ქ.რუსთავი N28 საჯარო სკოლა

ქ.რუსთავი N28 საჯარო სკოლა საჯარო სკოლა

23/09/2026

✅საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების წესში ცვლილებები შევიდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების წესით გათვალისწინებული გარდამავალი პერიოდის 2027 წლის 1 იანვრამდე გაგრძელების შესახებ.

კერძოდ, წამყვან მასწავლებელს/სპეციალურ მასწავლებელს სქემით განსაზღვრული ფუნქციის შესრულების ვალდებულება მხოლოდ ერთ სკოლაში ექნება, ხოლო მენტორ მასწავლებელს/სპეციალურ მასწავლებელს — სამინისტროს მხოლოდ ერთი ტერიტორიული ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე. თუმცა 2027 წლის 1 იანვრამდე აღნიშნული პირები სტატუსის შესაბამის ფუნქციურ დანამატს მიიღებენ ყველა იმ საჯარო სკოლაში, რომელშიც დასაქმებულნი არიან წამყვან ან მენტორ მასწავლებლად/სპეციალურ მასწავლებლად.

ასევე 2027 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდა გარდამავალი პერიოდი იმ საკითხთან მიმართებითაც, რომლის მიხედვითაც ხდება მასწავლებლის შრომის ანაზღაურების ძველი და ახალი წესით დაანგარიშებული ოდენობების შედარება და შესაბამისი სხვაობის შევსება.
განახლებული წესით, დაწყებითი კლასების მასწავლებლებს, რომლებსაც I-IV კლასების კომბინირებულად სწავლების უფლება აქვთ მოპოვებული და დაწყებით საფეხურზე ასწავლიან ჭადრაკს ან საგანს „მე და საზოგადოება“, შრომის ანაზღაურება შესაბამისი წესით მიეცემათ.

https://mes.gov.ge/content.php?id=14940&lang=geo&csrt=5977792846393511463

08/09/2026

✅გამოქვეყნდა PISA-ს 2025 წლის კვლევის შედეგები, რომლის თანახმად 2022 წლის კვლევის შედეგებთან შედარებით, საქართველომ ყველა ძირითად სფეროში გააუმჯობესა მაჩვენებლები - მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში ბოლო ათწლეულის განმავლობაში მიღწეულია საუკეთესო შედეგი.

კვლევამ აჩვენა, რომ:

✔️საქართველო საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, მიღწევების გაუმჯობესების თვალსაზრისით, კვლევაში მონაწილე მსოფლიოს 91 ქვეყანას შორის რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს;

✔️ მიღწევების გლობალური კლების პირობებში, საქართველო ინარჩუნებს გაუმჯობესების სტაბილურ ტენდენციას და პოზიტიურ დინამიკას – საერთაშორისო ტენდენცია სამივე მიმართულებით შედეგების კლებაა, ამის საპირისპიროდ, ჩვენმა ქვეყანამ მიღწევები გააუმჯობესა;

✔️ შემცირდა დაბალი მიღწევების მქონე მოსწავლეთა წილი, რაც ნიშნავს, რომ წინა წლებთან შედარებით, 2025 წელს პროცენტულად ნაკლებმა მოსწავლემ მიიღო დაბალი შედეგი.

✔️ საქართველო დაბალი მიღწევების მოსწავლეთა მონაცემების გაუმჯობესების კუთხით 91 ქვეყანას შორის პირველ სამეულშია;

✔️ შემცირდა სხვაობა ქალაქისა და სოფლის სკოლების მოსწავლეთა მიღწევებს შორის, რაც თანასწორობის უზრუნველყოფის კუთხით ერთ-ერთი ფაქტორია. აქ აღსანიშნავია, რომ დაფიქსირდა საბუნებისმეტყველო და მათემატიკის სფეროებში სოფლის სკოლების მოსწავლეთა მიღწევების ზრდა;

✔️ საქართველოში მოსწავლის სოციალურ სტატუსს და მასთან კავშირში მყოფ ფაქტორებს, OECD ქვეყნებთან შედარებით, ნაკლები გავლენა აქვთ მოსწავლის მიღწევებზე, რაც ცალსახად პოზიტიური მაჩვენებელია. კერძოდ, საქართველოში, საერთაშორისო მაჩვენებელთან შედარებით, უფრო მაღალია „გამორჩეულ მოსწავლეთა“ წილი, რომლებიც, დაბალი სოციო-ეკონომიკური სტატუსის მიუხედავად, PISA-ს ტესტში მაღალ შედეგებს აჩვენებენ;

