მთაწმიდელი - რუსთავის სამრევლო სკოლა

  • Home
  • Georgia
  • Rustavi
  • მთაწმიდელი - რუსთავის სამრევლო სკოლა

მთაწმიდელი - რუსთავის სამრევლო სკოლა რუსთავის სიონთან არსებული, წმ. გიორგი მთაწმინდელის სახელობის სამრევლო სკოლა "მთაწმინდელი"

📢 აბიტურიენტთა საყურადღებოდ!📝 ტესტირებების განრიგი📚 ისტორია📅 ხუთშაბათი, 24 სექტემბერი⏰ 15:00 საათი🇬🇧 ინგლისური📅 ხუთშაბათ...
23/09/2026

📢 აბიტურიენტთა საყურადღებოდ!

📝 ტესტირებების განრიგი

📚 ისტორია
📅 ხუთშაბათი, 24 სექტემბერი
⏰ 15:00 საათი

🇬🇧 ინგლისური
📅 ხუთშაბათი, 24 სექტემბერი
⏰ 17:00 საათი

📖 ქართული
📅 პარასკევი, 25 სექტემბერი
⏰ 15:00 საათი

➗ მათემატიკა
📅 პარასკევი, 25 სექტემბერი
⏰ 17:00 საათი

✨ გთხოვთ, გაითვალისწინოთ მითითებული თარიღები და დრო.
🍀 წარმატებებს გისურვებთ!

📢 ყურადღება! ორშაბათს, 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სკოლა ისვენებს.📌 ასევე, შაბათ-კვირა...
18/09/2026

📢 ყურადღება!

ორშაბათს, 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სკოლა ისვენებს.

📌 ასევე, შაბათ-კვირას სკოლაში მიღებები არ იქნება.

❗ გთხოვთ, გაითვალისწინოთ აღნიშნული ინფორმაცია.

✨ მრავალს დაესწარით!

🎓✨ გილოცავთ სტუდენტობას, ჩვენო ძვირფასო აბიტურიენტებო!ჩვენი სკოლის დიდი ოჯახისათვის განსაკუთრებული, ემოციური და საამაყო ...
16/09/2026

🎓✨ გილოცავთ სტუდენტობას, ჩვენო ძვირფასო აბიტურიენტებო!

ჩვენი სკოლის დიდი ოჯახისათვის განსაკუთრებული, ემოციური და საამაყო წელია!

უდიდესი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს ყველა აბიტურიენტს — თითოეული თქვენგანი სტუდენტი გახდა!

თქვენმა მაღალმა შედეგებმა უდიდესი სიხარული და სიამაყე მოგვიტანა. ეს არის თქვენი შრომის, მონდომების, მიზანდასახულობისა და თავდაუზოგავი ძალისხმევის შედეგი.

🌟 განსაკუთრებული მადლობა ჩვენი სკოლის დამფუძნებელს — იმ დიდი საქმისთვის, სიყვარულისა და თავდადებისთვის, რომელსაც ჩვენი სკოლის განვითარებისა და თითოეული მოსწავლის წარმატებისათვის აკეთებს.
თქვენი ხედვა, მხარდაჭერა და შექმნილი გარემო არის მნიშვნელოვანი საფუძველი ჩვენი მოსწავლეების წარმატებისა. ❤️

📚 უღრმესი მადლობა ჩვენს ძვირფას პედაგოგებს!
თქვენი პროფესიონალიზმი, ყოველდღიური შრომა, თავდადება და მოსწავლეებისადმი სიყვარული ამ წარმატების უმნიშვნელოვანესი ნაწილია.

პატივისცემით,
სკოლის ადმინისტრაცია ❤️

📢 ყურადღება!მიღებაზე შემოსული განცხადებების რაოდენობა საკმაოდ დიდია. აქედან გამომდინარე, გთხოვთ, ხვალ და ზეგ მაქსიმალურა...
16/09/2026

📢 ყურადღება!

მიღებაზე შემოსული განცხადებების რაოდენობა საკმაოდ დიდია. აქედან გამომდინარე, გთხოვთ, ხვალ და ზეგ მაქსიმალურად შეძლოთ სკოლაში მოსვლა და რეგისტრაციის გავლა, რათა ადგილების რაოდენობის შევსების გამო არ დარჩეთ სასურველი საგნის მიღმა.

⏰ მიღებები: 14:00-დან 19:00 საათამდე.

გაითვალისწინეთ აღნიშნული ინფორმაცია და რეგისტრაცია დროულად გაიარეთ

📲 გთხოვთ, გადააზიაროთ აღნიშნული განცხადება, რათა ინფორმაცია ყველა დაინტერესებულ პირამდე მივიდეს.

