გიმნაზიის სამოქალაქო კლუბი / Gymnazium Civil Club

  • Home
  • Georgia
  • Rustavi
  • გიმნაზიის სამოქალაქო კლუბი / Gymnazium Civil Club

გიმნაზიის სამოქალაქო კლუბი / Gymnazium Civil Club გიმნაზიის სამოქალაქო კლუბის ოფიციალური გვერდი

09/06/2025

X კლასელების მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ. 😊❤️

📬 საგან ხელოვნებასა და სამოქალაქო განათლებაში X კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს ინტეგრირებული პროექტები მდგრადი განვით...
09/06/2025

📬 საგან ხელოვნებასა და სამოქალაქო განათლებაში X კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს ინტეგრირებული პროექტები მდგრადი განვითარების სხვადასხვა მიზნების შესახებ. მათ მოამზადეს მრავალფეროვანი და შემოქმედებითი რესურსები (პოსტერები, სარეკომენდაციო პაკეტები, ფლაერები, ჩიტების სახლები და ა.შ.).

📚 მოსწავლეთა მიერ მომზადებული ნამუშევრებით შეიქმნა მცირე საგამოფენო სივრცე, რომელიც ხელს უწყობს ერთი მხრივ, მათი ნამუშევრების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას, მეორე მხრივ კი მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ ინფორმირებულობის დონის ამაღლებას.

💌 საგამოფენო ნამუშევრების შექმნაში მონაწილეობა მიიღო ყველა X კლასმა (Xა, Xბ, Xგ, Xდ). აღნიშნულ ღონისძიებასა და პროექტებს ხელმძღვანელობა გაუწია ხელოვნების მასწავლებელმა - ლალი მიქაძემ და სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა - ბაია ბოლქვაძემ.

📮4 ივნისს სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა ბაია ბოლქვაძემ სულაკაურის გამომცემლობის ერთ-ერთ ფილიალში ჩაატარა ღია გაკვე...
04/06/2025

📮4 ივნისს სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა ბაია ბოლქვაძემ სულაკაურის გამომცემლობის ერთ-ერთ ფილიალში ჩაატარა ღია გაკვეთილი ემოციების მართვის შესახებ X კლასელი მოსწავლეების მონაწილეობით.

🛎შეხვედრა რამდენიმე ნაწილად წარიმართა: მცირე დისკუსია ემოციების მართვისა და მასთან დაკავშირებული უნარ-ჩვევების შესახებ, თამაშები - ემოციების ამოცნობის, მათი გამოყენებისა და მართვის სტრატეგიების შესახებ, მოსწავლეთა მიერ მომზადებული იდეების შესახებ მინი პრეზენტაციები და პრაქტიკული მეთოდების გაზიარება.

👉გაკვეთილემა ხელი შეუწყო მოსწავლეებში ინფორმირებულობის დონის ამაღლებასა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას ემოციების მართვასთან დაკავშირებით.

📥 ბაია ბოლქვაძემ რომელიც გლობალური სკოლების პროგრამის ადვოკატია განხორციელა სამუშაო შეხვედრა მდგრადი განვითარების მიზნებ...
07/05/2025

📥 ბაია ბოლქვაძემ რომელიც გლობალური სკოლების პროგრამის ადვოკატია განხორციელა სამუშაო შეხვედრა მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ.

🔍აღნიშნული ღონისძიების მიზანი მასწავლებლებში ინფორმირებულობის დონის ამაღლება იყო სწავლა-სწავლების პროცესში მდგრადი განვითარების მიზნების ინტეგირების ეფექტური მექანიზმების შესახებ. შეხვედრა მოიცავდა, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს. მას დაესწრო სხვადასხვა კათედრების წარმომადგენლები, რამაც სამუშაო პროცესი კიდევ უფრო კომპლექსური და ეფექტური გახადა.