✔️ კვლევამ გამოავლინა, რომ მოსწავლეები პოზიტიურად აფასებენ სასწავლო გარემოს. გამოკითხვების შედეგების თანახმად, სასწავლო გარემოს – სკოლისადმი კუთვნილების, დისციპლინისა და ბულინგის დონის შეფასებებით, საქართველოს მაჩვენებლები საერთაშორისო საშუალოს უტოლდება ან აღემატება;

✔️ მოსწავლეები პოზიტიურად აფასებენ ქვეყანაში სოციალური მობილობის შანსებს;

✔️ 2022 წლის შედეგების თანახმად, პანდემიამ უარყოფითი გავლენა იქონია ქვეყნების მიღწევებზე, თუმცა საერთაშორისო ტენდენციისგან განსხვავებით, საქართველოს მაჩვენებლები არსებითად არ შეცვლილა. მხოლოდ არაარსებითად დაიკლო კითხვაში, რაც დღესდღეობით გლობალური ტრენდია;

2025 წელს შეფასების ძირითადი სფერო იყო საბუნებისმეტყველო მეცნიერებები. თუ შევხედავთ ქვეყნებისა და ეკონომიკების შედარებას, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მოსწავლეთა მიღწევის მაჩვენებლის მიხედვით, დავინახავთ, რომ საქართველოს ჩამორჩებიან ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა:

✔️ ბულგარეთი
✔️ მოლდოვა
✔️ ყაზახეთი
✔️ მალაიზია
✔️ კვიპროსი
✔️ ჩრდილოეთ მაკედონია
✔️ სომხეთი
✔️ აზერბაიჯანი
✔️ ბრაზილია
✔️ არგენტინა და სხვა.

აღსანიშნავია, რომ თუ წინა, 2022 წლის PISA-ს კვლევაში მონაწილეობდა მსოფლიოს 81 სახელმწიფო, 2025 წლის კვლევაში ქვეყნების რაოდენობა 91-მდე გაიზარდა, რაც საქართველოს მიღწევებს უფრო წარმოსაჩენს ხდის.

2025 წლის შეფასება რიგით მეცხრე ციკლია. PISA ყოველ სამ წელიწადში ერთხელ ტარდებოდა, 2025 წლიდან კი PISA-ს ციკლის ხანგრძლივობა 4 წლამდე გაიზარდა.

მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა (PISA) 2000 წლიდან ტარდება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ეგიდით. საქართველო PISA-ში პირველად 2010 წელს ჩაერთო.

PISA 15 წლის მოზარდების ზრდასრული ცხოვრების გამოწვევებისთვის მზაობას აფასებს. შეფასების ძირითად სფეროებია: კითხვა, მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები.

🌐კვლევის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:https://www.ncer.gov.ge/en/_files/ugd/53bb71_30ff38a79c9f4f05a23bc488675fbc5d.pdf

24/08/2026

პირველკლასელებისთვის სასკოლო ფორმის შეძენა 1-ელი სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

მშობლებს საქართველოს ყველა რეგიონში ექნებათ საშუალება, შეიძინონ სასკოლო ფორმა რეალიზაციის პუნქტებში ან ონლაინ, სპეციალურად შექმნილ ელექტრონულ პლატფორმაზე:

formebi.emis.ge

პლატფორმაზე მომხმარებელი ნახავს:

🔹 სასკოლო ფორმების მოდელებს, ზომებსა და ღირებულებას

🔹 რეალიზაციის პუნქტების ზუსტ მისამართებსა და საკონტაქტო ინფორმაციას

15 სექტემბრიდან ფორმების შეძენის შესაძლებლობა მშობლებს მხოლოდ ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით ექნებათ.

24/08/2026
24/08/2026

პირველკლასელების მშობლებს სასკოლო ფორმის შეძენის შესაძლებლობა პირველი სექტემბრიდან როგორც რეალიზაციის პუნქტებში, ასევე ონლაინ ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით – formebi.emis.ge – ექნებათ.

ვრცლად - https://www.rustavi2.ge/ka/news/361776

21/08/2026

სასკოლო ფორმების რეალიზაციის პუნქტები და ზუსტი მისამართები

📅 სამუშაო დღეები: ორშაბათიდან კვირა დღის ჩათვლით
🕒 სამუშაო საათები: 11:00 საათიდან 19:00 საათამდე

📍თბილისი

გლდანი-ნაძალადევი
• სსიპ ქალაქ თბილისის N79 საჯარო სკოლა
მისამართი: თბილისი, ანგია ბოჭორიშვილის ქ. N35
• სსიპ ქალაქ თბილისის N118 საჯარო სკოლა
მისამართი: თბილისი, ლიბანის ქ. N22
• სსიპ ქალაქ თბილისის N175 საჯარო სკოლა
მისამართი: თბილისი, მუხიანის მე-3 მ/რ, ნ.
• სსიპ ქალაქ თბილისის N138 საჯარო სკოლა
მისამართი: თბილისი, ლევან ჭოჭუას ქ. N36

