21/09/2026
ამბავი, რომლითაც ნამდვილად უნდა ვიამაყოთ! 🎊
კოსმო სკოლის აკადემიური ხელმძღვანელი, ვაკო გოგალაძე, პოლონეთში, ვარშავის ვისტულას უნივერსიტეტში, საერთაშორისო სპიკერად მიიწვიეს! 🇵🇱🎓
ვაკო გოგალაძე ბრიტანეთში მასწავლებელთა საერთაშორისო ასოციაციის IATEFL-ის წევრი და სპიკერია. ის ასევე ქალაქში ერთადერთი ინგლისური ენის სპეციალისტია, რომელსაც აქვს კემბრიჯის უნივერსიტეტის მაგისტრის დონის DELTA დიპლომი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მაღალი დონის პედაგოგიური კვალიფიკაციაა.
ეს ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყო ამბავია. ჩვენი გუნდის წევრი საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში საკუთარ გამოცდილებასა და ცოდნას საერთაშორისო აუდიტორიას უზიარებს.
ვარშავის ვისტულას უნივერსიტეტში მისი გამოსვლა წერითი უნარების განვითარებასა და ეფექტურ უკუკავშირს დაეთმო: “როგორ განვავითაროთ მოსწავლეებში სწორი მიმართულებით წერის უნარი და მივაწოდოთ მათ ეფექტური უკუკავშირი სხვადასხვა ჟანრის ტექსტების, მათ შორის აკადემიური ესეების, შექმნისას”
✨ ჩვენთვის კი ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ასეთი გამოცდილება მხოლოდ საერთაშორისო კონფერენციებზე არ რჩება.
ვაკო ამ ცოდნას კოსმო სკოლის მოსწავლეებს უზიარებს და თანამედროვე საერთაშორისო პრაკტიკას ყოველდღიურ სასწავლო პროცესში ნერგავს.
ეს ნიშნავს, რომ ჩვენს ქალაქში მცხოვრებ ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებული განათლება და მოემზადონ უფრო დიდი აკადემიური გამოწვევებისთვის.
🎓 თუ აბიტურიენტი ხარ და გინდა, ინგლისური ენის ცოდნასთან ერთად განივითარო:
• აკადემიური წერა
• არგუმენტირების უნარი
• კრიტიკული აზროვნება
• საკუთარი აზრის სწორად და დამაჯერებლად ჩამოყალიბების უნარი
კოსმო სკოლაში სააბიტურიენტო პროგრამებზე მიღება მიმდინარეობს!
ამასთან ერთად, მიღება გამოცხადებულია Cambridge-ისა და სხვა საერთაშორისო გამოცდებისთვის მოსამზადებელ პროგრამებზე.
კოსმო სკოლა - საერთაშორისო გამოცდილება, რომელიც ჩვენს ქალაქშია. 🚀