სკოლა მზეკაბანი 2 / School Mzekabani 2

სკოლა მზეკაბანი 2 / School Mzekabani 2 🏡 მზეკაბანი • Mzekabani
🧡 სითბო, ცოდნა და ნდობა
💫 გარემო, რომელიც გიყვარს
📚 ვქმნით საუკეთესო სასკოლო მოგონებებს
✨ სანდოობა ჩვენი პრიორიტეტია

01/07/2026

📢ბელა ჯანგიძე-გოცირიძის ავტორიზებული რუსთავის საერო სკოლა "მზეკაბანი 2" აცხადებს მოსწავლეთა რეგისტრაციას პირველ კლასში 2026-2027 აკადემიური წლისთვის, ასევე გრძელდება მობილობა სამივე საფეხურზე.
🏨სკოლა მდებარეობს ქალაქის ცენტრში, საკუთარ შენობაში, კეთილმოწყობილი ეზოთი, გათბობით,მოწესრიგებული კლას-კაბინეტებით.
ჩვენთნ მოსწავლეებზე მორგებულ სასწავლო გარემოს კვალიფიციური მასწავლებლების გუნდი ქმნის.
სკოლაში 17:00 საათამდე ფუნქციონირებს გახანგრძლივებული ჯგუფი ერთჯერადი ჯანსაღი კვებით.
სკოლაში დამატებით არჩევით საგნებად სხვადასხვა კლასებში ისწავლება: წიგნიერება, სამშობლოსმცოდნეობა( რელიგიით), ჭადრაკი, პირველადი სამედიცინო დახმარება, ქორეოგრაფია. სკოლაში მოქმედებს ბუფეტი, სტადიონი,სააქტო დარბაზი.
სკოლის პრიორიტეტებია:
*კეთილმოწყობილი გარემო,მაღალკვალიფიციური პედაგოგებით;
*მცირერიცხოვანი კლასები;
*დამატებით გაზრდილი კვირეული დატვირთვა I კლასიდანვე მათემატიკასა და ინგლისურ ენაში.
P.S. პირველკლასელთა რეგისტრაცია დაწყებულია.
მიიღება განცხადებები ყველა კლასში.
მოუთმენლად ველით ახალ "მზეკაბანელებს".
მისამართი: ქ.რუსთავი, გ.ნიკოლაძის 16 ა.
ტელ: 599 908 004.

26/06/2026

"მზეკაბანი 2" რუსთავის საერო სკოლა აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე:

1. დაწყებით კლ. პედაგოგი.
2. სიმღერა-მუსიკის პედაგოგი.
3. სპორტის პედაგოგი
5. მათემატიკის პედაგოგი
6,ისტორია და სამოქალაქო განათლება.
7. დარაჯი
გთხოვთ, თქვენი CV გამოგვიგზავნოთ მეილზე: [email protected] ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე:
599 908 004.
სასურველი კანდიდატს ჩაბარებული ჰქონდეს სასერთიფიკატო გამოცდა ან მინიჭებული ჰქონდეს სტატუსი.

22/06/2026

📚 სკოლა „მზეკაბანი 2“ – რუსთავის საერო სკოლა
აცხადებს მიღებას 2026–2027 სასწავლო წლისთვის XI–XII კლასების სააბიტურო პროგრამაზე.
✅ სასწავლო პროცესი ორიენტირებულია იმ საგნებზე, რომლებიც მოსწავლეს სჭირდება ეროვნული გამოცდებისთვის.
✅ ინდივიდუალური მიდგომა თითოეული მოსწავლის საჭიროებების გათვალისწინებით.
✅ გადახდა წარმოებს ყოველთვიურად, მშობლებზე მაქსიმალურად მორგებული და ხელმისაწვდომი პირობებით
📢ადგილები შეზღუდულია!

დაინტერესებულმა პირებმა მოგვმართეთ:

📞 599 90 80 04

18/06/2026

"მზეკაბანი 2" რუსთავის საერო სკოლა აცხადებს ვაკანსიას IT სპეციალისტის პოზიციაზე. თქვენი CV გამოაგზავნეთ მეილზე: [email protected] ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 599 908 004.