დიდუბე-ჩუღურეთი
• სსიპ დიმიტრი უზნაძის სახელობის ქალაქ თბილისის N22 საჯარო სკოლა
მისამართი: ალიო მირცხულავას ქ. N4

ვაკე-საბურთალო
• სსიპ ქალაქ თბილისის N55 საჯარო სკოლა
მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის N38
• სსიპ ქალაქ თბილისის N126 საჯარო სკოლა
მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. N71
• სსიპ ქალაქ თბილისის N186 საჯარო სკოლა
მისამართი: თბილისი, დიდი დიღომი, იოანე პეტრიწის გამზირი 8ბ

ისანი-სამგორი
• სსიპ ქალაქ თბილისის №117 საჯარო სკოლა
მისამართი: თბილისი, თრიალეთის ქუჩა N7
• სსიპ ქალაქ თბილისის №127 საჯარო სკოლა
მისამართი: რუსთავის გზატკეცილი N18
• სსიპ აკაკი შანიძის სახელობის ქალაქ თბილისის №176 საჯარო სკოლა
მისამართი: ვარკეთილის მე-4 მ/რ მე-2 რიგი N1
• სსიპ გოგიტა კიკნაძის სახელობის ქალაქ თბილისის №182 საჯარო სკოლა
მისამართი: ვარკეთილი,ზ/პ, მე-2 მ/რ

ძველი თბილისი
• სსიპ გურამ რამიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N20 საჯარო სკოლა
მისამართი: თბილისი, ბროსეს N8
• სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის N51 საჯარო სკოლა
მისამართი: ქ. თბილისი, პ. მელიქიშვილის ქ. N2
• სსიპ მუნიციპალიტეტის შენობა, მდებარეობს რესურსცენტრის მიმდებარედ.
მისამართი: თბილისი, კიევის ქუჩა N2

📍აჭარა

ბათუმი
• სსიპ ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლა
მისამართი: ქ. ბათუმი, გრიბოედოვის ქ. N35
• სსიპ ქალაქ ბათუმის N20 საჯარო სკოლა
მისამართი: ქ. ბათუმი, მელიქიშვილის ქ.N125
• სსიპ ქალაქ ბათუმის N5 საჯარო სკოლა
მისამართი: ქ. ბათუმი, მაიაკოვსკის ქ. N56

ქობულეთი
• სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ქობულეთის N2 საჯარო სკოლა
მისამართი: ქობულეთი, რუსთაველის ქ.N136

ხელვაჩაური
• სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლა
მისამართი: სოფელი ხელვაჩაური

📍გურია

ლანჩხუთი
• სსიპ ქალაქ ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლა
მისამართი: ჟორდანიას ქუჩა N123

ოზურგეთი
• სსიპ ქალაქ ოზურგეთის N1 საჯარო სკოლა
მისამართი: ოზურგეთი, ე.ნინოშვილის ქ. N7

ჩოხატაური
• საგანმანათლებლო რესურსცენტრი
მისამართი: წერეთლის ქ. N2

📍იმერეთი

ქუთაისი
• სსიპ ქალაქ ქუთაისის N9 საჯარო სკოლა
მისამართი: ქუთაისი, თამარ მეფის ქუჩა №51
• სსიპ ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლა
მისამართი: ქუთაისი, ავტომშენებლის ქ. N22

ბაღდათი
• სსიპ ქალაქ ბაღდათის N2 საჯარო სკოლა
მისამართი: ბაღდათი, კახიანის ქ. N39

ვანი
• სსიპ ქალაქ ვანის N1 საჯარო სკოლა
მისამართი: სოლომონ II ქუჩა №11

ზესტაფონი
• სსიპ ქალაქ ზესტაფონის N2 საჯარო სკოლა
მისამართი: ზესტაფონი, წერეთლის ქ. N4

თერჯოლა
• სსიპ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის N1 საჯარო სკოლა
მისამართი: თერჯოლა, სოფელი ქვედა სიმონეთი

სამტრედია
• სსიპ ქალაქ სამტრედიის N1 საჯარო სკოლა
მისამართი: სამტრედია, 9 აპრილის ქ. N79

საჩხერე
• სსიპ შოთა რუსთაველის სახელობის ქალაქ საჩხერის #3 საჯარო სკოლა
მისამართი: საჩხერე, ვიქტორ ნოზაძის ქ. N19

