რუსთავის მე-13 საჯარო სკოლა

  • Home
  • Georgia
  • Rustavi
  • რუსთავის მე-13 საჯარო სკოლა

რუსთავის მე-13 საჯარო სკოლა ქ. რუსთავის მე-13 საჯარო სკოლა

ქ. რუსთავის მე-13 საჯარო სკოლა დაარსდა 1967 წლის 1 სექტემბერს.
2014 წლის 12 სექტემბრიდან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით, მე-13 საჯარო სკოლის დირექტორია ლელა ქურდაძე.

🏫💕წარმატებული მეცამეტელები! „კინგსი“-ს ქართულის, ინგლისურისა და მათემატიკის ოლიმპიადაში მიღწეული წარმატებისთვის საზეიმო ...
29/09/2026

🏫💕წარმატებული მეცამეტელები!

„კინგსი“-ს ქართულის, ინგლისურისა და მათემატიკის ოლიმპიადაში მიღწეული წარმატებისთვის საზეიმო ვითარებაში დაჯილდოვდნენ მე-13 სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები🏅❤️⭐️

ანდრია თვარაძე- II ხარისხი- ინგლისური, III ა კლასი
ანამარია გაჩეჩილაძე- მათემატიკის ფინალისტი, III ა კლასი
ომერ მამედოვი- II ადგილი-მათემატიკა, III ა კლასი
თეკლა სარქისოვი- II ხარისხი, მათემატიკა; I ხარისხი-ქართული; III ბ კლასი
მარი კილაძე- III ხარისხი-მათემატიკა; III ბ კლასი
ჰავინ ახმედოვა- II ხარისხი-მათემატიკა, ქართული; III ბ კლასი
თამარი მჭედლიძე- II ხარისხი- ქართული; IV ა კლასი
ლილე დევდარიანი- I ხარისხი- ქართული; II ხარისხი- ინგლისური; IV ა კლასი
ბარბარე ჯანაშია- I ხარისხი-ქართული; III ხარისხი- ინგლისური; IV ა კლასი
ნატალია ქერდიყოშვილი- მათემატიკის ფინალისტი; IV ა კლასი
ლაშა ადამია- მათემატიკის ფინალისტი; IV ა კლასი
ალექსანდრე სარქისოვი- I ხარისხი- ქართული; III ხარისხი- ინგლისური; IV ბ კლასი
მათე მიქელაძე- მათემატიკის ფინალისტი; IV ბ კლასი
ელისაბედ კამბური- II ხარისხი-მათემატიკა; IV გ კლასი
ბარბარე ყორღანაშვილი- I ხარისხი- ქართული; IV გ კლასი
საბა საური- II ხარისხი-მათემატიკა; IV გ კლასი
ნიკოლოზ ზურაბიშვილი- I ხარისხი-ინგლისური; V ა კლასი
ელენე გოდერძიშვილი- I ხარისხი-ინგლისური; V ა კლასი
ანდრია ღონღაძე- III ხარისხი-ინგლისური; V ა კლასი
თათია თედეიშვილი- I ხარისხი-ინგლისური; მათემატიკის ფინალისტი; V ბ კლასი
ანამარია ექსეულიძე- II ხარისხი- ინგლისური; V ბ კლასი
გიორგი ხათაშვილი- II ხარისხი- ინგლისური, მათემატიკა; I ხარისხი- ქართული; V ბ კლასი
ლილე კიკოლაიშვილი- I ხარისხი- ინგლისური, ქართული; V ბ კლასი
მარიამ ტატუნაშვილი-III ხარისხი- ინგლისური; V ბ კლასი
მირიან ქოთუაშვილი-მათემატიკის ფინალისტი; V ბ კლასი
ლუკა სამხარაძე- II ხარისხი- ინგლისური; V ბ კლასი
ბარბარე ბარბაქაძე- I ხარისხი- ინგლისური; II ხარისხი- ქართული; V ბ კლასი
გურამი ყურაშვილი- II ხარისხი-მათემატიკა; VI ა კლასი
ნინო მაისურაძე- III ხარისხი- ინგლისური; VI ა კლასი
მაქსიმე მამედოვი- ინგლისურის ფინალისტი; VI ა კლასი
ნინო ოქროპირიძე- I ხარისხი-ინგლისური; VI ბ კლასი
ელენე შენგელია- I ხარისხი-ინგლისური; VI ბ კლასი
ლუკა ბერიკაშვილი-II ხარისხი-ინგლისური; I ხარისხი- ქართული; VII ბ კლასი
ანდრია ალთუნაშვილი-I ხარისხი-ინგლისური; VII ბ კლასი
დემნა ცოტნიაშვილი-მათემატიკის ფინალისტი; VIII ა კლასი
ნია კვიცინაძე-II ხარისხი- ქართული; VIII ა კლასი

ვულოცავთ მე-13 სკოლის მოსწავლეებს ამ წარმატებას და ვუსურვებთ კიდევ უფრო მეტ წინსვლას მომავალში!📚⭐️❤️🏅💫