17/06/2026

"მზეკაბანი 2" რუსთავის საერო სკოლა აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე:
1.ინგლისური ენის პედაგოგი.
2. დაწყებით კლ. პედაგოგი.
3. სიმღერა-მუსიკის პედაგოგი.
გთხოვთ, თქვენი CV გამოგვიგზავნოთ მეილზე: [email protected] ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე:
599 908 004.
სასურველი კანდიდატს ჩაბარებული ჰქონდეს სასერთიფიკატო გამოცდა ან მინიჭებული ჰქონდეს სტატუსი.

11/06/2026

შპს მზეკაბანი 2,რუსთავის საერო სკოლას სასწრაფოდ ესაჭიროება სამნეო ნაწილის გამგე ( მნე)გარკვეული პირობებით რომელსაც გაარკვევთ სკოლის ხელმძღვანელთან . მისამართი გ. ნიკოლაძის ქ. 16ა
ტელ 599908004

2026 წლის 27 მაისს სკოლა „მზეკაბანი 2“- ში ჩატარდა საქართველოსდამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.ხელმძღვანელი...
11/06/2026

2026 წლის 27 მაისს სკოლა „მზეკაბანი 2“- ში ჩატარდა საქართველოს
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.ხელმძღვანელი
ბიბლიოთეკის გამგე - ელენე თამარაშვილი.
ღონისძიებაში მონაწილეობდენენ V- VI-VIII კლასის მოსწავლეები, რომლებმაც
ლექსებით, სიმღერებითა და საინტერესო გამოსვლებით პატივი მიაგეს
სამშობლოს, მის ისტორიასა და დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ გმირებს.
ღონიძიების მიზანი იყო მოსწავლეებში პატრიოტული სულისკვეთების
გაძლიერება, ეროვნული ღირებულებების პოპულარიზაცია და
დამოუკიდებლობის მნიშვნელობის გაცნობიერება.

08/06/2026

“რასაცა გასცემ, შენია! „

რა ბევრის მთქმელია ეს სათაურიც და აზრიც, რაც მასშია
ჩადებული. რუსთავის საერო სკოლა „ მზეკაბანი 2“ ერთ-ერთი
პირველთაგანია რუსთავის სასწავლო დაწესებულებათა შორის,
რომელმაც დამატებით სასწავლო საგნად წლების წინ I – IX კლასებში
„სამშობლოსმცოდნეობა“და „წიგნიერება“ შემოიღო. ორივე ძალიან
მნიშვნელოვანი და მეტად საჭიროა დღეს მოსწავლისთვის. იგი
ეროვნულ თვითშეგნებას უძლიერებს მოზარდს და რაც მთვარია,
აძლევს იმ სიღრმისეულ ცოდნას, რაც ჩვენმა რელიგიამ,
ქრისტიანულმა სარწმუნოებამ მოგვცა.
წლების წინ ამ საგანს ჩვენი ქალაქის უსაყვარლესი , ძალიან
საჭირო და სასარგებლო პიროვნება, ლექსო გელაშვილი ასწავლიდა.
მადლობა მას.
ამჯერად ჩვენს ბავშვებს ჰყავთ ახალგაზრდა, ნიჭიერი და სათნო,
სუფთა გულის ადამიანი - გაგა მამუკაშვილი, რომელიც ჩვენსავე
ქალაქში, სიონის ტაძარში ეწევა მსახურებას. მთავარია, რომ ბავშვებს
ძალიან უყვართ თავისი მასწავლებელი, აფასებენ და ენდობიან და
როცა, სასწავლო წლის ბოლოს მასწავლებელმა თავისუფალ საწერ
თემად მისცა „ რა მასწავლა სამშობლოსმცოდნეობამ ? “, ბავშვების
პასუხი საოცრად წრფელი და ამაღელვებელი იყო. მასწავლებელმა კი,
აი როგორ უპასუხა თითოეულ მოსწავლეს:
.. მომავლის ბარათები.....ცხოვრება მშვენიერია..
ჩემო ტკბილო მეგობრებო.. რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, თქვენ
მაინც ჩემი მოსწავლეების სახელი გერქმევათ, მე კი თქვენს

