვირეული რუსთავში  დაიწყო 🌿🚀პროექტის ფარგლებში 50-მდე მოტივირებული და ნიჭიერი ახალგაზრდა შეირჩა. 🎒 ...
01/05/2026

მწვანე ტექნოლოგიების კვირეული რუსთავში დაიწყო 🌿🚀

პროექტის ფარგლებში 50-მდე მოტივირებული და ნიჭიერი ახალგაზრდა შეირჩა. 🎒 მომდევნო დღეებში მონაწილეები ჩაერთვებიან ინტენსიურ ტრენინგებში, იმუშავებენ Hardware და Software პროტოტიპირებაზე. 🛠️💻 კვირეულის ფინალური ეტაპი პრეზენტაციები იქნება, სადაც გუნდები საკუთარ იდეებს ჟიურის წინაშე წარადგენენ. 🏆

კვირეული საქართველოში ყველაზე დიდი მზის ელექტროსადგურების კომპანიის - Helios Energy-ის დირექტორმა - თორნიკე დარჯანიამ გახსნა. ☀️ მან მონაწილეებთან ერთად მიმოიხილა მწვანე ტექნოლოგიების მნიშვნელობა, თანამედროვე გამოწვევები და ის გლობალური ტენდენციები, რომლებიც გარემოს დაცვასა და ტექნოლოგიების სინთეზს ეხება. 🌍✨

გახსნაზე გვეწვია ასევე რუსთავის მერი - ნინო ლაცაბიძე, რომელიც მიესალმა მონაწილეებს და მათ ახალი შესაძლებლობები გააცნო. 🤝✨

პროექტს ახორციელებენ:

🔹 რუსთავის ციფრული განვითარების სივრცე

🔹 ინოვაციების სკოლა

🔹 Rethink STEM სკოლა

ადევნეთ თვალი ჩვენს გვერდს და გაიგეთ, როგორ იქმნება მომავლის ინოვაციები რუსთავში! ⚡🌱

Helios Energy Georgia

#შექმენიახალი
#სტემსკოლა
#ინოვაციებისსკოლა
#მოემზადემომავლისთვის

გაიცანით მწვანე ტექნოლოგიების კვირეულის გუნდი 🌱მწვანე ტექნოლოგიების კვირეული რუსთავში იწყება, ამ პროცესში კი მონაწილეებს...
27/04/2026

გაიცანით მწვანე ტექნოლოგიების კვირეულის გუნდი 🌱

მწვანე ტექნოლოგიების კვირეული რუსთავში იწყება, ამ პროცესში კი მონაწილეებს გზას ყველაზე გამოცდილი და კრეატიული მენტორები წარმართავენ! 🚀

ტრენერები, რომლებიც 5 დღის განმავლობაში თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას 15-17 წლის ახალგაზრდებს გაუზიარებენ:

👩‍🏫 სალომე ბერეჩიკიძე – მწვანე ტექნოლოგიებისა და გარემოსდაცვითი დიზაინის ექსპერტი. სალომე დაგეხმარებათ დაინახოთ, როგორ ხდება ეკო-მეგობრული იდეების რეალურ დიზაინად ქცევა.

👨‍🏫 თორნიკე დარჯანია – მწვანე ტექნოლოგიების მიმართულების მენტორი. მისი დახმარებით გაიგებთ, თუ როგორ მუშაობს თანამედროვე ტექნოლოგიები გარემოს სასიკეთოდ.

👩‍🏫 ნანი არაბული – Hardware პროტოტიპირების მენტორი. ნანი გასწავლით, როგორ შექმნათ ხელშესახები მოწყობილობები და როგორ აქციოთ ტექნიკური იდეა რეალობად.

👨‍🏫 იაკობ სამუკაშვილი – Software პროტოტიპირების მენტორი. იაკობთან ერთად შეძლებთ პროგრამული გადაწყვეტილებების შექმნას თქვენი ინოვაციური პროექტებისთვის.

👨‍🏫 ნიკოლოზ გოგოჭური – ინოვაციური მეწარმეობის ტრენერი. ნიკოლოზი დაგეხმარებათ, რომ თქვენს იდეას მისცეთ ბიზნეს-ხედვა და ისწავლოთ, როგორ გახადოთ თქვენი ინიციატივა მდგრადი და წარმატებული.

ჩვენი მენტორები მზად არიან, დაგეხმარონ მომავლის მწვანე ინოვაციების შექმნაში! 💡🛠️

📍 შეგახსენებთ, კვირეული ტარდება რუსთავის ციფრული განვითარების სივრცეში.
📅 29 აპრილი – 3 მაისი

პროექტს ახორციელებს:

* რუსთავის ციფრული განვითარების სივრცე
* ინოვაციების სკოლა
* Rethink STEM სკოლა

გაიარე რეგისტრაცია ბმულზე დღის ბოლომდე : https://forms.gle/DW4badhGN7Y3UW4AA

Address

Rustavi

Opening Hours

Monday 09:00 - 18:30
Tuesday 09:00 - 18:30
Wednesday 09:00 - 18:30
Thursday 09:00 - 18:30
Friday 09:00 - 18:30

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Rethink: STEAM School posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share