კოლეჯი მოდუსი College Modus

კოლეჯი მოდუსი College Modus სსიპ კოლეჯი „მოდუსი“ ორ ქალაქში, რუსთავსა და მარნეულშია წარმოდგენილი

სსიპ კოლეჯი „მოდუსი“ ქვემო ქართლის რეგიონში მოქმედი ერთადერთი სახელმწიფო პროფესიული კოლეჯია, რომელიც ახორციელებს პროფესიულ სადიპლომო და სახელმწიფო სასერტიფიკატო კურსებს რუსთავსა და მარნეულში.

19/08/2026
👩‍🍳 გაიცანით კოლეჯ „მოდუსის“ კულინარიის ხელოვნების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი — სალომე ხაჩიძე, რომელი...
12/08/2026

👩‍🍳 გაიცანით კოლეჯ „მოდუსის“ კულინარიის ხელოვნების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი — სალომე ხაჩიძე, რომელიც კულინარიიის დაუფლების პარალელურად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის მეოთხე კურსზე სწავლობს.

✨ მისი ინტერესები ერთმანეთთან აკავშირებს ორ სრულიად განსხვავებულ, თუმცა საინტერესო სფეროს — ფსიქოლოგიასა და კულინარიას, რომელთა სინთეზითაც იგი საკუთარი პროფესიული და შემოქმედებითი შესაძლებლობების განვითარებას ისახავს მიზნად.

🌍 სალომეს პიროვნულ და პროფესიულ ჩამოყალიბებაში განსაკუთრებული როლი ითამაშა Erasmus+ პროგრამაში მონაწილეობამ, რამაც მას კომუნიკაციის, ადაპტაციისა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარები გამოუმუშავა. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში მიეცა შესაძლებლობა, საკუთარი ძალები მოხალისე მზარეულის როლში გამოეცადა, რამაც კულინარიის სამყაროს მიმართ მისი ინტერესი კიდევ უფრო გააღრმავა და მიზანდასახულობა შემატა.

💬 „ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე მიღებულმა ცოდნამ ადამიანების მოსმენისა და მათი საჭიროებების გაგების უნარი განმივითარა, რაც კულინარიაშიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. კოლეჯ „მოდუსში“ სწავლისას ვცდილობ, თეორიული ცოდნა პრაქტიკულ უნარებს დავუკავშირო და შემოქმედებითი ხედვა განვივითარო, რადგან ჩემთვის კერძის შექმნა მხოლოდ მომზადების პროცესი არ არის — ის ადამიანების მოლოდინების გამართლებასა და დიდ გუნდურ მუშაობას მოითხოვს“, — აღნიშნავს სალომე.

🚀 სამომავლოდ, სალომე გეგმავს აქტიურად ჩაერთოს სხვადასხვა საერთაშორისო პროექტში, შეისწავლოს მსოფლიოს კულინარიული კულტურები და მუდმივად იზრუნოს პროფესიულ ზრდაზე. მისი მთავარი და გრძელვადიანი მიზანია, შექმნას საკუთარი ბრენდი, სადაც ფსიქოლოგიისა და კულინარიის გაერთიანებით შეძლებს ადამიანებს შესთავაზოს არა მხოლოდ გამორჩეული გემოები, არამედ დადებით ემოციებთან დაკავშირებული, დაუვიწყარი გამოცდილება.

#კოლეჯიმოდუსი #პროფესიულიგანათლება #კულინარია #ფსიქოლოგია

🔸გაიცანით კოლეჯ „მოდუსის“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა "მოდის ტექნოლოგიისა და დიზაინის" მიმართულების კურსდამთავრე...
11/08/2026

🔸გაიცანით კოლეჯ „მოდუსის“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა "მოდის ტექნოლოგიისა და დიზაინის" მიმართულების კურსდამთავრებული თათა ბიჩნიგაური.

თათას დამთავრებული აქვს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი. პროფესიული საქმიანობის პარალელურად, საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზების მიზნით, მან სწავლა კოლეჯ „მოდუსში“ განაგრძო და მოდის დიზაინის მიმართულებით ცოდნის გაღრმავება და საკუთარი ბრენდის შექმნა მიზნად დაისახა.

