08/10/2014
ჯონ როკფელერი - “კომუნიკაციების ცოდნა არის უნარი, რომელიც შეიძლება გაიყიდოს, როგორც ჩაი ან ყავა, მე მასში გადავიხდიდი უფრო მეტ ფულს, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ პროდუქტში”
21 ოქტომბრიდან რუსთავში!
ყველაზე მოთხოვნადი ტრენინგ-კურსი!
კომუნიკაციის ფსიქოლოგია და მოლაპარაკების ხელოვნება!
ტრენინგის თემატიკა:
1. კომუნიკაცია /ურთიერთობა/ ყველაზე დიდი კაპიტალი-ურთიეთობების ნორმები, ეტიკეტი, ადამიანის ტიპოლოგია, პიროვნების ფსიქოლოგიურ-კომუნიკაციური პოტენციალი; სტერეოტიპები და არქეტიპები, ,,მე’’-ს ფორმირებები, როლთა თამაში, პიროვნული და სოციალური ,,მე“.
2. იმიჯი, იმიჯის ფორმირება და ტექნოლოგია-იმიჯის სახეები, იმიჯი და რეპუტაცია, სოციალური როლები და იმიჯი, თვითპრეზენტაცია, პერსონალური და კორპორატიული იმიჯი.
3. ვერბალური კომუნიკაცია - ვერბალური კომუნიკაციის თავისებურებანი, ინფორმაციის მიღებისა და გადაცემის ტიპები; მეტყველების სტილი. მოსმენის ტექნოლოგიები, ეფექტური უკუკავშირის წესები.
4. არავერბალური კომუნიკაცია, სხეულის ენა/Body language/-არავერბალური კომუნიკაციის ბუნება და ტიპოლოგია; ზონები და დისტანციები, სივრცული გარემოს ორგანიზება, სხეულის მოძრაობის ენა /ალან და ბარბარა პიზები/.
5. კომუნიკაციის სოციალურ-ფსიქოლოგიური ასპექტები-კომუნიკაციის ძირითადი ელემენტები, კომუნიკაციის სახეები და მოდელები, კომუნიკაციის ტაქტიკა და ტექნიკა.
6. ეფექტური კომუნიკაციის სტრატეგიები და ბარიერები-ტრანსაქტური ანალიზი, ურთიერთობების სტრატეგიები ერიკ ბერნის მიხედვით.
7. მოლაპარაკებების ხელოვნება-მოლაპარაკებების ორგანიზება და ფსიქოტექნოლოგია, მოლაპარაკებების სახეები და ფუნქციები.
8. მოლაპარაკებების ტაქტიკა, მოლაპარაკებების სტრატეგიები-საქმიანი საუბრის სტრუქტურა; საქმიანი მოლაპარაკებების პოზიციები; მოლაპარაკებების სტრატეგიები.
9. არგუმენტაციისა და დარწმუნების წესები - ძლიერი და სუსტი არგუმენტები; კონტრარგუმენტაცია, არგუმენტაციისა და დარწმუნების კანონები. გადაწყვეტილების მიღება და მათი ფსიქოტექნიკა.
10. მანიპულაციისა და სიცრუის ტექნოლოგია-მანიპულატორული როლები, მანიპულატორული სტრატეგიები, მანიპულაციის გამოცნობა და მისგან დაცვის სტრატეგიები; სიცრუე, როგორც ფსიქოლოგიური ფენომენი.
11. კრიზისები, კონფლიქტები და კომუნიკაცია-კრიზისისა და კონფლიქტის არსი; მედიაციის ინსტიტუტი, მხარეთა პოზიციები, ინტერესები, კომპრომისები, ინტერესთა კონფლიქტი და ინტერესთა შეჯერება.
12. საჯარო გამოსვლის ტექნოლოგია-ეფექტური პრეზენტაციის უნარ-ჩვევები,
მეტყველებითი ეთიკა, რიტორიკა, ორატორული ხელოვნება, დებატები, დისკუსიები, კარსტენ ბრედემაიერის სტრატეგიები.
13. მართვის ფსიქოლოგია, ლიდერობა-გუნდის მართვა და მოტივირება, ორგანიზაციული კომუნიკაციის ტექნოლოგია, ინდივიდუალური და კოლექტიური ფსიქოლოგია, მიბაძვის ფსიქოლოგია /ტარდი/.
14. კომუნიკაციის ეროვნული თავისებურებანი-ეთნოფსიქოლოგიური ფენომენი, კომუნიკაციის ეროვნული ხასიათი; მართვისა და მოლაპარაკებების დასავლური და აღმოსავლური კულტურები.
კურსის ხანგრძლივობა ორი თვე.
სწავლის საფასური 225 ლარი თვეში.
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი და თემატური დანართი.
ტრენინგები ჩატარდება კვირაში ორჯერ: სამშაბათს 18.00.სთ. შაბათს 12.00. სთ. იჩქარეთ! მსმენელთა რაოდენობა განსაზღვრულია.
ბიზნეს-ცენტრი ,,სასტუმრო რუსთავი“.
593 20 81 84; 574 48 88 87.