ტყიბული
• სსიპ ქალაქ ტყიბულის N7 საჯარო სკოლა
მისამართი: ბრეგვაძის ქუჩა №14

ჭიათურა
• სსიპ ქალაქ ჭიათურის N4 საჯარო სკოლა
მისამართი: ჭიათურა, ნიკოპოლის ქუჩა №14,

ხონი
• სსიპ აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლა
მისამართი: ხონი, სოლომონ მეორის ქ. N4

📍კახეთი

თელავი
• სსიპ ქალაქ თელავის N7 საჯარო სკოლა
მისამართი: თელავი, ალაზნის გამზირი N22

ახმეტა
• სსიპ ქალაქ ახმეტის N 2 საჯარო სკოლა
მისამართი: ახმეტა, ყაზბეგის ქ. N35

გურჯაანის
• სსიპ ქალაქ გურჯაანის N3 საჯარო სკოლა
მისამართი: გურჯაანი, ექვთიმე თაყაიშვილის ქ.N15

დედოფლისწყარო
• სსიპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამრეკლოს საჯარო სკოლა
მისამართი: დედოფლისწყარო, სოფელი სამრეკლო

ლაგოდეხი
• სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ლაგოდეხის N1 საჯარო სკოლა
მისამართი: ლაგოდეხი, რუსთაველის ქ. N1

საგარეჯო
• სსიპ ქალაქ საგარეჯოს N2 საჯარო სკოლა
მისამართი: საგარეჯო, აღმაშენებლის ქ. N19

სიღნაღი
• სსიპ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლა
მისამართი: სიღნაღის მუნიციპალიტეტი, სოფ. საქობო, უნივერსიტეტის ქუჩა 70

ყვარელი
• სსიპ ქალაქ ყვარლის N2 საჯარო სკოლა
მისამართი: ყვარელი, მარჯანიშვილის ქ.N29

📍მცხეთა-მთიანეთი

მცხეთა
• სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკნის საჯარო სკოლა
მისამართი: მცხეთის მუნიციპალიტეტი სოფელი წილკანი, წილკნელის ქუჩა

დუშეთი
• სსიპ ქალაქ დუშეთის N2 საჯარო სკოლა
მისამართი: დუშეთი, დავით აღმაშენებლის ქ.N96

თიანეთი
• სსიპ მირზა გელოვანის სახელობის დაბა თიანეთის N1 საჯარო სკოლა
მისამართი: დაბა თიანეთი, რუსთაველის ქ. N 59

ყაზბეგი
• ყაზბეგის საგანმანათლებლო რესურსცენტრი
მისამართი: ყაზბეგი, ალ. ყაზბეგის ქ. N50

📍რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი

ამბროლაური
• სსიპ ქალაქ ამბროლაურის N1 საჯარო სკოლა
მისამართი: ამბროლაური, კობახიძის ქ. N9

ცაგერი
• სსიპ ქალაქ ცაგერის სპორტის სასახლე
მისამართი: ცაგერი, ასათიანის ქ. N6

📍სამეგრელო-ზემო სვანეთი

ზუგდიდი
• სსიპ ქალაქ ზუგდიდის N4 საჯარო სკოლა
მისამართი: ზუგდიდი, ცოტნე დადიანის ქ.N8

აბაშა
• სსიპ ქალაქ აბაშის ნოღოხაშის საჯარო სკოლა
მისამართი: აბაშა, შუბლაძის ქ. N23

მარტვილი
• სსიპ ქალაქ მარტვილი N1 საჯარო სკოლა
მისამართი: მშვიდობის ქუჩა №11,

მესტია
• სსიპ მიხეილ ხერგიანის სახელობის დაბა მესტიის N2 საჯარო სკოლა
მისამართი: დაბა მესტია, დავით აღმაშენებლის ქ.N25

სენაკი
• სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრი
მისამართი: სენაკი, ცოტნე დადიანის ქ. N7

ფოთი
• სსიპ ნიკო ნიკოლაძის სახელობის ქალაქ ფოთის N2 საჯარო სკოლა
მისამართი: ფოთი, ნინო ჟვანიას ქუჩა. N9

ჩხოროწყუ
• სსიპ ვახტანგ ფირცხელავას სახელობის ქალაქ ჩხოროწყუს N2 საჯარო სკოლა
მისამართი: გობეჩიას ქუჩა №3

წალენჯიხა
• წალენჯიხის საგანმანათლებლო რესურსცენტრი
მისამართი: წალენჯიხა, სალიას ქ. N3

