რუსთავის N4 საჯარო სკოლა

რუსთავის N4 საჯარო სკოლა ქ.რუსთავის N4 საჯარო სკოლის საინფორმაციო გვერდი.

9 ნოემბერს, მეოთხე საჯარო სკოლაში გაიმართა შემაჯამებელი შეხვედრა პროექტის "დემოკრატია იწყება სკოლაში". -----------------...
10/11/2023

9 ნოემბერს, მეოთხე საჯარო სკოლაში გაიმართა შემაჯამებელი შეხვედრა პროექტის "დემოკრატია იწყება სკოლაში".
----------------------------------------------------------------
ორგანიზაცია "helping hand"-თან თანამშრომლობის ფარგლებში მონაწილეები: მარიამ შევარდენიძე; დაჩი გაჩეჩილაძე; გიორგი ვაზაგაშვილი; ქეთა ალადაშვილი, აქტიურად მონაწილეობდნენ 3 დღიან ტრენინგებზე. სადაც რუსთვის მეოთხე სკოლას წარმოადგენდნენ, დეტალურად გაეცნენ მოხალისეობის ცნებას. აგრეთვე, გამოკვეთეს თემის პობლემები და გადაჭრის გზები. აარჩიეს მთავარი პრობლემა- ინფორმაციის ნაკლებობა და საუკეთსო გადაჭრის გზა, აქედან, მათ 2022 წელს სკოლის თვითმმართველობასთან ერთად დაგეგმეს და განახორციელეს პროექტები:

1. პ.ი.რ.ი - პრობლემა ინიციატივა რეკომენდაცია იდეა,
პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებს, მასწავლებლებს და მოხალისე მშობლებს ყუთში ანონიმურად ჩაეყარათ პ.ი.რ.ი. რომლის გახსნის შემდეგაც მეორე აქტივობაზე "მრგვალი მაგიდა" ხდებოდა განხილვა და პრობლემების გადაჭრის გზების მოძებნა. პროექტმა შესაძლებლობა მისცა მოსწავლეებს თავიანთი ინტერესების გათვალისწინების.

2. ურთიერთსწავლება- პროექტი ემსახურებოდა Junior მასწავლებლებს (10-11 კლასელებს), რომლებიც დაბალ კლასელებს სხვადასხვა საგნებში ეხმარებოდნენ. შექმნეს კლუბები რომლის მეშვეობითაც, შაბათ-კვირაობით მოსწავლეები დამატებით გაკვეთილებზე ერთმანეთს ასწავლიდნენ. ამით არამარტო სხვადასხვა საგნებში ნიშნებს იმაღლებდნენ არამედ ინვითარებდნენ კომუნიკაბელურობის უნარს.

3. ჩაატარეს დასკვნითი ღონისძიება, მოიწვიეს რუსთავის ცნობადი ორგანიზაციები. რომლებთან ერთადაც იმსჯელეს თემის მართვაში მოსახლეობის ჩართულობაზე. სკოლის 50 მოსწავლეს, 20 მშობელს და 10მდე მასწავლებელს აუმაღლეს ცნობიერება საკითხებზე როგორიცაა: გარემოს დაცვა, ვანდალიზმი, აქტიური მოქალაქეობა;

----------------------------------------------------------------

ა.წ. 9 ნოემბერს, მათ წარადგინეს პრეზენტაცია სადაც ისაუბრეს პროექტების მიზნებზე და შედეგებზე. ასევე 2023-2024 წლის თვითმართველობასთან ერთად ხელახლა შექმნეს პ.ი.რ.ი და 13 ნოემბრიდან ნებისმიერ მოსწავლეს და მასწავლებელს შეეძლება მონაწილეობა მიიღოს ამ პროექტში (პ.ს. მშობლებისთვის ცალკე აქტივობაა შემუშავებული ასევე 13 ნოემბრიდან დაიწყებს განხორციელებას).
-----------------------------------------------------------------

მადლობა გუნდს რომ არ დაიშურეს ენერგია და ძალისხმევა!
მადლობა 2022-2023 სასწავლო წლის თვითმმართველთა გუნდს გაწეული დახმარებისთვის!

სტატიის ავტორი: თეკლა თვალიაშვილი

Address

Rustavi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when რუსთავის N4 საჯარო სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category