Mothers Space • დედების სივრცე

Mothers Space •  დედების სივრცე

Share

მიზანი: ქალის, როგორც ქალის და როგორც დედის გაძლიერებაა.

Photos from Mothers Space •  დედების სივრცე's post 03/03/2026
10/12/2025

ჩვენი სივრცის ახალგაზრდა, მუდმივ განვითარებაში და ძიებაში მყოფ დედას, თავისი საქმის პროფესიონალს და ერთგულს, სანდო ადამიანს, მადლობას ვუხდი, რომ არის, ასეთი არის და ჩვენიც არის. ნინო აბულაძე

ეწვიეთ, უზომოდ კმაყოფილი დარჩებით.
https://www.facebook.com/share/1FihFwZStK/

Photos from Mothers Space •  დედების სივრცე's post 01/09/2025

"დედების სივრცე" მესხეთ -ჯავახეთში ტურით საოცარ ადამიანებთან და @წამო (://www.facebook.com/share/1GEUC16vqK/)-სთან ერთად.
კარგი დღე და გამირჩეული იუბილე იყო ჩვენი სივრცის ერთ-ერთი საოცარი დედიკოსთვის Shorena Samkharadze შორენასთვის.
მრავალი ბედნიერი და სასიამოვნო დღე ყველა დედიკოს

Photos from Mothers Space •  დედების სივრცე's post 03/03/2025

ძვირფასო დედებო "დედების სივრცე" გილოცავთ დედის დღეს!
ბედნიერი დედები იყავით
მ რ ა ვ ა ლ ჟ ა მ ი ე რ
❤️❤️❤️

23/10/2024

ნაწყვეტი შეხვედრიდან " მენტალური ჯანმრთელობა და მისი გავლენა ცხოვრების ხარისხზე"

Photos from Mothers Space •  დედების სივრცე's post 07/09/2024

" მენტალური ჯანმრთელობა და მისი გავლენა ცხოვრების ხარისხზე" - თემა რომელიც საოცრად გასაგებად, ადვილად მისაღებად, ღრმად დასაფიქრებლად და საინტერესოდ გაგვიშალა ქალბატონმა ნონამ Nona Akhalashvili .
- გინდა მაღალი ხარისხის ცხოვრების დონე?
- იზრუნე მენტალურ ჯანმრთელობაზე!

მადლობა ქ-ნ ნონას დათმობილი დროისთვის; მადლობა თითოეულ მონაწილეს ჩართულიბისთვის, მადლობა ასკილის სხვენი • Askili Roof - ს
მუდმივი მხარდაჭერისთვის

03/09/2024

"დედების სივრცე"აგრძელებს შეხვედრებს

თემა: მენტალური ჯანმრთელობა და მისი გავლენა ცხოვრების ხარისხზე

✅რას ნიშნავს მენტალური ჯანმრთელობა;
✅პიროვნების რომელი ნიშან-თვისებები ახდენენ განსაკუთრებულ ზეგავლენას მის მენტალურ ჯანმრთელობაზე;
✅რა კავშირია მენტალურ ჯანმრთელობასა და ცხოვრების ხარისხს შორის;
✅პიროვნების ტიპოლოგია და მენტალური ჯანმრთელობა;
✅A და B ტიპის პიროვნებები და მათი ცხოვრების ხარისხი;
✅აქცენტუირებულ პიროვნებათა ტიპები;
✅ერიხ ფრომის ხასიათის ტიპოლოგია - პროდუქტიული და არაპროდუქტიული ტიპები;
✅ადამიანი - მანიპულატორი და მისი მარადიული კონფლიქტი საკუთარ თავთან;
✅ადაპტაციურობის უნარი და მისი გავლენა ადამიანის ცხოვრების ხარისხზე;
✅ნენსი მაკ-ვილიამსის ფსიქიკური და ემოციური ჯანმრთელობის 16 ელემენტი;
✅ადამიანის ტემპერამენტი და მისი გავლენა ცხოვრების ხარისხზე.

სპიკერი:
✅ფსიქოლოგიის დოქტორი,
✅ქართული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი,
✅ნიუუნის პროფესორი,
✅თბილისის თავისუფალი აკადემიის პროფესორი
✅წიგნის - ფსიქოლოგიის საფუძვლები, ავტორი
ნონა ახალაშვილი

შეხვედრის
დრო: 7 სექტემბერი (შაბათი) 13:00 საათი
ადგილი: რუსთავი. პუშკინის №2
ასკილის სხვენი • Askili Roof

დასწრება თავისუფალია, რაოდენობა შეზღუდული. გთხოვთ დასწრების სურვილის შემთხვევაში წინასწარ მოგვწეროთ პირად შეტყობინებაში.

