საბავშვო ბაღი "ჯეჯილი" Kindergarten "Jejili" ქ.რუსთავი

  • Home
  • Georgia
  • Rustavi
  • საბავშვო ბაღი "ჯეჯილი" Kindergarten "Jejili" ქ.რუსთავი

საბავშვო ბაღი "ჯეჯილი"  Kindergarten "Jejili"    ქ.რუსთავი შპს "მილენიუმის" საბავშვო ბაღი "ჯეჯილი

უკვე 12 წელია, რაც კერძო სკოლა “მილენიუმის” ჭერქვეშ ასევე ბაგა-ბაღის პატარა აღსაზრდელები ჟღურტულებენ. სითბოთი და სიყვარულით გასურნელებული გარემო, პედაგოგების თავდაუზოგავი შრომა და სკოლის ადმინისტრაციის ხელშეწყობა ის ძირითადი ფაქტორებია, რომელიც ფუტკარივით იზიდავს აღსაზრდელებს ჩვენი ბაგა-ბაღისაკენ.
მშობლიურ ენასთან ერთად პატარები ინგლისური ენის, ასაკის შესაბამის პროგრამასაც ეუფლებიან, ხოლო მათემატიკა, გარემოს გაცნობა, სახვითი ხელოვნება, სპორტი, პლასტიკა და მუსიკა ძირითადი საპროგრამო საგნებია. ნორჩი თაობის აღზრდა-განათლების საქმეს გამოცდილი პედაგოგები უძღვებიან.
სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში შეტანილი ცვლილებები ჰუმანისტი პიროვნების ჩამოყალიბებას ემსახურება. ზნეობრივი აღზრდის ტრადიციულ ფორმებთან ერთად პედაგოგები ითვალისწინებენ მიდგომის ასეთ ხერხებს:
• ნათლად განსაზღვრავენ, რას მოითხოვენ ბავშვისაგან, უხსნიან და უსაბუთებენ მათ მოთხოვნებს და არკვევენ, რას ფიქრობს ბავშვი ამის თაობაზე;
• აფასებენ მათ საქციელს და არა პიროვნებას;
• მიუთითებენ ბავშვს შეცდომებზე, აფასებენ მის საქციელს და აკეთებენ პაუზას, რომ ბავშვმა შეიცნოს, გააცნობიეროს მასწავლებლის ნათქვამი;
• არიან მტკიცენი, მომთხოვნი, მაგრამ სამართლიანნი;
• ხელიდან არ უშვებენ მომენტს, რომ ბავშვის პირველი წარმატებისთანავე გამოხატონ კმაყოფილება;
• აღსაზრდელს ყოველთვის აგრძნობინებენ, რომ სჯერათ მისი, კარგი აზრისა არიან მასზე, მიუხედავად მისი დაუდევრობისა;
• თითოეული ბავშვი დამოუკიდებელია, ამიტომ არ უკონტროლებენ ყველა ნაბიჯს, მაგრამ ჰყავთ ყურადღების ქვეშ;
• საუბარი ყოველთვის წარიმართება თავაზიანად. მასწავლებლები ყურადღებით უსმენენ აღსაზრდელებს და ცდილობენ, გაიგონ მათი თვალსაზრისი;
აი, რატომ არის “ჯეჯილი” ყველასათვის მისაღები და სასურველი - აქ ხომ ყველაზე დიდი სიყვარული და ყველაზე ბევრი სიხარულია!

12/08/2025

ვისაც ახსოვს "მილენიუმის" ბაღი "ჯეჯილი", დაგვეთანხმება, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესო საბავშვო ბაღი იყო რუსთავში. "მილენიუმი" ამჯერად გთავაზობთ სასკოლო მომზადების დღის ცენტრით მომსახურებას. ეს ჩვენი ახალი პროგრამაა, რომელიც ითვალისწინებს სასკოლო უნარ-ჩვევების შეძენას. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ მითითებულ ნომერზე.

შპს „მილენიუმის“ საბავშვო ბაღი ,,ჯეჯილი’’ დიდი სიყვარულით ელოდება ნორჩ აღსაზრდელებს.ჩვენს ბაღში უმთავრესია: 1. უსაფრთხოე...
20/10/2021

შპს „მილენიუმის“ საბავშვო ბაღი ,,ჯეჯილი’’ დიდი სიყვარულით ელოდება ნორჩ აღსაზრდელებს.
ჩვენს ბაღში უმთავრესია:
1. უსაფრთხოება, რისი გარანტიცაა
• ყოველდღიური დეზინფექცია;
• დამოუკიდებელი, დიდი და ნათელი სივრცეები ყველა აქტივობისათვის: სათამაშოდ, დასაძინებლად, სასადილოდ, მუსიკალური და შემოქმედებითი საქმიანობისათვის;
• ინდივიდუალური სველი წერტილები;
• სამეთვალყურეო კამერები;
• მხოლოდ მაღალი ხარისხის ნატურალური პროდუქტებისგან დამზადებული კვება;
2. მრავალწლიანი გამოცდილებით აპრობირებული საგანმანათლებლო პროგრამები;
3. და, რაც მთავარია, მაღალი კვალიფიკაციის, გამოცდილი, მზრუნველი და მოყვარული აღმზრდელები.
ბაღი მუშაობს 09:00 - 19:00, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (იგეგმება გახანგძლივებული კვირის შემოღება).
გვეწვიეთ 21-ე მიკრორაიონში, შპს „მილენიუმის“ შენობაში.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 577 21 14 34; 595 28 48 14.

