30/06/2024
📢 მოგესალმებით, გილოცავთ სასწავლო წლის დასრულებას!
📌 გიზიარებთ 2023/24 სასწავლო წლის განმავლობაში რუსთავის მე-12 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ ჩატარებულ ღონისძიებებს:
🌟 დროის კაფსულა - მოსწავლეებმა გააცოცხლეს 1990-2000იანი წლების სტილი ანონიმური ხმის მიცემის შედეგად გამოვლინდა საუკეთესო ჩაცმულობის მქონე გოგონა და ბიჭი
🔴 "საქართველოს კარიტასთან" თანამშრომლობით და მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებმა ჩაატარეს საინფორმაციო ხასიათის ბულინგის საწინააღმდეგო ტრენინგები სკოლის I - IX კლასებში
🏫 თვითმმართველობის "დუბლიორის" დღე- მოსწავლეებმა 1 დღით ჩაანაცვლეს მასწავლებლები და სკოლის თანამშრომლები.
💥 საახალწლო კარნავალი- 2023 წლის სახალისო დასასრული, კლასებმა წარმოადგინეს კრეატიული ნომრები, გაიმართა თავისუფალი ცეკვები
♥️ "კიდევ 1 მიზეზი სიყვარულისთვის" - სიყვარულისადმი მიძღვნილი დღე სკოლაში. დაიდგა "კუპიდონის ყუთი", გაგზავნილი ანონიმური წერილები ადრესატებს დაურიგეს "სიყვარულის ფოსტალიონებმა"
🌍 შაბათობა- სკოლის დასუფთავების აქცია კლუბ "დედამიწელებთან თანამშრომლობით"
🏐 სკოლის ფრენბურთის გუნდმა წარმატების იასპარეზა ქ. რუსთავის თვითმმართველობების გაერთიანების მიერ გამართულ საქალაქო ფრენბურთის ჩემპიონატში
♟️ ჭადრაკისა და შაშის ჩემპიონატი- სკოლაში გაიმართა ჩემპიონატი ჭადრაკსა და შაშში, გამოვლინდა 3 გამარჯვებული
საბოლოოდ, გასული სასწავლო წელი ძალიან ნაყოფიერი გამოდგა ჩვენი სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობისთვის. ვფიქრობთ, დრო დადგა გაგაცნოთ ის ადამიანები, რომლებიც ასე თავდაუზოგავად მუშაობდნენ წლის განმავლობაში ❤️
წარმატებებს გისურვებთ!
#რუსთავისმე12საჯაროსკოლისმოსწავლეთათვითმმართველობა