📚სამუშაო შეხვედრის შედეგად მასწავლებლები გაეცნენ სხვადასხვა მეთოდებს, ინფორმაციას, რესურსებს, რომლებიც მათ ხელს შეუწყობს გამოცდილების გამრავალფეროვნებასა და ინტეგრირებული აქტივობების/პროექტების განხორციელებაში მდგრადი განვითარების მიზნების გარშემო.

📍29 აპრილს,მე-7 კლასის მოსწვლეებთან ჩატარდა შიდა სასკოლო ოლიმპიადა მოქალაქეობაში,პროექტი გულისხმობდა გუნდურ ინტელექტუალუ...
30/04/2025

📍29 აპრილს,მე-7 კლასის მოსწვლეებთან ჩატარდა შიდა სასკოლო ოლიმპიადა მოქალაქეობაში,პროექტი გულისხმობდა გუნდურ ინტელექტუალურ თამაშსს სკოლის მოსწავლეთათვის.თემატიკა იყო სოციალური მეცნიერებები და შეკითხვები დაფუძნებული იყო , როგორც თეორიულ მასალაზე ასევე ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარზე.გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი,რომელსაც გადაეცა სიგელი.

📩 16 აპრილს,მე-7ბ კლასი (კლასის ხელმძღვანელი-თინათინ თავზარაშვილი) ესტუმრა ქალაქ რუსთავის სახანძრო-სამაშველო სამსახურს. ...
30/04/2025

📩 16 აპრილს,მე-7ბ კლასი (კლასის ხელმძღვანელი-თინათინ თავზარაშვილი) ესტუმრა ქალაქ რუსთავის სახანძრო-სამაშველო სამსახურს. მოსწავლეები გაეცნენ სერვისის მუშაობის სპეციფიკასა და დაათვალიერეს ინვენტარი. მეხანძრეთა ინიციატიცითა და ჩართულობით ჩაებნენ პრაქტიკულ სწავლებაში. შეხვედრა იყო შემეცნებითი,საინტერესო და ინტერაქციული. მადლობა რუსთავის სახანძრო-სამაშველო სამსახურს მასპინძლობისთვის.

🌎 მნიშვნელოვანია გვახსოვდეს და ვზრუნავდეთ პლანეტაზე, რომელზეც ვცხოვრობთ. სწორედ ამ იდეას მიეძღვნა 22 აპრილს დედამიწის დღ...
28/04/2025

🌎 მნიშვნელოვანია გვახსოვდეს და ვზრუნავდეთ პლანეტაზე, რომელზეც ვცხოვრობთ. სწორედ ამ იდეას მიეძღვნა 22 აპრილს დედამიწის დღესთან დაკავშირებული ნაშრომები. მოსწავლეებმა ემპათიის უნარის გამოყენებით, წარმოიდგინეს თავი დედამიწის ადგილას და აალაპარეკს ის. IX და X კლასებში მათ შექმნეს ძალიან შემოქმედებითი და მრავალფეროვანი პროდუქტები (ლექსი, პოსტერი, ჩანახატი, ინტერვიუ დედამიწასთან, ესეი), რომლებიც გამოხატავს დედამიწის წუხილს, მდგომარეობას, აღწერს თითოეული ჩვენგანის როლს და პასუხისმგებლობის მის მიმართ და ა.შ.

📍აღნიშნულმა აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეებში ემპათიის უნარის გააქტიურებასა და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილების მიღების უნარის გაუმჯობესებას.

🌍 22 აპრილი — დედამიწის საერთაშორისო დღე!ამ მნიშვნელოვან დღესთან დაკავშირებით ქალაქ რუსთავის N24 ქართულ გიმნაზიაში, 10გ ...
26/04/2025

🌍 22 აპრილი — დედამიწის საერთაშორისო დღე!

ამ მნიშვნელოვან დღესთან დაკავშირებით ქალაქ რუსთავის N24 ქართულ გიმნაზიაში, 10გ კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს პრეზენტაცია, სადაც ისაუბრეს ბუნებრივი რესურსების სწორად გამოყენების მნიშვნელობაზე და გარემოს დაცვის საჭიროებაზე.

