15/07/2022
🎉 ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2022 - ის ფინალის პირველი 8 მონაწილე ეკოკლუბი გამოვლენილია. 💥
🦌 ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2022-ის ნახევარფინალური შეხვედრები დაიწყო. პირველ ნახევარფინალს 13 ივლისს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უმასპინძლა, სადაც ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და მცხეთა-მთიანეთის სკოლების ეკოკლუბელებმა წლის განმავლობაში განხორციელებული მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი და სოციალური აქტივობები წარადგინეს.
🎊 Პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაზე ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2022-ის ფინალურ ეტაპზე გადავიდნენ:
🔸 ლაფანაანთკარის საჯარო სკოლა, მცხეთა-მთიანეთი;
🔸 რუსთავის #18 საჯარო სკოლა, ქვემო ქართლი;
🔸 შულავერის საჯარო სკოლა, ქვემო ქართლი;
🔸 მარადისის საჯარო სკოლა, ქვემო ქართლი;
🔸 კასპის #3 საჯარო სკოლა, შიდა ქართლი;
🔸 ხიდისთავის საჯარო სკოლა, შიდა ქართლი;
🔸 ეშტიის #2 საჯარო სკოლა, სამცხე-ჯავახეთი;
🔸 ხეოთის საჯარო სკოლა, სამცხე-ჯავახეთი;
🎁 Ნახევარფინალში მონაწილე და სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულ სკოლებს CENN-მა, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მხარდაჭერით, სასაჩუქრე ნაკრები და სპეციალური პრიზები გადასცა. ასევე, სკოლებს სპეციალური პრიზები გადასცა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილმა, CENN-ის მიმდინარე პროექტმა - “EU4Youth: სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისთვის” და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ.
✍️ ნახევარფინალურ შეხვედრებზე ჟიურის წევრებს შორის იყვნენ ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ელჩი და წლის მასწავლებელი (2019) - ლადო აფხაზავა; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი - თამთა გრიგოლია; გაეროს ასოციაციის კომუნიკაციების ოფიცერი - მურო თალაკვაძე; გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის გარემოს საინფორმაციო სამსახურის მთავარი სპეციალისტი - ანა მანჯავიძე და ქალთა გაძლიერების ექსპერტი - ანა მოსიაშვილი.
☄ CENN განსაკუთრებულ მადლობას უხდის ნიკო კეცხოველის საკოლო პრემიის ყველა მონაწილე ეკოკლუბს გარემოსა და საზოგადოებისთვის განხორციელებული საქმინაობებისათვის. Თქვენ ნამდვილად მნიშვნელოვან როლს ასრულებთ ქვეყნის მდგრადი განვითარების პროცესში.
💫 Ასევე, წარმატებას ვუსურვებთ ყველა მომდევნო ნახევარფინალის მონაწილეს.
🚀 შევხვდებით შემდეგ ნახევარფინალურ ტურზე, თელავში💥
______
🦌 ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2015 წლიდან CENN-ის მიერ, პროექტის – ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის – ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება . კონკურსის თანაორგანიზატორები არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს პარლამენტი.