03/07/2026
✔️სპეციალური მასწავლებლების ასისტენტთა შრომითი უფლებები✔️
სპმთპ-ის სისტემატურად მომართავენ სპეციალური მასწავლებლის ასისტენტები შრომითი უფლებების შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით. განსაკუთრებით ხშირია კითხვები: ვადიანი (9-თვიანი, 10-თვიანი, 1-წლიანი) შრომითი ხელშეკრულებების გაფორმების კანონიერების, გამოსაცდელი ვადის, ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის, ხელფასის დაქვითვის და სხვა მნიშვნელოვანი შრომით-სამართლებრივი საკითხების შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია საზოგადოებას მივაწოდოთ სამართლებრივი განმარტება. უპირველეს ყოვლისა, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სპეციალური მასწავლებლის ასისტენტზე სრულად ვრცელდება საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული ყველა უფლება და გარანტია. არც სკოლის სპეციფიკა და არც თანამდებობის დასახელება არ შეიძლება გახდეს დასაქმებულის უფლებების შეზღუდვის საფუძველი. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლი აღიარებს შრომის თავისუფლებას, ხოლო საქართველოს შრომის კოდექსი ეფუძნება დასაქმებულთა თანასწორობის, კეთილსინდისიერებისა და სამართლიანი შრომითი ურთიერთობის პრინციპებს. განგიმარტავთ:
❗️1 წელზე ნაკლები ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულების დადების ზუსტი საფუძვლები განსაზღვრულია საქართველოს შრომის კოდექსით. სამწუხაროდ, ზოგიერთ საჯარო სკოლაში არის შემთხვევები, როდესაც სპეციალური მასწავლებლის ასისტენტებთან ყოველწლიურად ფორმდება 9 ან 10-თვიანი შრომითი ხელშეკრულებები. ასეთი ხელშეკრულებები ვერ ჩაითვლება კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში. საქართველოს შრომის კოდექსის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, 1 წელზე ნაკლები ვადით შრომითი ხელშეკრულება იდება მხოლოდ შემდეგი საფუძვლების არსებობისას:
ა) შესასრულებელია კონკრეტული მოცულობის სამუშაო;
ბ) შესასრულებელია სეზონური სამუშაო;
გ) სამუშაოს მოცულობა დროებით იზრდება;
დ) ხდება შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლით სამუშაოზე დროებით არმყოფი დასაქმებულის ჩანაცვლება;
ე) შრომითი ხელშეკრულება ითვალისწინებს „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შრომის ანაზღაურების სუბსიდირებას;
ვ) არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების განსაზღვრული ვადით დადებას.
სპეციალური მასწავლებლის ასისტენტებთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებების შესწავლის საფუძველზე დადგინდა, რომ არსებული ხელშეკრულებები არ აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ არცერთ კრიტერიუმს, ვინაიდან ხელშეკრულებაში არ არის გათვალისწინებული არცერთი შემთხვევა, რის დროსაც ერთ წელზე ნაკლები განსაზღვრული ვადით ხდება ხელშეკრულების დადება.
ხელშეკრულება გაფორმებული უნდა ყოფილიყო ან გამოსაცდელი ვადით (არაუმეტეს 6 თვისა), ან 1 წლის ვადით. შესაბამისად, ხელშეკრულება ითვლება უვადოდ. აღნიშნულს ადასტურებს “საქართველოს შრომის კოდექსის” მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის ჩანაწერი: ,,თუ განსაზღვრული ვადით შრომითი ხელშეკრულება დადებულია ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის გარეშე, მიიჩნევა, რომ დადებულია უვადო შრომითი ხელშეკრულება”.
❗️რაც შეეხება გამოსაცდელი ვადით დადებულ შრომით ხელშეკრულებას, იგი იდება მხოლოდ ერთხელ და არ შეიძლება გაფორმდეს მრავალჯერადად. საქართველოს შრომის კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, გამოსაცდელი ვადით ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს ერთჯერადად, წერილობითი ფორმით, მაქსიმუმ 6 თვის ვადით. გამოსაცდელი ვადის მთავარი მიზანია დასაქმებულის პროფესიული უნარებისა და კომპეტენციის შეფასება. აქედან გამომდინარე, დაუშვებელია ერთი და იგივე პირისადმი ყოველწლიურად ახალი გამოსაცდელი ვადის დაწესება მაშინ, როდესაც იგი უკვე მუშაობდა იმავე პოზიციაზე და დამსაქმებელს მისი პროფესიული შესაძლებლობები უკვე შეფასებული აქვს. გამოსაცდელი ვადის განმეორებით გამოყენება ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს.
