SIQA სიქა

SIQA სიქა მეტი შეგიძლია, ვიდრე გგონია! Activities, projects, and programs implemented within NGO SIQA- Georgian Association of Educational Initiatives

გამგეობის თავჯდომარე:
გიორგი თვალიაშვილი
გამგეობის წევრები:
სალომე მინესაშვილი;
პავლე თვალიაშვილი;
გიორგი ლარცულიანი;
იოსებ შველიძე;

აღმასრულებელი დირექტორი;
ინგა პაიჭაძე

სიქას მოსწავლეთა დებატ-კლუბში მიღება გამოცხადდა!🚀🗯  თუ გინდა განივითარო ლიდერული უნარები, მსჯელობის და არგუმენტირებული კ...
04/09/2026

სიქას მოსწავლეთა დებატ-კლუბში მიღება გამოცხადდა!🚀

🗯 თუ გინდა განივითარო ლიდერული უნარები, მსჯელობის და არგუმენტირებული კამათი.
მაშინ შემოგვიერთდი დებატ-კლუბში!

დებატ-კლუბის წევრობა შეუძლია რუსთაველ მოსწავლეებს VII კლასიდან XI კლასის ჩათვლით. 🙋‍♂️🙋‍♀️

თუ გსურს:
✅განივითარო არგუმენტირებული მსჯელობა;
✅შეძლო ეფექტური საჯარო გამოსვლები;
✅მოახდინო კრიტიკული აზრის სწრაფად და გამართულად ჩამოყალიბება;
✅შეგეძლოს კითხვის სწორი და ადექვატური ფორმულირება;
✅შეგეძლოს აქტიური მოსმენა და შეძლო სხვებმა მოგისმინონ;
✅განივითარო ინფორმაციის დამუშავების და კვლევის საბაზისო უნარები;
✅გაიუმჯობესო ლიდერობის და გუნდურობის უნარი;
✅შეგეძლოს დროის მართვა;
✅აიმაღლო კამათის უნარ-ჩვევები - დებატების ორი ძირითადი ფორმატი შესწავლით რომელიც ამ ასაკობრივი ჯგუფის მოსწავლეებისთვის არის გათვლილი:
1. ფასეულობათა (ღირებულებითი) კარლ პოპერის სახელობის დებატები - სადაც კამათი მიმდინარეობს ორ გუნდს შორის კონკრეტულ აქტუალურ საკითხზე;
2. პოლიტიკური დებატები - სადაც გუნდი წარადგენს საკითხიდან გამომდინარე კონკრეტულ გეგმას, ოპონენტი გუნდი კი უპირისპირდება;
✅შეხვდე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს;
✅შეეჯიბრო სხვადასხვა ქალაქის თანატოლებს დებატების ტურნირებში და მოიგო პრიზები;
✅მონაწილეობა მიიღოს დებატების ეროვნულ ტურნირში 12-13 დეკემბერს, თბილისში.

მაშინ, შეავსე სიქას დებატების კლუბის სარეგისტრაციო ფორმა დღესვე
=> https://forms.gle/FzZ3vCWVCaTpMtKAA

შეხვედრები იქნება ყოველ შაბათს, 10:00-12:00 საათამდე, 26 სექტემბრიდან - 26 დეკემბრამდე.

მისამართი: რუსთავი, მეგობრობის 12/56, სიქას ოფისი.

ტრენინგებს გაუძღვებიან ტრენერი გიორგი თვალიაშვილი და მოხალისეები.

კლუბის წევრობა არის ფასიანი და შეადგენს ახალი წევრებისთვის თვეში 74 ლარს, სიქას აქტივობების მონაწილეებისთვის თვეში 64 ლარს, ასევე სიქა უზრუნველყოფს გარკვეული წევრების სრულ დაფინანსებასაც.🙏

კურსი აგებულია სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის და TEAM- განათლების და მართვის გუნდის წლების მანძილზე დაგორვებულ გამოცდილებაზე.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით
599 989 545; [email protected]

31 აგვისტოსა და 1 სექტემბერს SIQA სიქა-ში ახალგაზრდებმა სურსათის უვნებლობის შესახებ ბევრი ახალი და მნიშვნელოვანი რამ შეი...
04/09/2026

31 აგვისტოსა და 1 სექტემბერს SIQA სიქა-ში ახალგაზრდებმა სურსათის უვნებლობის შესახებ ბევრი ახალი და მნიშვნელოვანი რამ შეიტყვეს!

