🌎22 აპრილი-დედამიწის დღე✨
სამოქალაქო პროექტის ფარგლებში XIბ კლასის მოსწავლეებმა IVა კლასის მოსწავლეებისთვის გამართეს საინფორმაციო და შემეცნებითი შეხვედრა, სადაც ისაუბრეს დედამიწის დაცვის მნიშვნელობაზე და გაუზიარეს პრაქტიკული რჩევები გარემოზე ზრუნვისთვის.
შეხვედრა იყო აქტიური, სახალისო და საინტერესო.
IVა კლასს გადაეცა სერტიფიკატი- ,,ეკოგმირები",
როგორც სიმბოლო მათი პასუხისმგებლობისა და სურვილისა, იზრუნონ უკეთესი მომავლისთვის✨
რუსთავის N21 საჯარო სკოლა
განათლება
💫პროფორიენტაციის ფარგლებში საინტერესო შეხვედრა სკოლაში💫
🇬🇪დღეს ჩვენს სკოლას სტუმრობდნენ კადეტთა კორპუსის წარმომადგენლები, რომლებმაც უფროსკლასელებს გააცნეს ინფორმაცია - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია-ს შესახებ, ისაუბრეს სწავლის პირობებზე, პროფესიულ მიმართულებებსა და იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც აკადემია სთავაზობს მომავალ სტუდენტებს. ✨️
სტუმრებმა ასევე წარადგინეს პრეზენტაცია აკადემიის შესახებ, სადაც დეტალურად მიმოიხილეს ფაკულტეტები და პროფესიული მიმართულებები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დასაქმების პერსპექტივებსა და კარიერული განვითარების შესაძლებლობებს.💫
🌟შეხვედრა დიდი ინტერესით წარიმართა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტი, რომ პრეზენტატორები — მიხეილ გიგიაშვილი და ნიკოლოზ მერაბიშვილი — ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულები არიან, რაც მოსწავლეებისთვის დამატებითი მოტივაციის წყაროდ იქცა.🌟
შეხვედრის დასასრულს სტუმრებმა ამომწურავად უპასუხეს მოსწავლეების შეკითხვებს.
🇬🇪 ვემსახურებით სამშობლოს! - როგორც ნიკოლოზმა გვითხრა დამშვიდობებისას ❤️
-თქვენც ხომ სამშობლოს ემსახურებითო ❤️🇬🇪❤️
ყველა ჩვენს ,,ფრონტზე" ვემსახურებით სამშობლოს ❤️
ჩვენი სკოლა – ჩვენი პროექტი! ✨🎬
🇬🇪🇩🇪
XIა კლასის მოსწავლეები წარმოგიდგენთ მათ მიერ შექმნილ განსაკუთრებულ ვიდეოპროექტს თემაზე — „სკოლა“ 💙
გერმანული ენის (მესამე უცხოური ენა, A1.2 დონე) შესწავლის პროცესში, მოსწავლეებმა არა მხოლოდ ახალი ცოდნა შეიძინეს, არამედ საკუთარი შემოქმედებითი ხედვაც გამოავლინეს. თითოეული კადრი ასახავს მათ დამოკიდებულებას, ემოციას და სიყვარულს საკუთარი სკოლის მიმართ.
პროექტის შთაგონების წყარო გახდა Deutsche Welle-ის სასწავლო მასალა, რომლის დახმარებითაც მოსწავლეებმა ჯერ გერმანული სკოლა გაიცნეს, შემდეგ კი თავიანთი თვალით დანახული სკოლა საინტერესოდ და ორიგინალურად წარმოადგინეს.
🎥 ეს არის ისტორია ჩვენს სკოლაზე — მოსწავლეების თვალით დანახული
💫 ეს არის პროექტი, რომელიც აერთიანებს ცოდნას, შემოქმედებას და გუნდურ მუშაობას
პედაგოგი: Nino Mosieva
🇩🇪🇬🇪
Unsere Schule – unser Projekt! 🎥
Dieses Video ist ein Projekt der 11a. Klasse zum Thema „Schule“. Die Schülerinnen und Schüler lernen Deutsch auf dem Niveau A1.2.
Die Inspiration war das Thema „Schule“ von Deutsche Welle. Sie haben zuerst die deutsche Schule entdeckt und danach ihre eigene Schule präsentiert.