სწავლის პროცესში, როგორც მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტმა, თათამ სტაჟირება ცნობილ ქართველ დიზაინერთან, თინათინ მაღალაშვილთან გაიარა. დღეს იგი წარმატებით მართავს საკუთარ ბრენდს — Spikalux-ს, რომელიც ბავშვის სამოსის დიზაინზეა ორიენტირებული. პარალელურად, თათა აქტიურად არის დაკავებული ხელოვნებით და მოზაიკის ტექნიკას ავითარებს.

მისი პროფესიული გამოცდილება ასევე მოიცავს „ჯორჯიან ფეშენ ვიკის“ (Georgian Fashion Week) გუნდთან თანამშრომლობას, სადაც მან უკვე ოთხი სეზონი გაატარა. კურსდამთავრებული სისტემატურად ზრუნავს პროფესიულ ზრდასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე.

იგი აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო პროექტში Rural Development through Youth Entrepreneurship - RDYE 2. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში მან საბაზისო მეწარმეობის ორდღიანი ინტენსიური კურსი გაიარა და საკუთარი საპროექტო განაცხადი წარადგინა.

🔸გაიცანით კოლეჯ „მოდუსის“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის  მსუბუქი ავტომობილის ძრავის შეკეთების სტუდენტი ირაკლი ბარ...
06/08/2026

🔸გაიცანით კოლეჯ „მოდუსის“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მსუბუქი ავტომობილის ძრავის შეკეთების სტუდენტი ირაკლი ბარათაშვილი.

ირაკლი ბარათაშვილმა უმაღლესი განათლება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კვების ბიოტექნოლოგიების მიმართულებით მიიღო, სადაც ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხი მოიპოვა. ამჟამად იგი ლუდის ქარხანა „არგოში“ მხარშავ ფერმენტატორად არის დასაქმებული. მიუხედავად აღნიშნული პროფესიული გამოცდილებისა, მისი ინტერესის მთავარ სფეროს საავტომობილო ინდუსტრია და ტექნიკა წარმოადგენს.

მოტოსახელოსნოში დასაქმების მცდელობისას, შესაბამისი პრაქტიკული ცოდნისა და გამოცდილების არქონის გამო, მან მიიღო გადაწყვეტილება, საავტომობილო მიმართულებას პროფესიულ დონეზე დაუფლებოდა. ამჟამად იგი განათლებას კოლეჯ „მოდუსში“ იღებს, კერძოდ კი თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ სახელოსნოში გადის თეორიულ და პრაქტიკულ მომზადებას, სადაც შექმნილია ყველა პირობა იმისათვის, რომ სტუდენტი სრულყოფილად დაეუფლოს არჩეულ სფეროს.

სასწავლო პროცესში ირაკლი ბარათაშვილი გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით. იგი აქტიურად არის ჩართული კოლეჯის მიერ ორგანიზებულ პროექტებში, შიდა კონფერენციებსა და Erasmus+ გაცვლით პროგრამებში. სამომავლოდ, იგი გეგმავს, საკუთარი პროფესიული საქმიანობა სრულად დაუკავშიროს საავტომობილო მიმართულებას.

პროგრამაზე სწავლის დასრულების შემდეგ, სამომავლოდ ირაკლი გეგმავს, დასაქმდეს საავტომობილო მიმართულებით და გახსნას საკუთარი სახელოსნო, სადაც შეძლებს მიღებული ცოდნისა და გამოცდილების სრულად რეალიზებას.

#კოლეჯიმოდუსი #პროფესიულიგანათლება #მსუბუქიავტომობილისძრავისშეკეთება

უფასო საგანმანათლებლო - შემოქმედებითი პროექტი  14 წლის და უფროსი ასაკის ნებისმიერ მსურველს"ArtEast-ArtWest“ ⤵️
06/08/2026

უფასო საგანმანათლებლო - შემოქმედებითი პროექტი
14 წლის და უფროსი ასაკის ნებისმიერ მსურველს
"ArtEast-ArtWest“ ⤵️

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო

🚀 კოლეჯ „მოდუსში" ახალმა ჯგუფმა გაიარა საბაზისო მეწარმეობის ორდღიანი ტრენინგი Rural Development through Youth Entreprene...
05/08/2026

🚀 კოლეჯ „მოდუსში" ახალმა ჯგუფმა გაიარა საბაზისო მეწარმეობის ორდღიანი ტრენინგი Rural Development through Youth Entrepreneurship - RDYE 2 -ის პროექტის ფარგლებში

რა არის შემდეგი?
📌 სამეწარმეო ბანაკი — ბიზნეს იდეების პრეაქსელერაცია;
🏆 გამარჯვებულების გამოვლენა;
💰 გრანტი - იდეის განსახორციელებლად;

#მოდუსი

🔈ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებისთვის საპრეტენზიო განაცხადების მიღება დაიწყო ⤵2...
05/08/2026

🔈ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებისთვის საპრეტენზიო განაცხადების მიღება დაიწყო ⤵

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებს, რომლებიც მიღებულ შეფასებას არ ეთანხმებიან, შესაძლებლობა აქვთ საპრეტენზიო განაცხადით მიმართონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს.