ვორკშოპების განმავლობაში:
• ვისაუბრეთ ეტიკეტის სწორად კითხვის მნიშვნელობაზე;
• გავეცანით ჯანმოს (WHO) სურსათის უვნებლობის 5 მთავარ გასაღებს;
• პრაქტიკულად ვიმუშავეთ და შევქმენით პროდუქტის საკუთარი ეტიკეტი;
• ბოლოს კი Kahoot ქვიზით შევეჯიბრეთ ერთმანეთს თემის საუკეთესოდ ათვისებაში! 🏆

✨ მადლობა მონაწილეებს ენერგიული, ხალისიანი და შემეცნებითი დღეებისთვის!

ახალგაზრდა ლიდერთა კლუბი - უნარები პროფესიული წარმატებისთვის გინდა გაიუმჯობესო პიროვნული და პროფესიული უნარები, რომელიც ...
02/09/2026

ახალგაზრდა ლიდერთა კლუბი - უნარები პროფესიული წარმატებისთვის

გინდა გაიუმჯობესო პიროვნული და პროფესიული უნარები, რომელიც დაგეხმარება საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობაში და კარიერულ ზრდაში?!

მაშინ შემოუერთდი სიქას და TEaM-ის ახალგაზრდა ლიდერთა კლუბს

ოღონდ უნდა:
> იყო 18 წლიდან 25 წლამდე;
> გქონდეს პოზიტიური ცვლილებების სურვილი;
> შეგეძლოს შაბათობით 16:00 საათიდან 19:00 საათამდე, რუსთავში, სიქას ოფისში ყოფნა;
> გაიარო შერჩევა და მოხვდე 20 რჩეულ ახალგაზრდაში.

ახალგაზრდა ლიდერთა კლუბი მოიცავს:
• დებატების ხელოვნების კურსს, ბრიტანული საპარალამენტო დებატები (კამათის უნარ-ჩვევები, აქტიური მოსმენა, კრიტიკული აზროვნება, არგუმენტირებული მსჯელობა, წერის კულტურა);
• პიროვნული განვითარების ასპექტებს - ანალიტიკური აზროვნება, ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია; CV–სა და მოტივაციის წერილის წერა;
• კონფლიქტების მართვის საფძვლებს;
• შემოქმედებითი აზროვნებას;
• ახალგაზრდული აქტივობების დაგეგმვა და განხორციელებას;
• ბიზნეს პროექტების წერას;
• გასვლით აქტივობებში, კონფერენციებში და ტრენინგებში მონაწილეობას;
• და სხვა მრავალ შესაძლებლობებს...

ახალგაზრდა ლიდერთა კლუბის მიზანია:
დაეხმაროს ახალგაზრდებს შეიძინონ საკუთარი ცხოვრების დაგეგმვის უნარი და გახდნენ მეტად თავდაჯერებულები; მიღებული ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე უკეთ მოახერხონ გარემოსთან ადაპტირება და გაეზარდოთ თვითრეალიზებისა და დასაქმების შანსები. დაეუფლებიან ბრიტანული ფორმატის დებატს, რომელიც პიროვნული განვითარების საუკეთესო საშუალებაა.
კლუბის აქტიურ წევრებს მიეცემათ საშუალება მონაწილეობა მიიღონ ERASMUS +-ის პროგრამებში, ასევე სხვა საერთაშორისო აქტივობებსა თუ ადგილობრივ ტრენინგ-კურსებში.

კლუბი დაიწყება - 19 სექტემბერს და 26 დეკემბრის ჩათვლით (ყოველ შაბათს, 16:00 - 19:00 სთ)

კლუბის წევრობა არის დაფინანსებული სიქას და TEaM-ის მიერ.

მონაწილეთა შერჩევა მოხდება ონლაინ სააპლიკაციო ფორმის საშუალებით, სულ შეირჩევა 20 ახალგაზრდა.

კლუბს გაუძღვებიან პავლე და გიორგი თვალიაშვილები, მოწვეული ტრენერებთან და ექსპერტებთან ერთად.

კლუბის კურსდამთავრებულები მიიღებენ სერტიფიკატებს და რეკომენდაციებს დამსაქმებლებთან ან საერთაშორისო პროგრამებში მონაწილეობისათვის.