Viel Spaß beim Anschauen! ❤️
📌 პროფორიენტაციის პროექტის ფარგლებში ჩვენს სკოლას ესტუმრა ყოფილი მოსწავლე ზურაბ ბარბაქაძე – (ფანდურა).
შეხვედრა გამორჩეული და მრავალფეროვანი იყო – სტუმარმა მოსწავლეებს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება, ისაუბრა პროფესიულ გზაზე, არჩევანის მნიშვნელობასა და იმ გამოწვევებზე, რომლებიც წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ხვდება.
🎶 განსაკუთრებული ემოცია შეხვედრას მისმა მუსიკალურმა ნაწილმა შემატა – ფანდურამ საკუთარი სიმღერები შეასრულა..
✨ კიდევ უფრო სასიამოვნო იყო ის ფაქტი, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლეებმაც შეასრულეს მისი რამდენიმე სიმღერა, რამაც შეხვედრას განსაკუთრებული სითბო და ერთიანობის შეგრძნება შესძინა.
მოსწავლეებისთვის ეს იყო შთამაგონებელი და დასამახსოვრებელი გამოცდილება, რომელიც მათ მომავალ არჩევანში აუცილებლად დაეხმარებათ.
💬 მადლობას ვუხდით ფანდურას სტუმრობისთვის და ამ გულწრფელი, ემოციური შეხვედრისთვის!
6 აპრილს ჩვენს სკოლაში წარმატებით ჩატარდა სააღდგომო საქველმოქმედო აქტივობა 🙏✨
სკოლის გუნდი, Neka Modebadze -ის ხელმძღვანელობით, აქტიურად ჩაერთო ღონისძიებაში. განსაკუთრებული მადლობა თითოეულ მოსწავლეს, მასწავლებელსა და დამრიგებელს მხარდაჭერისა და ჩართულობისთვის 💛
ერთად ვაკეთებთ სიკეთეს და ვქმნით უკეთეს მომავალს! 🌿
06/04/2026
სსიპ - ნოდარ დუმბაძის სახელობის ქალაქ რუსთავის N21 საჯარო სკოლაში VIII კლასის მოსწავლეებს შორის ჩატარდა კონკურსი „მე ჟურნალისტი“.
საგან მოქალაქეობის ფარგლებში მოსწავლეებმა შეისწავლეს მედია და მისი როლი თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში. შემდეგ ეტაპზე მოსწავლეებმა შემაჯამებელი დავალებების სახით წარმოადგინეს ვიდეო სიუჟეტები ქალაქის, სასკოლო თემის, ახალგაზრდების პრობლემებზე.
ჟიურიმ გამოავლინა 5 საუკეთესო ნაშრომის ავტორი VIIIა, VIIIბ, VIIIდ და VIIIე კლასებს შორის.
საუკეთესო სიუჟეტების ავტორებს პროექტის ხელმძღვანელმა გადასცა სერტიფიკატები და წიგნები. პროექტს მხარს უჭერდნენ სკოლის დირექციის წარმომადგენლები.
საგნის მასწავლებელი და პროექტის ხელმძღვანელი - თემურ სუყაშვილი.
03/04/2026
მათემატიკური კლუბის მორიგი აქტივობის ფარგლებში გაიმართა საინტერესო და სახალისო მათემატიკური ვიქტორინა მე-5 კლასის მოსწავლეებისთვის 📊✨
ვიქტორინას უძღვებოდა კლუბის ხელმძღვანელი ანიკა თოლორაია, რომელსაც აქტიურად ეხმარებოდნენ XI კლასის მოსწავლეები, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სკოლაში თანატოლგანმანათლებლობის მნიშვნელობას.
შეჯიბრი შეფასდა მათემატიკის მასწავლებლებისგან დაკომპლექტებული ჟიურის მიერ.
ღონისძიების დასასრულს, სკოლის დირექტორმა მონაწილეებსა და გამარჯვებული გუნდების კაპიტნებს საზეიმოდ გადასცა სერთიფიკატები 🏆
ასეთი აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეთა ლოგიკური აზროვნების განვითარებას და მათში სწავლისადმი ინტერესის გაძლიერებას 💡
Click here to claim your Sponsored Listing.
Location
Category
Address
Rustavi
3700