23/08/2026
თეატრალურ სტუდია ახალი სივრცე რუსთავში • New space in Rustaviმიღება დაიწყო🌟💘🌈💫
თუ გსურს, რომ შენი შვილი თეატრის საოცარ სამყაროს ეზიაროს, აღმოაჩინოს საკუთარი შესაძლებლობები და შემოქმედებითად განვითარდეს — ჩვენი სივრცე სწორედ მისთვისაა. ✨
აქ ბავშვები სწავლობენ სცენაზე თავისუფლად არსებობას, სწორ და გამართულ მეტყველებას, პარტნიორთან ურთიერთობასა და გუნდურ მუშაობას. ეუფლებიან სხვადასხვა სახის ცეკვას, უვითარდებათ მუსიკალური სმენა, წარმოსახვა, თავდაჯერებულობა და საკუთარი თავის თავისუფლად გამოხატვის უნარი.💫
ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს სწორი სწავლებით, პროფესიული მიდგომითა და პასუხისმგებლობით გავაცნოთ ხელოვნება. გვჯერა, რომ თეატრი და კინო მხოლოდ სცენაზე დგომა ან კამერის წინ თამაში არ არის — ეს არის აზროვნება, ემოციის სწორად გამოხატვა, დისციპლინა, შრომა, პარტნიორის მოსმენა, ადამიანის შეცნობა და სამყაროს სხვაგვარად დანახვა.💫
ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია, ბავშვებს ზუსტად და სწორად ავუხსნათ თეატრისა და კინოს მნიშვნელობა, შევაყვაროთ პროფესია არა მხოლოდ გარეგნული ეფექტით, არამედ მისი სიღრმით, პასუხისმგებლობითა და იმ დიდი შრომით, რომელიც თითოეული როლისა და სპექტაკლის უკან დგას.💫
ჩვენი სტუდია მხოლოდ რეპეტიციებისა და სპექტაკლების ადგილი არ არის. წლების განმავლობაში აქ არაერთი გამორჩეული მსახიობი, რეჟისორი, დრამატურგი და თეატრმცოდნე სტუმრობდა და ჩვენს მოსწავლეებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებდა პროფესიონალ პედაგოგებთან ერთად💘
ჩვენი სტუდიის სტუმრები იყვნენ:
ბაია დვალიშვილი, ნინო კასრაძე, დათა თავაძე, კახა კინწურაშვილი, დავით გაბუნია, ეკა ჩხეიძე, დავით ხორბალაძე, ნინელი ჭანკვეტაძე, სოსო ნემსაძე, მარინა კახიანი, მიშა ჩარკვიანი, ნიკუშა ბაქრაძე, ეკა მჟავანაძე, ლაშა ჩხარტიშვილი, ია სუხიტაშვილი, სალომე ჭულუხაძე, გიორგი ყაჯრიშვილი, მაია დობორჯგინიძე, გოგა ბარბაქაძე, ბაჩო ქაჯაია, დავით თარბა, თეონა ლეჟავა, კოკო როინიშვილი, თამუნა ნიკოლაძე, თათული ედიშერაშვილი და კიდევ უამრავი ნიჭიერი არტისტი, რეჟისორი, დრამატურგი და თეატრმცოდნე. 💘🌈🌟☀️💫
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა თეატრი არა მხოლოდ სასწავლო პროცესში, არამედ უშუალოდ მისი საუკეთესო წარმომადგენლებისგან გაიცნონ, მოისმინონ განსხვავებული გამოცდილებები და დაინახონ, რამდენად მრავალფეროვანი და ღრმა სამყაროა ხელოვნება.სიამაყით უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ყოველი სასწავლო წლის ბოლოს ჩვენი აღსაზრდელები სპექტაკლებს გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის პროფესიული დრამატული თეატრის დიდ სცენაზე თამაშობენ.
🎬 🎭🌟წინ კიდევ ბევრი საინტერესო შეხვედრა, მასტერკლასი, რეპეტიცია და სპექტაკლი გველოდება🌈⭐️🌟ჯადოსნური წუთები იქნება აქ💫🌈⭐️💘
💫ახალი ნაკადის მიღება კი როგორც ზემოთ აღვნიშნეთ უკვე დაიწყო თუმცა როგორც ყოველთვის ადგილები მაღალი მოთხოვნის გამო შეზღუდულია ამიტომ იჩქარეთ💫
და ბოლოს ყველაზე მთავარი — ჩვენთვის თეატრი მხოლოდ პროფესიისკენ მიმავალი გზა არ არის.
ეს არის სივრცე, სადაც ბავშვებმა სცენასთან ერთად უნდა ისწავლონ ადამიანობა, სიკეთე, სიყვარული, ერთმანეთის მოსმენა, პატივისცემა და თანადგომა.
შეიძლება ყველა მათგანი მსახიობი არ გახდეს, მაგრამ გვინდა, რომ თითოეულმა აქედან წაიღოს ის, რაც ნებისმიერ პროფესიაზე ძვირფასია — კეთილი გული, თავისუფალი აზროვნება, საკუთარი თავის რწმენა, სიყვარული ღმერთის და ადამიანების მიმართ.
💫ჩვენ გვჯერა, რომ დიდი ხელოვნება სწორედ დიდი ადამიანობიდან იწყება.
📞 რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით: 571 02 53 70 ან მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში💫☀️💘🌟