პატივისცემით,
სკოლის ადმინისტრაცია

📌 შეგახსენებთ!📚 რეგისტრაცია დაიწყება 14 სექტემბერს და დასრულდება 25 სექტემბერს.🕒 რეგისტრაციის დრო: 14:00–19:00 საათამდე❌...
11/09/2026

📌 შეგახსენებთ!

📚 რეგისტრაცია დაიწყება 14 სექტემბერს და დასრულდება 25 სექტემბერს.

🕒 რეგისტრაციის დრო: 14:00–19:00 საათამდე
❌ შაბათ-კვირის გარდა

🕊️ სწავლა სრულიად უფასოა.

📍 რეგისტრაცია მიმდინარეობს ადგილზე.

❤️ გელოდებით სიყვარულით!

🛎️ პატივისცემით,
სკოლის ადმინისტრაცია

📣 რუსთავის “სიონის” ტაძართან არსებული სამრევლო სკოლა “მთაწმიდელი” აცხადებს მიღებას 2026-27 სასწავლო წლისთვის🕊 საღვთისმეტ...
02/09/2026

📣 რუსთავის “სიონის” ტაძართან არსებული სამრევლო სკოლა “მთაწმიდელი” აცხადებს მიღებას 2026-27 სასწავლო წლისთვის

🕊 საღვთისმეტყველო სექცია (მიღება შეუზღუდავია):
• საღვთო სჯული – 7-8 წლიდან
• წმინდა წერილის შესწავლა – მე-5-6 კლასიდან(უფროსი ასაკის მსმენელთათვისაც)
• საეკლესიო გალობა – ვაჟებისა და გოგონებისთვის 10-12 წლიდან
• მედავითნეობა – უფროსი ასაკის მსმენელთათვის
• ხატწერა და იკონოგრაფიის თეორიული კურსი – 15 წლიდან
• სასულიერო სემინარიის მომზადება: კატეხიზმო და საქართველოს ისტორია.

🎭 სახელოვნებო სექცია:
• მხატვრული კითხვა – 9-10 წლიდან
• ლიტერატურული თეატრი – 13-14 წლიდან
• საესტრადო სიმღერა – 7 წლიდან (შერჩევა მოსმენის საფუძველზე, ლიმიტირებულია ადგილები)
• ხალხური საკრავები – 10 წლიდან (შერჩევა მოსმენის საფუძველზე, ლიმიტირებულია ადგილები)
• ჭრა-კერვა – უფროსი ასაკის მსმენელთათვის (შერჩევა პედაგოგის მიერ)
• ქარგვა – 10 წლიდან (ლიმიტირებულია ადგილები)
• სახვითი ხელოვნება – 12 წლიდან (შერჩევა ნახატის ადგილზე შესრულებით)
• კალიგრაფია – 10 წლიდან (შერჩევა უნარების მიხედვით)

📚 საგანმანათლებლო სექცია:
• სამშობლოსმცოდნეობა – 10 წლიდან
• საქართველოს ისტორია – 10 წლიდან
• ქართული ენა და ლიტერატურა – IV-V-VI-VII კლასები
• ინგლისური ენა – V-VI-VII კლასები

📝 სააბიტურიენტო წრეები (მათთვის, ვინც ემზადება ეროვნული გამოცდებისთვის):
• ქართული ლიტერატურა – XI-XII კლასი
• მათემატიკა – XI-XII კლასი
• ინგლისური ენა – XII კლასი
• ისტორია – XI-XII კლასი
(ტესტირება ჩატარდება ყველა საგანში ჩარიცხვამდე)

⸻

📌 რეგისტრაცია:

📍 14სექტემბრიდან №12 ოთახში
📅 ყოველდღე (შაბათ-კვირისა და დღესასწაულების გარდა)
🕑 14:00 – 19:00 სთ

⛪️ სასწავლო წელი დაიწყება 28სექტემბერს,
15:00 სთ-ზე „სიონის“ ტაძარში ჩატარდება პარაკლისი, რის შემდეგაც სკოლა შეუდგება ფუნქციონირებას.

