29/09/2023
ღია კარის დღე
ბოლნისელი მოსწავლე - ახალგაზრდებისთვის
მიმდინარე სასწავლო წელს ბოლნისში საქართველო - პოლონეთის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის არაფორმალური პროფესიული განათლების სასწავლო ცენტრი გაიხსნა, რომელიც ინსტიტუტის რექტორის, ქ. რუსთავის აკადემიური ქალაქის ფუძემდებლის, აკადემიკოს გარი ჩაფიძის მიერ ამ ახალ სასწავლო წელს განხორციელებული ერთ-ერთი შესანიშნავი პროექტია.
26 სექტემბერს ბოლნისელი მოსწავლე - ახალგაზრდების თვის გამართულ ღია კარის დღეს ესწრებოდნენ სასწავლო ცენტრის პირველკურსელები, აბიტურიენტები, საჯარო სკოლების მეცხრე - მეთორმეტე კლასების მოსწავლეები, საჯარო სკოლების მასწავლებლები, მშობლები. . .
პროტოკოლით განსაზღვრული რეგლამენტით ღია კარის დღეს პირადად უძღვებოდა საქართველო - პოლონეთის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის რექტორი, აკდემიკოსი გარი ჩაფიძე და პასუხობდა დამსწრე აუდიტორიის შეკითხვებს.
შეხვედრაში აქტიური მონაწილეობა მიიღო ქ-ნმა ნათელა სვანიძემ, ბოლნისის მკვიდრმა, რომელიც გახლავთ ქალთა ორგანიზაციის წევრი პარლამენტში. მან მადლობა გადაუხადა ბ-ნ გარი ჩაფიძეს ბოლნისში სასწავლო ცენტრის გახსნისთვის და საქმიანობაში თანადგომა და დახმარება აღუთქვა სასწავლო ცენტრის განათლების ხარისხის მართვის სამსახურის უფროსს ქ-ნ ლია ბურჭულაძეს.
შეხვედრის დასარულს პირველკურსელებს გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები.
წარმატებები საქართველო - პოლონეთის საერთაშორისო ურთიერთობათა უნივერსიტეტის ბოლნისის სასწავლო ცენტრს!