ცეროდენები (ასაკი 4-5 წელი):
ცეროდენები დაკავებულნი არიან შემეცნების საინტერესო გაკვეთილებით, რომლებიც სპეციალურად მათი ასაკისთვის ადაპტირებული მეთოდითაა შემუშავებული. დიდი ადგილი ეთმობა მათი მეტყველებისა და მოსმენის უნარის ჩამოყალიბებას, ასევე გარე სამყაროსა და საზოგადოებასთან კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესებას. მათთვის სახალისო პრინციპით ისწავლიან უცხო ენას, საბავშვო ლიტერატურას, გამოყენებით ხელოვნების და ხატვას. მეცადინეობები მდიდარი თვალსაჩინოებებითა და სამაგიდო თამაშებით ნამდვილი აღმოჩენა იქნება, რაც მათი წარმოსახვისა და განვითარებისთვის აუცილებელია. ხშირად ივლიან თეატრში, კინოსა და გამოფენებზე, ჩაერთვებიან ორნატის მიერ ორგანიზებულ შეხვედრებში საინტერესო ადამიანებთან. ჩვენთან ძალიან მზრუნველი და თბილი გარემოა. ორნატის კარი ყოველთვის ღიაა, ნებისმიერ მშობელს შეუძლია დაესწროს გაკვეთილს და დარწმუნდეს ჩვენი 10 წლიანი გამოცდილებისა და პატარებთან მუშაობის მეთოდის ეფექტურობაში.
მეცადინეობა ტარდება კვირაში 2-ჯერ, 3 საათის განმავლობაში. ყოველთვიური გადასახადი - 150 ლარი.
სასკოლო მომზადება (ასაკი 5-6 წელი) :
სასკოლო მომზადების პროგრამით ბავშვები გაივლიან ძირეულ წინა სასკოლო მომზადებას მათთვის შერჩეული სპეციალური პროგრამით. განუვითარდებათ მოტორიკის და დისციპლინის უნარები. ამ ასაკში მნიშვნელოვანია მეტყველების დახვეწა, ინფორმაციის აღქმისა და საკუთარი აზრის გადმოცემის შესაძლებლობებზე მუშაობა, ისევე როგორც მათი კომუნიკაცია გარემოსთან და ურთიერთობის ხელოვნება. ეს სპეციალურად შემუშავებული პროგრამაა და უმნიშვნელოვანესია წინასასკოლო ბავშვისთვის. ასევე მნიშველოვან ცოდნასა და პრაქტიკას მიიღებენ სახვით ხელოვნებაში. სახალისო მეთოდებით გაეცნობიან მსოფლიოს საოცრებებსა და საინტერესო მოვლენებს. მიიღებენ საბაზისო ცოდნას უცხო ენაში.
მეცადინეობა ტარდება კვირაში 2-ჯერ, 3 საათის განმავლობაში. ყოველთვიური გადასახადი - 150 ლარი.