🌟  მე-13 სკოლის მოსწავლეების საინტერესო და შემეცნებითი ვიზიტი რუსთავის ახალგაზრდობის სასახლეში!💕🏫ჩვენი სკოლის IXა, IXბ დ...
25/09/2026

🌟 მე-13 სკოლის მოსწავლეების საინტერესო და შემეცნებითი ვიზიტი რუსთავის ახალგაზრდობის სასახლეში!💕🏫

ჩვენი სკოლის IXა, IXბ და X კლასის მოსწავლეები, დამრიგებლებთან - მაია მჭედლიშვილთან, ნინო შაშიაშვილთან და თამარ მაისურაძესთან ერთად, ქალაქ რუსთავის ახალგაზრდობის სასახლეს ესტუმრნენ. ✨

📍 ახალგაზრდობის სასახლეში მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ სხვადასხვა საგანმანათლებლო, შემოქმედებით და არაფორმალური განათლების პროგრამებს, კლუბებსა და საინტერესო აქტივობებს.

შეხვედრის ფარგლებში მათ მიიღეს ინფორმაცია სასახლეში მოქმედი კლუბების შესახებ:

🎨 🖌️ ხატვის კლუბი
🧑‍🎨 თავისუფალი სახელოსნო
🖼️ სამხატვრო ოსტატობა
♟️ ჭადრაკის კლუბი
🤖 რობოტექნიკისა და STEAM-ის კლუბი

განსაკუთრებით საინტერესო იყო დაგეგმილი ვორქშოფების შესახებ ინფორმაციის გაცნობა, რაც მოსწავლეებს საშუალებას მისცემს, კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთონ სასახლის საგანმანათლებლო და შემოქმედებით ცხოვრებაში. 🌈 💫

❤️ მადლობა რუსთავის ახალგაზრდობის სასახლეს საინტერესო შეხვედრისა და ჩვენი მოსწავლეებისთვის ახალი შესაძლებლობების გაცნობისთვის! 🌟📚

#სკოლა13
#რუსთავი
#ახალგაზრდობისსასახლე

⚽ სასკოლო სპორტის კვირეული გრძელდება! 📅 23 სექტემბერს ქალაქ რუსთავის N13 საჯარო სკოლაში სასკოლო სპორტის კვირეულის ფარგლე...
25/09/2026

⚽ სასკოლო სპორტის კვირეული გრძელდება!

📅 23 სექტემბერს ქალაქ რუსთავის N13 საჯარო სკოლაში სასკოლო სპორტის კვირეულის ფარგლებში გაიმართა მინი ფეხბურთისა და ფრენბურთის შიდასასკოლო თამაშები.

⚽ სპორტულ შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ VI, VII, VIII, IX და X კლასის მოსწავლეები, რომლებმაც მონდომება და გუნდური სულისკვეთება გამოავლინეს.

მინი ფეხბურთმა და ფრენბურთმა მოსწავლეებს შესაძლებლობა მისცა, გამოეცადათ საკუთარი შესაძლებლობები, ეჩვენებინათ სპორტული უნარები და, რაც მთავარია, ერთად გაეტარებინათ აქტიური და საინტერესო დღე. 💪⚽

სპორტი აერთიანებს! 🤝
ვაგრძელებთ სასკოლო სპორტის კვირეულს აქტიურად, მხიარულად და სპორტული შემართებით! 🏆

სპორტის მასწავლებლები:
ნინო შანიძე
ნინო მაჭარაშვილი-კაციაშვილი

#სკოლა13
#სასკოლოსპორტისკვირეული

🏃‍♀️🏃‍♂️🏀 სასკოლო სპორტის კვირეული -  დღე პირველი!ქალაქ რუსთავის N13 საჯარო სკოლა აქტიურად შეუერთდა სასკოლო სპორტის კვირ...
25/09/2026

🏃‍♀️🏃‍♂️🏀 სასკოლო სპორტის კვირეული - დღე პირველი!

ქალაქ რუსთავის N13 საჯარო სკოლა აქტიურად შეუერთდა სასკოლო სპორტის კვირეულს, რომელიც 21-26 სექტემბრის განმავლობაში იმართება.

📅 22 სექტემბერს ჩვენს სკოლაში ჩატარდა შიდასასკოლო სპორტული აქტივობები:
🎯 მხიარული სტარტები
🏀 კალათბურთი 3x3

სპორტულ აქტივობებში მონაწილეობდნენ VI, VII, VIII, IX და X კლასის მოსწავლეები.

მოსწავლეებმა საკუთარი ძალები, სისწრაფე, მოხერხებულობა, გუნდურობა და სპორტული შემართება გამოავლინეს. 🤝💪

სასკოლო სპორტის კვირეული კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ სპორტი არის არა მხოლოდ შეჯიბრება, არამედ მეგობრობა, გუნდურობა, ჯანსაღი ცხოვრების წესი და ერთმანეთის მხარდაჭერა! ❤️

🏆 ვულოცავთ ყველა მონაწილეს და მადლობას ვუხდით სპორტის მასწავლებლებს - ნინო მაჭარაშვილსა და ნინო შანიძეს ღონისძიების ორგანიზებისთვის!

