30/11/2022
📣შოთა რუსთაველის სახელობის ქ. რუსთავის მე-2 საჯარო სკოლის ვიკი-კლუბი სკოლის დირექტორის მხარდაჭერით აცხადებს კონკურსს მოსწავლეებისათვის. ლევან გოთუას „გმირთა ვარამის“ მიხედვით მოსწავლეებმა 2023 წლის 17 თებერვლიდან 24 თებერვლამდე უნდა შექმნან და ვიკიპედიაში ატვირთონ სტატიები ამ ისტორიული რომანის პერსონაჟების შესახებ.
📌 კონკურსის მიზანია: ხელი შეუწყოს მოსწავლეებს, ღრმად შეისწავლონ ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწარმოები − „გმირთა ვარამი“; მოსწავლეებმა ახალი სტატიებით გაამდიდრონ ქართული ვიკიპედია; ხელი შეუწყოს სკოლაში არაფორმალური განათლების პროცესს, გახადოს იგი უფრო მეტად სახალისო და საინტერესო.
📌კონკურსში მონაწილეობა შეუძლია შოთა რუსთაველის სახელობის ქ. რუსთავის მე-2 საჯარო სკოლის ნებისმიერ მოსწავლეს, რომელსაც ექნება ანგარიში ვიკიპედიაში;
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა მოსწავლემ საკონკურსო თემატიკაზე შექმნილი სტატია უნდა გამოაქვეყნოს ვიკიპედიაში, ხოლო სტატიის ბმული (ლინკი) გამოგზავნოს ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected]
📌 საკონკურსო სტატიები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
1. დაფუძნებული უნდა იყოს მინიმუმ ერთ წყაროზე (წიგნზე) და მითითებული უნდა იყოს წყაროს ავტორის ვინაობა, სათაური, გვერდი/გვერდები, საიდანაც არის აღებული ინფორმაცია, გამოცემის ადგილი და წელი (მაგალითად, ლ. გოთუა, გმირთა ვარამი, წიგნი პირველი, თბ., 1991, გვ. 14, 92, 113);
2. სტატიის ტექსტი ენციკლოპედიურად უნდა იყოს გამართული;
3. სტატია უნდა იყოს ვიკიფიცირებული;
4. სტატიას მითითებული უნდა ჰქონდეს მინიმუმ ერთი კატეგორია;
5. სტატიაში ჩართული უნდა იყოს ციტატა/ციტატები „გმირთა ვარამიდან“.
📌კონკურსის გამარჯვებულად ჩაითვლება ყველაზე მეტი სტატიის ავტორი სამი მოსწავლე, რომელთაც გამოავლენს საკონკურსო კომისია.
გისურვებთ წარმატებებს!