მასწავლებლად დავრჩები. ვეცდები, ისე ვიცხოვრო, არსად, არასოდეს
შეგარცხვინოთ. პირიქით, სიამაყით გეთქვათ, რომ ოდესღც თქვენი
მასწავლებელი ვიყავი...
ცხოვრებამ არდადეგები არ იცის...შეცდომების არ შეგეშინდეთ,
გამოსწორება ყოველთვის შეგიძლიათ. თქვენს გვერდით მიგულეთ...
ერთად ვიფიქროთ და ვეძებოთ გამოსავალი. ეცადეთ, რაც გიყვართ ის
აკეთოთ და იმით გამოადგეთ სამშობლოს. თქვენ გახსოვთ ჩემი
ნათქვამი, რომ ადამიანში მთვარი არის გული.
იცოდეთ, ყველა ადამიანში არის რაღაც ისეთი, რის გამოც შეიძლება
გიყვარდეთ ან გეცოდებოდეთ მაინც...

სიყვარულით და უდიდესი მადლიერებით
გაგა მასწავლებელი ( მამუკაშვილი ).

20/05/2026

"მზეკაბანი 2" რუსთავის საერო სკოლა აგრძელებს მიღებას I და სხვა დანარჩენ ყველა კლასში. სკოლა უზრუნველჰყოფს მაღალხარისხიან განათლებას და ზნეობრივ აღზრდას. მუშაობს გახანგრძლივებული ჯგუფი ერთჯერადი ცხელი კვებით. დამატებით ისწავლება ისეთი საგნები, როგორიცაა: წიგნიერება, სამშობლოსმცოდნეობა, ჭადრაკი, ქართული ქორეოგრაფია, რიტმიკა, კომპიუტერი და სხვა. კლასები დაკომპლექტებულია მცირე კონტინგენტით, რაც თითოეული მოსწავლის ინდივიდუალურ მიდგომას უზრუნველჰყოფს.
განცხადებების მიღება გრძელდება.
მისამართი: რუსთავი, გ.ნიკოლაძის 16 ა (თეატრის გვერდით ).
ტელ: 599 90 80 04; 0341 24 19 94.

2026 წლის 18 მაისს, კერძო სკოლა "მზეკაბანში 2"-ში ჩატარდა კონფერენცია თემაზე "პირის ღრუ - ჯანმრთელობის საწინდარი".  კონფ...
18/05/2026

2026 წლის 18 მაისს, კერძო სკოლა "მზეკაბანში 2"-ში ჩატარდა კონფერენცია თემაზე "პირის ღრუ - ჯანმრთელობის საწინდარი". კონფერენციაში მონაწილე IX კლასის მოსწავლეებმა მედეა ქართველიშვილმა , ჯანსუღ მაისურაძემ, ლილე ჩარკვიანმა , ომარ ხუხუამ და სხვებმა, წარმოადგინეს საინტერესო თემები
კბილების სიჯანსაღესა და პირის ღრუს მოვლის კულტურასთან დაკავშირებით.
მოწვეულმა სტუმრებმა, რუსთავის სტომატოლოგიური კლინიკის ექიმ-სტომატოლოგმა, სკოლის მშობელმა ქ- ნმა ნინო ჩადუნელმა და ამავე კლინიკის ექიმ -იმპლანტოლოგმა თინათინ ჩადუნელმა მოსწავლეებს მიაწოდეს ინფორმაცია პირის ღრუს , კბილების მოვლა --ჰიგიენა -გაფრთხილებასთან დაკავშირებით. უპასუხეს მოსწავლე მასწავლებლებისა და მშობლების მიერ დასმულ უამრავ შეკითხვას . და მისცეს სათანადო რჩევები მოსწავლეებს .
ამ მეტად პრაქტიკულ და სასარგებლო ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ამავე სკოლის არჩევითი საგნის "პირველადი სამედიცინო დახმარების "პედაგოგი ქ-ნი ნინო გიორგაძე .
დასასრულს კონფერენცია შეაჯამა სკოლის დირექტორმა ქ-ნმა ბელა ჯანგიძე-გოცირიძემ , რომელმაც მადლობა გადაუხადა როგორც მოწვევულ სტუმრებს, ისე მონაწილე მოსწავლეებსა და კონფერენციის ხელმძღვანელს, ღონისძიების მაღალ დონეზე ჩატარებისთვის.

Address

გ. ნიკოლაძის 16ა
Rustavi
3700

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

0341241994

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სკოლა მზეკაბანი 2 / School Mzekabani 2 posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to სკოლა მზეკაბანი 2 / School Mzekabani 2:

Shortcuts

Share