საპრეტენზიო განაცხადები მიიღება ელექტრონულად, ვებგვერდზე online.naec.ge 4 აგვისტოს 10:00 საათიდან 6 აგვისტოს 18:00 საათამდე.

დეტალურად: https://www.naec.ge/ #/ge/post/3681

🇬🇪 / 🇬🇧📌მილანური გამოცდილება და საერთაშორისო სტანდარტები კოლეჯ „მოდუსში“კოლეჯ „მოდუსის“ პროფესიულმა მასწავლებელმა ლიკა კ...
04/08/2026

🇬🇪 / 🇬🇧
📌მილანური გამოცდილება და საერთაშორისო სტანდარტები კოლეჯ „მოდუსში“

კოლეჯ „მოდუსის“ პროფესიულმა მასწავლებელმა ლიკა კვარაცხელიამ მილანში, იტალიური მოდის განათლების ცენტრში Istituto di Moda Burgo - ში, წარმატებით გაიარა მოდის დიზაინისა და კერვის 100-საათიანი ინტენსიური კურსი. აღნიშნული პროგრამა მიზნად ისსახავდა პედაგოგების პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებას და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

#სასწავლო პროცესი მოიცავდა მოდის ილუსტრაციას, კაფსულა კოლექციის შექმნას, თარგის აგებასა და მოდელირებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ესკიზის ტექნიკურ დამუშავებას, ქსოვილის ფაქტურის ვიზუალიზაციასა და პროფესიული კერვის თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისებას.

Istituto di Moda Burgo ცნობილია პრაქტიკაზე დაფუძნებული იტალიური მეთოდოლოგიითა და გავლენიანი მოდის სახლებით. ინსტიტუტის გამოცდილება სწავლების პროცესს განსაკუთრებულ ღირებულებას სძენს, რაც ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ევროპული მიდგომების დანერგვას უწყობს ხელს.

მიღებული ცოდნა კოლეჯ „მოდუსის“ სტუდენტებისთვის ახალი შესაძლებლობაა, გაეცნონ საერთაშორისო პრაქტიკას და განვითარდნენ. კოლეჯი აგრძელებს ძალისხმევას, რომ პროფესიული გამოცდილება საერთაშორისო ხედვას დაუკავშიროს და სტუდენტებს საუკეთესო პირობები შეუქმნას.

ვიზიტი ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ხელშეწყობით, პროფესიული უნარების განვითარების პროგრამების“ პროგრამის ფარგლებში. პროექტში მონაწილეობას 4 პროფესიული სასწავლები იღებდა.

📌 Milan Experience and International Standards at College Modus

Professional instructor Lika Kvaratskhelia of College Modus has successfully completed a 100-hour intensive professional course in fashion design and sewing in Milan, at Istituto di Moda Burgo, a prominent center of Italian fashion education. This program aimed to enhance educators' professional qualifications and introduce international standards.

The educational process included fashion illustration, the creation of a capsule collection, pattern making, and modeling. Special attention was devoted to the technical processing of sketches, the visualization of fabric textures, and the mastering of modern professional sewing technologies.

Istituto di Moda Burgo is renowned for its practice-based Italian methodology and influential fashion houses. The institute's experience adds exceptional value to the teaching process, contributing to the introduction of European approaches in the Georgian educational space.

The acquired knowledge is a new opportunity for College Modus students to familiarize themselves with international practice and develop. The college continues its efforts to connect professional experience with an international vision and provide the best conditions for its students.

The visit is carried out with the support of the Ministry of Education, Science and Youth of Georgia, within the framework of the "Professional Skills Development Programs." 4 vocational colleges participated in the project.

Address

4 Shartava Street
Rustavi
3700

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995577408734

Alerts

Be the first to know and let us send you an email when კოლეჯი მოდუსი College Modus posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to კოლეჯი მოდუსი College Modus:

Shortcuts

Share