მომზადება ისტორიაში ნინისთან - "რუსთავი"

  • Home
  • Georgia
  • Rustavi
  • მომზადება ისტორიაში ნინისთან - "რუსთავი"

მომზადება ისტორიაში ნინისთან -  "რუსთავი" ისტორიაში მომზადება კერძოდ , აბიტური?

კიდევ ერთი წარმატებული აბიტურიენტი 🎉🤗 გილოცაავ 🎉🎉🎉😊
01/09/2023

კიდევ ერთი წარმატებული აბიტურიენტი 🎉🤗

გილოცაავ 🎉🎉🎉😊

გილოცავთ დიდგორობას ! 1121 წლის 12 აგვისტო - დიდგორის ბრძოლა ან ძლევაჲ საკვირველი . ქართველთა ბრძოლა დავით აღმაშენებლის ...
12/08/2022

გილოცავთ დიდგორობას !

1121 წლის 12 აგვისტო - დიდგორის ბრძოლა ან ძლევაჲ საკვირველი . ქართველთა ბრძოლა დავით აღმაშენებლის მეთაურობით თურქ სელჩუკთა გაერთიანებული ლაშქრის წინააღმდეგ .
წყაროების მიხედვით ქართველთა მხარეს იბრძოდნენ :
40 000 ქართველი
15 000 ყივჩაღი
500 ალანი
100 ფრანგი

მათე ურჰაელის ცნობითაც, საქართველოს წინააღმდეგ ლაშქრობაში მონაწილეობა მიიღო ილღაზი არდუხის ძემ, მისმა სიძემ არაბთა მეფემ საღა ტუპაისის ძემ და განძის სულთანმა მელიქმა ტაფარის ძემ. კოალიციური ლაშქრის მონაწილეთ ჩამოთვლის ალ-ფარიკიც; მისი სიტყვით, ილღაზთან ერთად საქართველოს წინააღმდეგ წამოვიდნენ: დუბეის სადაყას ძე, რომელსაც თან ახლდნენ ყადი ელმ-ად-დინი და მისი შვილი აბულ-ფათთხი, ქ. მარდინის მაშინდელი ყადი და ვეზირი თამამ-იბნ აბდუნი.

გოტიეს მოწმობით, დავით აღმაშენებელმა ბრძოლის დაწყების წინ მოწოდების სიტყვით მიმართა თავის ლაშქარს. მას ამ სიტყვის ტექსტიც აქვს მოტანილი თავის ქრონიკებში:

“ეჰა, მეომარნო ქრისტესანო! თუ ღვთის სჯულის დასაცავად თავდადებით ვიბრძოლებთ, არამც თუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართა, არამედ თვით ეშმაკებსაც ადვილად დავამარცხებთ, და ერთ რასმეს გირჩევთ, რაც ჩვენი პატიოსნებისა და სარგებლობისათვის კარგი იქნება: ჩვენ, ყველამ, ხელების ცისკენ აპყრობით, ღმერთს აღთქმა მივცეთ, რომ მისი სიყვარულისათვის ამ ბრძოლის ველზე დავიხოცებით და არ გავიქცევით. და, რათა არ შეგვეძლოს გაქცევა, კიდეც რომ მოვინდომოთ, ამ ხეობის შესავალი, რომლითაც შემოვსულვართ, ხეთა ხშირი ხორგებით შევკარით და მტერს, როცა მოგვიახლოვდება ჩვენზე იერიშის მოსატანად, მტკიცე გულით დაუნდობლად შევუტიოთ”. 💪

გილოცავთ ამ ბრწყინვალე გამარჯვების დღეს !! ✊✊

📌მოგესალმებით, მოვამზადებ აბიტურიენტებს ისტორიაში.🔎მაქვს რამდენიმე წლიანი გამოცილება აბიტურიენტებთან მუშაობის . დამთავრე...
10/08/2022

📌მოგესალმებით, მოვამზადებ აბიტურიენტებს ისტორიაში.🔎მაქვს რამდენიმე წლიანი გამოცილება აბიტურიენტებთან მუშაობის . დამთავრებული მაქვს ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი . სტატუსით ვარ უფროსი მასწავლებელი. პრაქტიკები გავლილი მაქვს რუსთავის მე-4 საჯარო სკოლაში.
მეცადინეობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მასალის ინტენსივობასა და დატვირთვაზე -1.30 საათიდან 2 საათამდე .
დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დამიკავშირდეთ :📞 571 02 20 17 ნინო .

Address

Rustavi
3700

Telephone

+995571022017

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when მომზადება ისტორიაში ნინისთან - "რუსთავი" posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category