ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების 23-ე ფილიალი

  • Home
  • Georgia
  • Rustavi
  • ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების 23-ე ფილიალი

ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების 23-ე ფილიალი ა(ა)იპ "ქ. რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების" 23-ე ფილიალი

ოლიმპიადის დახურვის გრანდიოზული ცერემონია სპორტის სასახლეში! 🇬🇪✨გვეამაყება, რომ წლევანდელი ოლიმპიადა ასეთი წარმატებით და...
24/06/2026

ოლიმპიადის დახურვის გრანდიოზული ცერემონია სპორტის სასახლეში! 🇬🇪✨
გვეამაყება, რომ წლევანდელი ოლიმპიადა ასეთი წარმატებით და გრანდიოზული ფინალით დასრულდა სპორტის სასახლეში.

„გარგამელმა გასაღები დამალა!“ – ასე დაიწყო ჩვენი  თავგადასავალი.4-5 წლიანმა სმურფებმა ბაღის ეზო ნამდვილ საგანძურის საძიე...
18/06/2026

„გარგამელმა გასაღები დამალა!“ – ასე დაიწყო ჩვენი თავგადასავალი.

4-5 წლიანმა სმურფებმა ბაღის ეზო ნამდვილ საგანძურის საძიებო სივრცედ აქციეს. მინიშნებების კვალდაკვალ, მხიარული თამაშებითა და მეგობრების დახმარებით, მათ დაკარგული გასაღები იპოვეს და კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ერთად ყველაფერი შესაძლებელია! 🔑💙

სიხარული, სიცილი და ბედნიერი თვალები – სწორედ ასე გამოიყურებოდა ჩვენი დღევანდელი დღე! 🌞🌿

„გამოსაშვები ზეიმი 2026! 🎓✨„ჩვენი ბაღის ეზო  სიცილმა, მუსიკამ და ფერადმა ბუშტებმა აავსო! 🎉🎈ჩვენმა უფროსმა ჯგუფმა ბაღის გ...
18/06/2026

„გამოსაშვები ზეიმი 2026! 🎓✨
„ჩვენი ბაღის ეზო სიცილმა, მუსიკამ და ფერადმა ბუშტებმა აავსო! 🎉🎈
ჩვენმა უფროსმა ჯგუფმა ბაღის გამოსაშვები ზეიმი საოცარი განწყობით აღნიშნა.
ვულოცავთ ჩვენს პატარებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას! იფრინეთ მაღლა და მიაღწიეთ ყველა დასახულ მიზანს! ✨

🎶 „ხალხური საკრავები“ 🎶5-6 წლიან ასაკობრივ ჯგუფში მუსიკის ხელმძღვანელის თინათინ თოდაძის მიერ განხორციელდა  პროექტი: „ხალ...
11/06/2026

🎶 „ხალხური საკრავები“ 🎶

5-6 წლიან ასაკობრივ ჯგუფში მუსიკის ხელმძღვანელის თინათინ თოდაძის მიერ განხორციელდა პროექტი: „ხალხური საკრავები“.

პროექტის ფარგლებში ბავშვები გაეცნენ ქართულ ხალხურ საკრავებს, მათ ისტორიასა და დანიშნულებას, მოისმინეს მათი ჟღერადობა და აღმოაჩინეს ქართული მუსიკალური კულტურის მრავალფეროვნება. სხვადასხვა აქტივობის საშუალებით პატარებმა შეიძინეს ახალი ცოდნა, განივითარეს მუსიკალური უნარები და კიდევ უფრო მეტად შეიყვარეს ქართული ფოლკლორი.

პროექტმა ბავშვებში დიდი ინტერესი, სიხარული და შემოქმედებითი განწყობა გამოიწვია. 💙

გიზიარებთ პროექტის მიმდინარეობის ამსახველ ფოტოებს. 📸🎼

04/06/2026

ღიმილი, თამაში, სიმღერა და ბევრი სითბო — ასე ჩაიარა 2-3 წლიანთა ჯგუფის საზეიმო ღონისძიებამ. 💛
#ბაბასკო #ჩვენიპატარები

01/06/2026
🏅 პატარა ოლიმპიელები და დიდი ჩემპიონი ჩვენს ბაღში! 🏆​სპორტი, ჯანსაღი ცხოვრების წესი, უამრავი ღიმილი და ნამდვილი ოლიმპიურ...
29/05/2026

🏅 პატარა ოლიმპიელები და დიდი ჩემპიონი ჩვენს ბაღში! 🏆
​სპორტი, ჯანსაღი ცხოვრების წესი, უამრავი ღიმილი და ნამდვილი ოლიმპიური აზარტი — აი, ასეთი დაუვიწყარი დღე გვქონდა ბაღში! ჩავატარეთ "მცირე ოლიმპიური თამაშები", სადაც ჩვენმა პატარებმა ნამდვილი სპორტული შემართება და სიმამაცე გამოავლინეს.
​დღევანდელი დღე განსაკუთრებული იმითაც იყო, რომ ჩვენს ოლიმპიადას საპატიო სტუმარი — მკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონი, აკაკი ციცქიშვილი ესწრებოდა! 🤩
​ბავშვებისთვის უდიდესი ბედნიერება და მოტივაცია იყო ნამდვილი ჩემპიონის გვერდით ყოფნა, მისი მხარდაჭერა.
​დიდი მადლობა აკაკი ციცქიშვილს სტუმრობისთვის, ბავშვების გამხნევებისა და იმ დაუვიწყარი ემოციებისთვის, რომლებიც ჩვენს პატარებს კიდევ დიდხანს გაჰყვებათ! ❤️
​📸 იხილეთ ჩვენი ფოტოგალერეა და გაიზიარეთ პატარა ოლიმპიელების სიხარული!
​ #ოლიმპიურითამაშები #ჯანსაღიმომავალი #ჩემპიონიჩვენთანაა #მომავალითაობა #ბავშვობა

დღეს გაიმართა პოზიტიური მშობლობის პროგრამის შემაჯამებელი და დასკვნითი შეხვედრა თემაზე — „ბავშვი, მშობელი და ბაღი — როგორ...
28/05/2026

დღეს გაიმართა პოზიტიური მშობლობის პროგრამის შემაჯამებელი და დასკვნითი შეხვედრა თემაზე — „ბავშვი, მშობელი და ბაღი — როგორ გავხადოთ ბაგა-ბაღი ინკლუზიური“.

შეხვედრას უძღვებოდნენ სპეცპედაგოგი დოდონა ლილუაშვილი და აღმზრდელი ნათია ომარაშვილი, რომლებმაც ისაუბრეს ინკლუზიური გარემოს მნიშვნელობაზე, ბავშვის მხარდაჭერის გზებსა და მშობელსა და ბაღს შორის თანამშრომლობის როლზე.

ამ შეხვედრით დასრულდა პოზიტიური მშობლობის პროგრამა. მადლობას ვუხდით ყველა მშობელს აქტიური ჩართულობისთვის, თანამშრომლობისთვის და იმ სითბოსთვის, რომელიც მთელი პროგრამის განმავლობაში იგრძნობოდა. 💚

Address

3700 ქ. რუსთავი, 9 ძმა ხერხეულიძის ქუჩა N7
Rustavi
3700

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების 23-ე ფილიალი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category