20/02/2025
CENN, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და ნორვეგიის მხარდაჭერით გამოცხადებული პროექტის ფარგლებში:“შევამციროთ პლასტმასით დაბინძურება საქართველოში” ჩვენი სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობამ (თავმჯდომარე: ლიზა ჯოხაძე) გააგზავნა შესარჩევი აპლიკაცია და ჩვენ აგვარჩიეს რესპუბლიკის 20 სკოლას შორის. თებერვლის თვეში ჩვენს სკოლაში ჩაგვიტარდა ტრენინგი, სადაც მონაწილეობდნენ როგორც კლასების თვითმმართველობის თავმჯდომარეები, ასევე მოხალისე მოსწავლეებიც. მიღებული ცოდნის საფუძველზე მონაწილე სკოლებს უნდა მოგვემზადებინა ერთწუთიანი ინფორმაციული ხასიათის ვიდეო ნარჩენების მართვის შესახებ. ორი დღის განმავლობაში ვიღებდით თემატურ ვიდეოს და იმედს ვიტოვებთ , რომ აღმოვჩნდებით საპრიზო ადგილზე. მოსწავლეთა თვითმმართველობის ჯგუფი მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის სკოლის ადმინისტრაციას, ინიციატივისა და კონსულტაციისთვის ისტორია/სამოქალაქო განათლების მასწავლებელს ლია ღუღუნიშვილს და მონაწილე მოსწავლეებს ( განსაკუთრებით აქტიური ჩართულობისთვის 9 ა კლასს).გიზიარებთ ჩვენს მიერ მომზადებულ საინფორმაციო ვიდეოს.