🪐 ყველა ჩვენგანი ამ პლანეტის მცხოვრებია და ყველას გვაქვს პასუხისმგებლობა მის წინაშე. ყოველდღე ვიყენებთ წყალს, ელექტროენერგიას, ვჭამთ, ვმოგზაურობთ, ვყიდულობთ ნივთებს — მაგრამ იშვიათად ვფიქრობთ, როგორ მოქმედებს ეს ყველაფერი დედამიწაზე.

🤍 ჩვენი ყოველდღიური არჩევანი ქმნის ან ანგრევს მომავალს. გამოვიყენოთ რესურსები გონივრულად — არა მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობისთვის, არამედ მთელი პლანეტის მომავლისთვის.
🌍🤍

🔔21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა,ქალაქ რუსთავის მედეათეკაში ,საგანმანათლებლო -სარეაბილიტაციო ცენტრ ,,კესანეს ‘’მი...
25/03/2025

🔔21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა,ქალაქ რუსთავის მედეათეკაში ,საგანმანათლებლო -სარეაბილიტაციო ცენტრ ,,კესანეს ‘’მიერ ცნობიერების ამაღლების მიზნით მოეწყო საინფორმაციო შეხვედრა ,რომელსაც ესწრებოდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის N24 ქართული გიმნაზიის, როგორც საბაზო ასევე საშუალო საფეხურის მოსწავლეები.მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ ცენტრის მიერ დაგეგმილ სხვადასხვა აქტივობებში ,დასვეს მნიშვნელოვანი კითხვები და მიიღეს ამომწურავი პასუხები.

🗓️18 მარტი ნარჩენების გადამუშავების მსოფლიო დღეა,ამ დღესთან დაკავშირებით  ცნობიერების ამაღელბის მიზნით მე-6 კლასის მოსწა...
25/03/2025

🗓️18 მარტი ნარჩენების გადამუშავების მსოფლიო დღეა,ამ დღესთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღელბის მიზნით მე-6 კლასის მოსწავლეებთან მოეწყო საინფორმაციო შეხვედრა,მოსწავლეებმა პრეზენტაციის ბოლოს ააგეს რეკომენდაციების ხე,სადაც გამოხატეს თავიანთი მოსაზრებები ნარჩენების გადამუშავებისა და მართვის შესახებ.

🏫ამ დღესთან დაკავშირებით ასევე დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა შეაგროვეს მაკულატურა,პოლიეთილენის ბოთლები და ელემენტები,ხოლო საბაზო საფეხურის ,მე-7კლასის მოსწავლეებმა დაასუფთავეს სკოლის ,როგორც შიდა ასევე გარე ეზო.

🔊მდგრადი განვითარების მიზნების უკეთ გააზრებისა და დამახსოვრების მიზნით IX და X კლასის მოსწავლეებს ჩაუტარდათ თამაში. თითო...
25/03/2025

🔊მდგრადი განვითარების მიზნების უკეთ გააზრებისა და დამახსოვრების მიზნით IX და X კლასის მოსწავლეებს ჩაუტარდათ თამაში. თითოეულ კლასში მოსწავლეები განაწილდნენ 5-5 ჯგუფად. გუნდებს გადაეცათ 34 ბარათი, 17 მათგანზე წარმოდგენილი იყო მდგრადი განვითარების მიზანი, 17-ზე კი შესაბამისი ფოტო. თამაშის მთავარი ამოცანა იყო მოსწავლეებს ეპოვათ და დაეწყვილებინათ მდგრადი განვითარების მიზანი და მისი შესატყვისი ფოტო.

📍თამაში წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში, რის შედეგადაც მოსწავლეებმა შეძლეს თითოეული მიზნის უკეთ დამახსოვრება და გააზრება.

Address

Rustavi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when გიმნაზიის სამოქალაქო კლუბი / Gymnazium Civil Club posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to გიმნაზიის სამოქალაქო კლუბი / Gymnazium Civil Club:

Shortcuts

Share

Category