📍სამცხე-ჯავახეთი

ახალქალაქი
• სსიპ ქალაქ ახალქალაქის N4 საჯარო სკოლა
მისამართი: ახალქალაქი, აღმაშენებლის ქ. N3

ადიგენი
• სსიპ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურის საჯარო სკოლა
მისამართი: ადიგენის მუნიციპალიტეტი, სოფელი ბოლაჯური

ასპინძა
• სსიპ დაბა ასპინძის საჯარო სკოლა
მისამართი: ასპინძა, რუსთაველის ქ.N7

ახალციხე
• სსიპ ქალაქ ახალციხის N5 საჯარო სკოლა
მისამართი: ახალციხე, ფარნავაზ მეფის ქ. N6

ბორჯომი
• სავაჭრო ობიექტი
მისამართი: ბორჯომი, მესხეთის ქ N6

ნინოწმინდა
• სსიპ ქალაქ ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლა
მისამართი: ნინოწმინდა, ჰოვსეფიანის ქ. N16

📍ქვემო ქართლი

რუსთავი
• სსიპ ქალაქ რუსთავის N7 საჯარო სკოლა
მისამართი: რუსთავი, მაჩაბლის ქ. N3
• სსიპ ქალაქ რუსთავის N18 საჯარო სკოლა
მისამართი: რუსთავი, მელიქიშვილის ქ. N7

ბოლნისი
• სსიპ ქალაქ ბოლნისის N3 საჯარო სკოლა
მისამართი: ბოლნისი, აღმაშენებლის ქ. N13

გარდაბანი
• სსიპ ლევან დევდარიანის სახელობის ქალაქ გარდაბნის N1 საჯარო სკოლა
მისამართი: გარდაბანი, აღმაშენებლის ქ. N24

დმანისი
• სსიპ ქალაქ დმანისის N2 საჯარო სკოლა
მისამართი: გოგებაშვილის ქ. N18

თეთრიწყარო
• სსიპ ქალაქ თეთრიწყაროს N2 საჯარო სკოლა
მისამართი: თეთრიწყარო, დიდგორის ქ. N8

მარნეული
• სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარის საჯარო სკოლა
მისამართი: მარნეულის მუნიციპალიტეტი, სოფელი ჯანდარა
• სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის N2 საჯარო სკოლა
მისამართი: მარნეულის მუნიციპალიტეტი, სოფელი შულავერი

წალკა
• სსიპ ქალაქ წალკის N1 საჯარო სკოლა
მისამართი: წალკა, ჭელიძის ქ. N53

📍შიდა ქართლი

გორი
• სსიპ ქალაქ გორის N12 საჯარო სკოლა
მისამართი: გორი, ნინოშვილის ქ. N54

კასპი
• ყოფილი საჯარო რეესტრის შენობა
მისამართი: კასპი, აღმაშენებლის გამზირი ქ. N20

ქარელი
• სსიპ ქალაქ ქარელის N1 საჯარო სკოლა
მისამართი: ქარელი, 26 მაისის ქ.N1

ხაშური
• სსიპ ქალაქ ხაშურის N1 საჯარო სკოლა
მისამართი: ხაშური, ტაბიძის ქ. N22

20/08/2026

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესის გარკვეული მოთხოვნების ამოქმედების 2027–2028 სასწავლო წლამდე გადავადების შესახებ.

მოგეხსენებათ, 2026–2027 სასწავლო წლიდან გაზრდილი საათობრივი ანაზღაურების მისაღებად მასწავლებელს უნდა ჰქონოდა იმ საგნის/საფეხურის სწავლების დადასტურებული კომპეტენცია, რომელსაც ასწავლის. აღნიშნული მოთხოვნის მიზანი იყო მასწავლებლის კვალიფიკაციისა და საგნობრივი დატვირთვის შესაბამისობის უზრუნველყოფა.

ახალი გადაწყვეტილების თანახმად, პედაგოგთა მხარდაჭერისა და სკოლებში სასწავლო პროცესის უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით, მოქმედ მასწავლებლებს დამატებით მიეცემათ გონივრული ვადა საკუთარი კომპეტენციის დასადასტურებლად - მათ საგნის ჩაბარება 2027–2028 სასწავლო წლის დაწყებამდე მოუწევთ.

🌐 იხილეთ ვრცლად:
https://mes.gov.ge/content.php?id=14860&lang=geo&csrt=18387535207194360294

Address

Rustavi

Telephone

0341 25 91 57

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ქ.რუსთავი N28 საჯარო სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to ქ.რუსთავი N28 საჯარო სკოლა:

Shortcuts

Share

Category