განაცხადის შევსების ბოლო ვადაა 16 სექტემბერი > https://forms.gle/2EkzuytcwS9Bq9hc9

ახალგაზრდა ლიდერთა კლუბი წარმოადგენს სიქა – საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის საავტორო პროგრამას www.siqa.org.ge

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
გიორგი თვალიაშვილი 599 989 545; [email protected]

🍏 წარმატებით დასრულდა შეხვედრების კურსი ხანდაზმულებისთვის!🗓 31 აგვისტოს SIQA სიქა-ში ჩატარდა კურსის დასკვნითი შეხვედრა, ...
01/09/2026

🍏 წარმატებით დასრულდა შეხვედრების კურსი ხანდაზმულებისთვის!

🗓 31 აგვისტოს SIQA სიქა-ში ჩატარდა კურსის დასკვნითი შეხვედრა, რომელიც ჯანსაღ და უსაფრთხო კვებას ეძღვნებოდა. ამჯერად მონაწილეებთან ერთად განვიხილეთ საკვებით გამოწვეული ინფექციები და ინტოქსიკაციის პრევენცია.

💬 მონაწილეთა უკუკავშირი:
შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი პროექტები საუკეთესო შესაძლებლობაა როგორც ცნობიერების ასამაღლებლად, ასევე ახალი კონტაქტებისა და მეგობრული ურთიერთობების დასამყარებლად.

💙 „სიქა“ მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს უფროსი თაობის წარმომადგენლებისთვის საინტერესო და საჭირო აქტივობების შეთავაზებას.

🚀 „ბიზნესის ონლაინ ზრდისთვის“ - ტრენინგი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის წარმატებით ჩატარდა.5 და 6 აგვისტ...
30/08/2026

🚀 „ბიზნესის ონლაინ ზრდისთვის“ - ტრენინგი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის წარმატებით ჩატარდა.

5 და 6 აგვისტოს, სიქას ოფისში, 42 მეწარმესა და ბიზნესით დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ჰქონდა, პრაქტიკულად გაცნობოდა AI-ის, Canva-ს, ციფრული მარკეტინგის, ონლაინ გაყიდვებისა და უსაფრთხოების თანამედროვე ინსტრუმენტებს.

👩‍💻 ტრენინგს უძღვებოდა მარკეტინგის სპეციალისტი - Nino Loria

ტრენინგის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია:
🔹 როგორ გამოიყენონ AI და Canva სოციალური მედიის კონტენტის შესაქმნელად;
🔹 როგორ დაგეგმონ ეფექტური ონლაინ მარკეტინგი და გაზარდონ გაყიდვები;
🔹 როგორ მიიტანონ საკუთარი პროდუქტი და სერვისი უფრო მეტ მომხმარებლამდე;
🔹 როგორ დაიცვან სოციალური მედიის ანგარიშები და ონლაინ საქმიანობა.

🎁 მონაწილეებს გადაეცათ 4 პრაქტიკული ელექტრონული სახელმძღვანელო AI პრომპტებითა და მზა ინსტრუქციებით, ასევე ტრენინგის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

💬 მონაწილეების შეფასებებმა და ინტერესმა აჩვენა, რომ ასეთი პრაქტიკული ცოდნა მათთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით სასიხარულოა მათი სურვილი, მომავალშიც გაგრძელდეს მსგავსი აქტივობები.

🤝 აქტივობა განხორციელდა Mercy Corps-ის მხარდაჭერით, პროგრამის Safe Online • უსაფრთხო ონლაინი ფარგლებში.

🧩ღონისძიება ორგანიზებული იყო Giorgi Tvaliashvili მიერ.

#სიქა #უსაფრთხოონლაინი #მეწარმეები #მცირებიზნესი #რუსთავი

☀️ გსურს ზაფხულის ერთი დღე საინტერესოდ და სახალისოდ გაატარო თანატოლებთან ერთად და თან გაიგო, რას ჭამ რეალურად? 🕵️‍♂️ფიქრ...
26/08/2026