ძვირფასო მშობლებო, რას იტყვით,  "ჯეჯილში" შაბათსაც რომ შეგეძლოთ ბავშვის მოყვანა? გვითხარით თქვენი აზრი ან, თუ მოგწონთ ეს...
23/09/2021

ძვირფასო მშობლებო, რას იტყვით, "ჯეჯილში" შაბათსაც რომ შეგეძლოთ ბავშვის მოყვანა? გვითხარით თქვენი აზრი ან, თუ მოგწონთ ეს იდეა, დაგვიწერეთ გული.

მართალია, საბავშვო ბაღ „ჯეჯილში“ ამქვეყნად ყველაზე სათნო, მზრუნველი და ალერსიანი აღმზრდელები და ძიძები უვლიან ბავშვებს, ...
23/09/2021

მართალია, საბავშვო ბაღ „ჯეჯილში“ ამქვეყნად ყველაზე სათნო, მზრუნველი და ალერსიანი აღმზრდელები და ძიძები უვლიან ბავშვებს, მაგრამ ჯგუფებში მაინც გვაქვს ვიდეოკამერები, რომელთა მეშვეობითაც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ნახოთ, რას აკეთებს თქვენი პატარა. ეს, ასე ვთქვათ, ყველაზე “გადარეული“ დედებისთვისაა, რომლებსაც ერთი წუთიც კი არ შეუძლიათ გაძლონ, თუ არ ეცოდინებათ, რას აკეთებს მათი პირმშო.

საბავშვო ბაღ „ჯეჯილში“  სრულად არის დაცული სტანდარტი, რომელიც  სხვადასხვა დანიშნულების სივრცეთა  ერთმანეთისგან გამიჯვნას...
22/09/2021

საბავშვო ბაღ „ჯეჯილში“ სრულად არის დაცული სტანდარტი, რომელიც სხვადასხვა დანიშნულების სივრცეთა ერთმანეთისგან გამიჯვნას გულისხმობს. რა თქმა უნდა, უპირველესად, ეს სველ წერტილებს ეხება, მაგრამ ჩვენთან სათამაშო, სასადილო, საძინებელი თუ სხვა დანიშნულების დარბაზებიც ცალ-ცალკეა წარმოდგენილი. თქვენ წარმოიდგინეთ, ეზოც კი განცალკევებული აქვთ პატარებს. დაგვეთანხმებით, დღეს ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ჩვენი ბავშვების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საქმეში.

ძვირფასო მეგობრებო, შეგახსენებთ, რომ ჩვენთან მიმდინარეობს ჯგუფების დაკომპლექტება. განცხადებების მიღება გაგრძელდება პირვე...
20/09/2021

ძვირფასო მეგობრებო, შეგახსენებთ, რომ ჩვენთან მიმდინარეობს ჯგუფების დაკომპლექტება. განცხადებების მიღება გაგრძელდება პირველ ოქტომბრამდე. სულ გაიხსნება ორი ჯგუფი, ამიტომ გთხოვთ, ნუ გადადებთ და დროულად მობრძანდით ჩვენს ბაღში!

09/09/2021
04/09/2021
27/06/2021

დიდი სიხარულით გვინდა გაუწყოთ, რომ სექტემბრიდან სრულიად განახლებული საბავშვო ბაღი "ჯეჯილი" კვლავ ელის აღსაზრდელებს!
წინასწარი რეგისტრაციისთვის დარეკეთ "მილენიუმისა" და "ჯეჯილის" ფეისბუკგვერდებზე მითითებულ ნომრებზე.

Address

XXI მ/რ, კერძო სკოლა "მილენიუმის" შენობა, სავაჭრო ცენტრის მიმდებარედ
Rustavi
3700

Opening Hours

Monday 08:30 - 19:00
Tuesday 08:30 - 19:00
Wednesday 08:30 - 19:00
Thursday 08:30 - 19:00
Friday 08:30 - 19:00

Telephone

+995577211434

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საბავშვო ბაღი "ჯეჯილი" Kindergarten "Jejili" ქ.რუსთავი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to საბავშვო ბაღი "ჯეჯილი" Kindergarten "Jejili" ქ.რუსთავი:

Shortcuts

Share

Category