❗️რაც შეეხება ანაზღაურებად შვებულებას, ეს არის კანონით გარანტირებული უფლება, რომელსაც არეგულირებს საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე და 36-ე მუხლები. სპეციალური მასწავლებლის ასისტენტებს, ისევე როგორც, ყველა სხვა დასაქმებულს აქვს უფლება:
• უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოზე;
• დროულ და სრულ შრომით ანაზღაურებაზე;
• ღირსეულ სამუშაო პირობებზე;
• ზეგანაკვეთური სამუშაოს შესაბამის ანაზღაურებაზე;
• დასაბუთებულ დისციპლინურ წარმოებაზე;
• პროფესიულ კავშირში გაწევრიანებაზე;
• საკუთარი შრომითი უფლებების სასამართლოსა და შესაბამის სახელმწიფო ორგანოებში დაცვაზე.
❗️იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ურთიერთობა წყდება და დასაქმებულს დარჩა გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულება, მას უფლება აქვს მიიღოს შესაბამისი ფულადი კომპენსაცია.
მნიშვნელოვანია, სწორად განიმარტოს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის პირობები. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრული საფუძვლების არსებობისას. დამსაქმებელი ვალდებულია, გადაწყვეტილება დაასაბუთოს და დაიცვას კანონით დადგენილი პროცედურები. პრაქტიკა ცხადყოფს, რომ ამ კუთხითაც ხშირია დარღვევები.
❗️სპეციალურ მასწავლებელთა ასისტენტებთან გაფორმებულ შრომით ხელშეკრულბებში არის ურთიერთგამომრიცხავი ნორმები:
ხელშეკრულებებში ცალკე პუნქტად გაწერილია შვებულების მიცემის წესი, რომლის თანახმად, დასაქმებულს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა მუშაობის დაწყებიდან 11 თვის შემდეგ და სკოლის დირექტორთან შეთანხმებით დასაქმებულს შვებულება შეიძლება მიეცეს ამ ვადის გასვლამდეც. აღნიშნული ჩანაწერი ერთი მხრივ შესაბამისობაშია “საქართველოს შრომის კოდექსის” 32-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ჩანაწერთან: ,,დასაქმებულს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა მუშაობის 11 თვის შემდეგ. მხარეთა შეთანხმებით, დასაქმებულს შვებულება შეიძლება მიეცეს აღნიშნული ვადის გასვლამდეც”, მაგრამ აღნიშნული ჩანაწერი წინააღმდეგობაში მოდის თავად ხელშეკრულებაშივე განსაზღვრულ 9 ან 10-თვიან ვადასთან, ვინაიდან ხელშეკრულება სკოლას დადებული აქვს დასაბუთების გარეშე, შრომის კოდექსის უგულებელყოფით.
❗️არის შემთხვევები, როდესაც სპეციალური მასწავლებლის ასისტენტს დაუქვითეს შრომის ანაზღაურება მოსწავლის გაცდენის ბრალეულობით, რაც კანონდარღვევაა, ვინაიდან, საქართველოს შრომის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, არ ანაზღაურდება მხოლოდ დასაქმებულის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენა.
❗️სპეციალური მასწავლებლის ასისტენტი წარმოადგენს ინკლუზიური განათლების სისტემის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რგოლს. სწორედ ამიტომ, მისი შრომითი უფლებების დაცვა არ არის მხოლოდ კონკრეტული დასაქმებულის კერძო ინტერესი — ეს არის სამართლებრივი სახელმწიფოს, ღირსეული შრომისა და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი წინაპირობა.
📌საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი მომავალშიც გააგრძელებს სპეციალური მასწავლებლის ასისტენტების უფლებების დაცვას, სამართლებრივი დახმარების გაწევას და საზოგადოების ინფორმირებას შრომითი კანონმდებლობის სწორად გამოყენების შესახებ.
📌შრომითი უფლებების ცოდნა არის მათი დაცვის ყველაზე ძლიერი და ეფექტური სამართლებრივი მექანიზმი.