☀️ გსურს ზაფხულის ერთი დღე საინტერესოდ და სახალისოდ გაატარო თანატოლებთან ერთად და თან გაიგო, რას ჭამ რეალურად? 🕵️‍♂️
ფიქრობ, რომ შენი საყვარელი ჩიფსი, შოკოლადი ან ენერგეტიკული ზუსტად ისაა, რაც შეფუთვაზე ახატია? რეალობა ხშირად შეფუთვის უკანა მხარეს, წვრილი შრიფტით იმალება!თუ ხარ 13-18 წლის, გეპატიჟებით ინტერაქტიულ ვორკშოპზე კვების უსაფრთხოებასა და ეტიკეტირებაზე!
🔍 მოდი და ერთად გავიგოთ, რა დევს ჩვენს დახლებზე რეალურად:
👁️აღმოვაჩენთ ფარულ შაქრებს: ვნახავთ, რამდენ კოვზ შაქარს შეიცავს პროდუქტები, რომლებიც "სპორტულად" ან "დიეტურად" საღდება.
🔨დავამსხვრევთ მარკეტინგულ ხრიკებს: გაიგებ, რას ნიშნავს რეალურად წარწერები "100% ნატურალური", "ბიო" ან "0% ცხიმი".
👁️ვისწავლით ეტიკეტის კითხვას: მიხვდები, რომელი ინგრედიენტია რეალურად სასარგებლო და რას უნდა აარიდო თავი შენი ჯანმრთელობისთვის.
✍️ შევქმნით ჩვენი საყვარელი სურსათის ეტიკეტს: ადგილზევე ჩავერთვებით კრეატიულ აქტივობაში! შევქმნით იდეალურ, გულწრფელ და ჯანსაღ ეტიკეტს ჩვენი საყვარელი პროდუქტებისთვის.
🚫 არანაირი მოსაწყენი ლექციები! მხოლოდ პრაქტიკული ქეისები, თამაშები და ახალი მეგობრები.
📅 როდის: 30. 31 აგვისტო და 1 სექტემბერი (აირჩიეთ ერთ-ერთი დღე), 16:00 საათზე, (ხანგძლივობა 1.5 სთ)
📍 სად: SIQA სიქა - ში (რუსთავი)
🎟️ მონაწილეობა: უფასოა (ადგილები შეზღუდულია!)
🔗 დარეგისტრირდი ბმულზე, გაატარე ზაფხულის დღე ჩვენთან ერთად და გაიგე, რა დევს ჩვენს დახლებზე:

14/08/2026

უსაფრთხო ონლაინმა რუსთავში მეწარმეებისთვის ციფრული მარკეტინგისა და ონლაინ უსაფრთხოების შესახებ სამუშაო შეხვ....

მადლობა ნაყოფიერი და ეფექტური თანამშრომლობისთვის Safe Online • უსაფრთხო ონლაინიმეწარმეთა გაძლიერებისთვის მსგავი ტრენინგე...
07/08/2026

მადლობა ნაყოფიერი და ეფექტური თანამშრომლობისთვის Safe Online • უსაფრთხო ონლაინი

მეწარმეთა გაძლიერებისთვის მსგავი ტრენინგები ძალიან მნიშვნელოვანია, რაც გამოიხატებოდა თითოეული დამსწრეს მიერ მოცემულ უკუკავშირში.
ტრენინგს სულ 42 მეწარმე ან/და ბიზნესის წარმომადგენლი დაესწრო.

SIQA სიქა გუნდი ახალ, ძალიან მნიშვნელოვან სამიზნე ჯგუფთან იწყებს მუშაობას! 🌟ივლისის თვეში, რუსთავის ხანდაზმული მოქალაქეე...
30/07/2026

SIQA სიქა გუნდი ახალ, ძალიან მნიშვნელოვან სამიზნე ჯგუფთან იწყებს მუშაობას!
🌟ივლისის თვეში, რუსთავის ხანდაზმული მოქალაქეებისთვის სიქა-ში სურსათის უვნებლობის შესახებ 2 საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.
🍏📋 შეხვედრებზე ვისაუბრეთ ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორებიცაა:
🖐️ ჯანმოს (WHO) მიერ შემუშავებული სურსათის უვნებლობის 5 მთავარი გასაღები;
🧐 როგორ მივიღოთ სწორი ინფორმაცია პროდუქტების შესახებ;
🛒 რას უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება სურსათის შერჩევისას.
ჩვენმა ბენეფიციარებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს განხილული საკითხების მიმართ და აღნიშნეს, რომ ამ მიმართულებით მეტი ინფორმაციის მიღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
მადლობა თითოეულ მონაწილეს აქტიურობისთვის! წინ კიდევ ბევრი საინტერესო და სასარგებლო შეხვედრა გველოდება. 🤝✨

#სიქა #სურსათისუვნებლობა

Address

Megobroba Str. 12/56
Rustavi
3700

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Telephone

+995341223133

Alerts

Be the first to know and let us send you an email when SIQA სიქა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to SIQA სიქა:

Shortcuts

Share

Category