შეხვედრამდე.

წარმატებები

08/07/2024

10 ივლისს 17:00 საათზე "დედების სივრცე" მიწვეულია სიქას SIQA სიქა მიერ ორგანიზებულ საინტერესო შეხვედრაზე.
მადლობა მათ ქალაქისთვის ასეთი ღონისძიების ჩუქებისთვის და ჩვენი მოწვევისთვის.

Photos from Mothers Space •  დედების სივრცე's post 30/06/2024

საინტერესოდ და საქმიანად ჩაიარა შეხვედრამ.
ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი შეხვედრები და ვფიქრობ ყველა პოლიტიკოსმა, თუ პოლიტიკურმა პარტიამ, მათ შორის სახელისუფლებომ, უნდა გამონახოს დრო ასეთ ჯგუფებთან და არა პარტაქტივებთან სასაუბროდ.
მადლობა ხატია დეკანოიძეს დათმობილი დროისთვის და საინტერესო და გულწრფელი საუბრისთვის; მადლობა თითოეულ დამსწრეს გამოხატული სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის და ჩართულობისთვის; მადლობა ასკილის სხვენი • Askili Roof -ს თანადგომისთვის.

27/06/2024

"დედების სივრცე" აგრძელებს შეხვედრებს.

თემა: თავისუფალი საუბრები

სპიკერი:
✅ 1999 წლიდან საქართველოს სხვადასხვა სამთავრობო უწყებების თანამშრომელი.
✅ 2004-2005 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი.
✅ 2007 წლის მაისიდან 2012 წლის მაისამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორი
✅2012 წლის მაისიდან 2012 წლის ივლისამდე — გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი,
✅2012 წლის 4 ივლისიდან 25 ოქტომბრამდე — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.
✅ 2014 წელს უკრაინის მთავრობის მართლმსაჯულების, სამართალდამცავი და ანტიკორუფციული რეფორმების ექსპერტი
✅ 2015-2016 წლებში უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსი
✅ ეუთოს სამეცნიერო სახელმძღვანელოს ავტორი ევროპულ ქვეყნებში საუკეთესო პოლიციური სწავლების პრაქტიკის შესახებ.
✅დამხმარე პროფესორი მარშალის უსაფრთხოების ცენტრში გერმანიაში (კურსი ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის შესახებ). ✅2020 წლის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი ფრაქცია " ევროოპტიმისტები"

ხატია დეკანოიძე

შეხვედრის დრო: 29 ივნისი (შაბათი) 13:00 საათი
ადგილი: რუსთავი. პუშკინის №2
ასკილის სხვენი • Askili Roof

დასწრება თავისუფალია, რაოდენობა შეზღუდული. გთხოვთ დასწრების სურვილის შემთხვევაში წინასწარ მოგვწეროთ პირად შეტყობინებაში.

შეხვედრამდე.

წარმატებები

Photos from Mothers Space •  დედების სივრცე's post 02/06/2024

1 ივნისი "დედების სივრცის" და "ვარდის სახლის" Rose House • ვარდის სახლი - Argokhi დამეგობრების დღეც არის.
ზღაპრულ გარემოში, ვარდების გამაბრუებელი სურნელით, ბუნების საოცარი სილამაზით, ძლიერი ქალების ენერგიით შექმნილ სასწაულ ატმოსფეროში გაფორმდა მეგობრობის მემორანდუმი.
მადლობა ნატალი Bio-Chafuna
ამ სილამაზისთვის ზიარებისთვის, მეგობრობისთვის და, რომ ხარ, იმისთვის! მაგალითი ხარ, რომ ყველაფერი მიღწვევადი და შესაძლებელია, როცა გულწრფელად გინდა და მზად ხარ მოქმედებისთვის.
მადლობა ამ დღის თითოეულ მონაწილეს იმ ერთობისთვის, რომელიც უძლეველ ენერგიას ქმნის.
მადლობა "ქალთა ორგანიზაცია საქართველოსთვის" ქალთა ორგანიზაცია საქართველოსთვის ამ დღის შექმნისთვის გაწეული დახმარებისთვის.
ქალები, დედები მნიშვნელოვან როლს ვასრულებთ ბედნიერი მომავლის შექმნაში.

Want your school to be the top-listed School/college in Rustavi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Website

Address


XXI Micro Region Building 7 App 21
Rustavi
3700