⸻

📋 ჩარიცხულმა მოსწავლეებმა უნდა წარადგინონ:
1. დაბადების მოწმობის ან პირადობის ასლი
2. ფოტო 3x4
3. ცნობა საჯარო სკოლიდან
4. განაცხადი (შეივსება მშობლის მიერ ადგილზე)

⸻

📌 განცხადება📚 ძვირფასო მშობლებო და მოსწავლეებო,სამრევლო სკოლა „მთაწმიდელი“ გაცნობებთ, რომ📌 რეგისტრაცია დაიწყება 14სექტემ...
01/09/2026

📌 განცხადება

📚 ძვირფასო მშობლებო და მოსწავლეებო,

სამრევლო სკოლა „მთაწმიდელი“ გაცნობებთ, რომ

📌 რეგისტრაცია დაიწყება 14სექტემბრიდან,

📌 ხოლო სასწავლო წელი დაიწყება 28სექტემბერს

🕒 რეგისტრაციის დრო:

⏰ 14:00 – 19:00 საათამდე, ყოველ დღე

❌ გარდა შაბათ-კვირისა

🕊 სწავლა სრულიად უფასოა

📍 რეგისტრაცია მიმდინარეობს ადგილზე

გელოდებით სიყვარულით❤️

🛎️პატივისცემით სკოლის ადმინისტრაცია

🌿✨ ძვირფასო აბიტურიენტებო! ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყების წინ მთელი გულით გილოცავთ ამ მნიშვნელოვან ეტაპს და გისურვ...
02/07/2026

🌿✨ ძვირფასო აბიტურიენტებო!

ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყების წინ მთელი გულით გილოცავთ ამ მნიშვნელოვან ეტაპს და გისურვებთ წარმატებას!

დღეს თქვენ დგახართ ცხოვრების ახალი გზის დასაწყისში. გვჯერა, რომ თქვენი შრომა, მონდომება, რწმენა და ცოდნა ღირსეულ შედეგს გამოიღებს. დაე, ყოველი გამოცდა მშვიდად, თავდაჯერებულად და წარმატებით ჩააბაროთ.

🙏 წმინდა გიორგი მთაწმიდელის მადლი და მეოხება გფარავდეთ, გაძლიერებდეთ, სიბრძნესა და სიმშვიდეს განიჭებდეთ, რათა ღირსეულად მიაღწიოთ თქვენს მიზნებს და თქვენი ოცნებები რეალობად იქცეს.

გისურვებთ🎓 სტუდენტობის ბედნიერ წლებსა და ნათელ მომავალს.

განსაკუთრებული სიხარულითა და სიყვარულით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენს სამრევლო სკოლაში წლების განმავლობაში აბიტურიენტებს უსასყიდლოდ ვამზადებთ ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკაში, ისტორიასა და ინგლისურ ენაში. ჩვენი უდიდესი სურვილია, თითოეული თქვენგანის წარმატება ვიხილოთ.

ღმერთი გფარავდეთ!
წმინდა გიორგი მთაწმინდელი შეგეწიოთ და მისი მეოხებით ყოველი თქვენი კეთილი მიზანი წარმატებით აღსრულდეს! 🙏

სიყვარულითა და ლოცვით — სამრევლო სკოლა “მთაწმიდელი”.

https://youtu.be/JUsFS2CZnPQ
26/06/2026

https://youtu.be/JUsFS2CZnPQ

Enjoy the videos and music you love, upload original content, and share it all with friends, family, and the world on YouTube.

📖 ⛪️დღეს, 26 ივნისს, ჩვენს სკოლაში ჩატარდა მედავითნეობის კურსის დასკვნითი გამოცდა.🌿 დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს მოსწავ...
26/06/2026

📖 ⛪️დღეს, 26 ივნისს, ჩვენს სკოლაში ჩატარდა მედავითნეობის კურსის დასკვნითი გამოცდა.

🌿 დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს — ნინო წიკლაურს და ქრისტინე ფარჯიანს, რომლებმაც წარმატებით დაასრულეს მედავითნეობის კურსი.

ვუსურვებთ მათ ღვთის მადლსა, წყალობას,სულიერ სიმტკიცეს და უფლის გზაზე ღირსეულ მსახურებას.

მედავითნეობას ჩვენს სკოლაში მრავალი წლის განმავლობაში სიყვარულითა და თავდადებით ასწავლის ჩვენი გამორჩეული პედაგოგი — ბატონი ნუგზარ არველაძე.

გულითად მადლობას ვუხდით მას გაწეული შრომის, ერთგულებისა და იმ ფასდაუდებელი ღვაწლისთვის, რომელსაც წლების განმავლობაში ჩვენი მოსწავლეების სულიერ აღზრდას ახმარს.

📜 მონდომებული სწავლისა და გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის მოსწავლეებს საზეიმოდ გადაეცემათ სერთიფიკატები.

✨ ვულოცავთ ჩვენს კურსდამთავრებულებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას და ვუსურვებთ, რომ უფლის კურთხევა მუდამ თან ახლდეთ მათ ცხოვრებასა და მსახურებაში! 🙏🤍

Address

თოდრიის III ჩიხი, 7ა
Rustavi

Telephone

+995577957814

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when მთაწმიდელი - რუსთავის სამრევლო სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to მთაწმიდელი - რუსთავის სამრევლო სკოლა:

Shortcuts

Share

Category