#სკოლა13
#სასკოლოსპორტისკვირეული #ევროპისსასკოლოსპორტისდღე

15 სექტემბერი სწავლის დაწყების დღეა 🔔📚❤️ხვალ, 15 სექტემბერს, ჩვენი მე-13 სკოლა ისევ ბავშვების ჟრიამულით აივსება! 📚🌸ახალ ...
14/09/2026

15 სექტემბერი სწავლის დაწყების დღეა 🔔📚❤️

ხვალ, 15 სექტემბერს, ჩვენი მე-13 სკოლა ისევ ბავშვების ჟრიამულით აივსება! 📚🌸

ახალ სასწავლო წელს ახალი ცოდნა, მეგობრობა, წარმატებების სიხარული და თავგადასავლებით სავსე დღეები გველოდება 🎊✨️🔍📖🎓

დილის 9 საათზე, სკოლის ეზოში გაიმართება საზეიმო გახსნის ცერემონია, სადაც ერთად შევხვდებით მონატრებულ მოსწავლეებს, მშობლებსა და მასწავლებლებს.

გისურვებთ წარმატებებით სავსე სასწავლო წელს! 💛

გელოდებით ყველა მეცამეტელს 🍂📖

#სკოლა13

💃 იცეკვე ქართული! იცხოვრე ქართული სულით! 🇬🇪სსიპ ქალაქ რუსთავის №13 საჯარო სკოლაში ფუნქციონირებს ქართული ხალხური ცეკვების...
13/09/2026

💃 იცეკვე ქართული! იცხოვრე ქართული სულით! 🇬🇪

სსიპ ქალაქ რუსთავის №13 საჯარო სკოლაში ფუნქციონირებს ქართული ხალხური ცეკვების წრე „მერანი“ - ადგილი, სადაც ქართული კულტურა, მუსიკა, მოძრაობა და ბავშვების ენერგია ერთიანდება.

✨ წრეზე ბავშვები:
• შეისწავლიან ქართულ ხალხურ ცეკვებს;
• განივითარებენ პლასტიკას, რიტმის შეგრძნებასა და დისციპლინას;
• გაიცნობენ და შეიყვარებენ ქართულ კულტურას;
• შეიძენენ ახალ მეგობრებს და სცენაზე თავდაჯერებულობას.

ქორეოგრაფი - გია სარდლიშვილი
📞 დეტალური ინფორმაციისთვის დარეკეთ: 593 528 703

🌿 **ღია კარის დღე პირველკლასელთა მშობლებისთვის** 🌿სკოლაში პირველი ნაბიჯი ბავშვისთვის ახალი დიდი თავგადასავალია, ხოლო მშო...
10/09/2026

🌿 **ღია კარის დღე პირველკლასელთა მშობლებისთვის** 🌿

სკოლაში პირველი ნაბიჯი ბავშვისთვის ახალი დიდი თავგადასავალია, ხოლო მშობლისთვის - მოლოდინების პერიოდი. 💛

📚 სწორედ ამიტომ, 11 სექტემბერს, 14:00 საათზე, სსიპ ქალაქ რუსთავის №13 საჯარო სკოლაში გაიმართება ღია კარის დღე პირველკლასელთა მშობლებისთვის.

მშობლებს შესაძლებლობა ექნებათ, გაიცნონ სკოლა, გაეცნონ სასწავლო გარემოსა და მნიშვნელოვან საკითხებს, დასვან მათთვის საინტერესო კითხვები და პირველი სასკოლო დღის დაწყებამდე კიდევ უფრო მშვიდად და თავდაჯერებულად შეხვდნენ ახალ ეტაპს.

შეხვედრას გაუძღვებიან პირველკლასელთა პედაგოგები:

👩‍🏫 მანანა მეტრეველი ❤️
👩‍🏫 ხათუნა ბანძელაძე ❤️

ასე რომ, პირველკლასელთა მშობლებო, გელოდებით მე-13 სკოლაში დიდი სიყვარულით 🌸

24/08/2026

პირველკლასელებისთვის სასკოლო ფორმის შეძენა 1-ელი სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

მშობლებს საქართველოს ყველა რეგიონში ექნებათ საშუალება, შეიძინონ სასკოლო ფორმა რეალიზაციის პუნქტებში ან ონლაინ, სპეციალურად შექმნილ ელექტრონულ პლატფორმაზე:

formebi.emis.ge

პლატფორმაზე მომხმარებელი ნახავს:

🔹 სასკოლო ფორმების მოდელებს, ზომებსა და ღირებულებას

🔹 რეალიზაციის პუნქტების ზუსტ მისამართებსა და საკონტაქტო ინფორმაციას

15 სექტემბრიდან ფორმების შეძენის შესაძლებლობა მშობლებს მხოლოდ ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით ექნებათ.

24/08/2026

Address

Rustavi

Opening Hours

Monday 09:00 - 17:00
Tuesday 09:00 - 17:00
Wednesday 09:00 - 17:00
Thursday 09:00 - 17:00
Friday 09:00 - 17:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when რუსთავის მე-13 საჯარო სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to რუსთავის მე-13 საჯარო სკოლა:

Shortcuts

Share

Category