11/08/2022
როგორ გამოვხატოთ განსხვავება ისეთ წინადებებს შორის, როგორიცაა: ღობე შევღებე VS ღობე შემიღებეს❓️
ამისათვის გვჭირდება causative- კაუზატივი.✅️
🟣კაუზატივი გამოიყენება, როცა გვინდა აღვნიშნოთ, რომ წინადადების ობიექტს, მოქმედებას უსრულებს ან ასრულებინებს სხვა და თავად არ არის მოქმედი პირი.
მაგ: I cut my hair every month.- თმას ვიჭრი ყოველ თვე. (მე თვითონ ვასრულებ მოქმედებას)
I have my hair cut every month.- თმას მჭრიან ყოველთვე.
I'm doing my nails.- ფრჩხილებს ვიკეთებ.
I'm having my nails done. - ფრჩხილებს მიკეთებენ.
I will fix my car. -ჩემს მანქანას შევაკეთებ.
I will have my cars fixed.- მანქანას შემიკეთებენ.
🟣ესე იგი, causative იწარმოება have ზმნის იმ ფორმით, რომელიც მოცემული წინადადების დროს სჭირდება( have, is having, will have, have had, had had ა.შ) და ზმნა ჯდება past participleში. (არაწესიერი ზმნების მესამე ფორმა, წესიერი ზმნა+ed)
More xamples:
I have had my room designed. ( present perfect)
I had had my room designed. (Past perfect)
I might have my door painted. ( modal verb:might)
🟣Causative ის საწარმოებლად, have შეიგვიძლია ჩავანაცვლოთ getის შესაბამისი ფორმით. ესაა სალაპარაკოდ გამოყენებადი, ნაკლებად ოფიციალური ვარიანტი.
ე.ი
I have my nails done.> I get my nails done.
I am having my nails done.> I'm getting my nails done.
I have had my nails done. > I have got my nails done.
⚠️⚠️⚠️ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ზმნის მესამე ფორმა ობიექტს მოსდევს, არ უსწრებს მას წინ. შესაბამისად
I have done my nails არაა კაუზატივი, ეს უკვე ჩვეულებრივ ახლანდლეი სრული დროა და მოქმედი პირიც "მე" გამოდის. გვჭირდება I have my nails done.
🟣თუ გვინდა გამოვხატოთ, ვინ შეგვისრულებს ან ვის შევარსულებინებთ მოქმედებას, შეგვიძლია byს გამოყენება.
მაგ: I will have my car examined by mechaninxc.
✅️კაუზატივის კიდევ ერთი ფუნქციაა, გამოხატოს მოქმედება, რომელიც ჩვენი ნება სურვილის გარეშე მოხდა, ძირითადად რაიმე უარყოფითი.
მაგ: my dad had his car stolen. - მამაჩემს მანქანა მოპარეს