✔️სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტის შრომითი უფლებები✔️
სპმთპ-ის სისტემატურად მომართავენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტები შრომითი უფლებების შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით. განსაკუთრებით ხშირია კითხვები: ვადიანი (9-თვიანი, 10-თვიანი, 1-წლიანი) შრომითი ხელშეკრულებების გაფორმების კანონიერების, გამოსაცდელი ვადის, ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის, ხელფასის დაქვითვის და სხვა მნიშვნელოვანი შრომით-სამართლებრივი საკითხების შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია საზოგადოებას მივაწოდოთ სამართლებრივი განმარტება. უპირველეს ყოვლისა, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტზე სრულად ვრცელდება საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული ყველა უფლება და გარანტია. არც სკოლის სპეციფიკა და არც თანამდებობის დასახელება არ შეიძლება გახდეს დასაქმებულის უფლებების შეზღუდვის საფუძველი. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლი აღიარებს შრომის თავისუფლებას, ხოლო საქართველოს შრომის კოდექსი ეფუძნება დასაქმებულთა თანასწორობის, კეთილსინდისიერებისა და სამართლიანი შრომითი ურთიერთობის პრინციპებს. განგიმარტავთ:
❗️1 წელზე ნაკლები ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულების დადების ზუსტი საფუძვლები განსაზღვრულია საქართველოს შრომის კოდექსით. სამწუხაროდ, ზოგიერთ საჯარო სკოლაში არის შემთხვევები, როდესაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტებთან ყოველწლიურად ფორმდება 9 ან 10-თვიანი შრომითი ხელშეკრულებები. ასეთი ხელშეკრულებები ვერ ჩაითვლება კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში. საქართველოს შრომის კოდექსის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, 1 წელზე ნაკლები ვადით შრომითი ხელშეკრულება იდება მხოლოდ შემდეგი საფუძვლების არსებობისას:
ა) შესასრულებელია კონკრეტული მოცულობის სამუშაო;
ბ) შესასრულებელია სეზონური სამუშაო;
გ) სამუშაოს მოცულობა დროებით იზრდება;
დ) ხდება შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლით სამუშაოზე დროებით არმყოფი დასაქმებულის ჩანაცვლება;
ე) შრომითი ხელშეკრულება ითვალისწინებს „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შრომის ანაზღაურების სუბსიდირებას;
ვ) არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების განსაზღვრული ვადით დადებას.
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებების შესწავლის საფუძველზე დადგინდა, რომ არსებული ხელშეკრულებები არ აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ არცერთ კრიტერიუმს, ვინაიდან ხელშეკრულებაში არ არის გათვალისწინებული არცერთი შემთხვევა, რის დროსაც ერთ წელზე ნაკლები განსაზღვრული ვადით ხდება ხელშეკრულების დადება.
ხელშეკრულება გაფორმებული უნდა ყოფილიყო ან გამოსაცდელი ვადით (არაუმეტეს 6 თვისა), ან 1 წლის ვადით. შესაბამისად, ხელშეკრულება ითვლება უვადოდ. აღნიშნულს ადასტურებს “საქართველოს შრომის კოდექსის” მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის ჩანაწერი: ,,თუ განსაზღვრული ვადით შრომითი ხელშეკრულება დადებულია ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის გარეშე, მიიჩნევა, რომ დადებულია უვადო შრომითი ხელშეკრულება”.
❗️რაც შეეხება გამოსაცდელი ვადით დადებულ შრომით ხელშეკრულებას, იგი იდება მხოლოდ ერთხელ და არ შეიძლება გაფორმდეს მრავალჯერადად. საქართველოს შრომის კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, გამოსაცდელი ვადით ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს ერთჯერადად, წერილობითი ფორმით, მაქსიმუმ 6 თვის ვადით. გამოსაცდელი ვადის მთავარი მიზანია დასაქმებულის პროფესიული უნარებისა და კომპეტენციის შეფასება. აქედან გამომდინარე, დაუშვებელია ერთი და იგივე პირისადმი ყოველწლიურად ახალი გამოსაცდელი ვადის დაწესება მაშინ, როდესაც იგი უკვე მუშაობდა იმავე პოზიციაზე და დამსაქმებელს მისი პროფესიული შესაძლებლობები უკვე შეფასებული აქვს. გამოსაცდელი ვადის განმეორებით გამოყენება ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს.
❗️რაც შეეხება ანაზღაურებად შვებულებას, ეს არის კანონით გარანტირებული უფლება, რომელსაც არეგულირებს საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე და 36-ე მუხლები. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტს, ისევე როგორც, ყველა სხვა დასაქმებულს აქვს უფლება:
• უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოზე;
• დროულ და სრულ შრომით ანაზღაურებაზე;
• ღირსეულ სამუშაო პირობებზე;
• ზეგანაკვეთური სამუშაოს შესაბამის ანაზღაურებაზე;
• დასაბუთებულ დისციპლინურ წარმოებაზე;
• პროფესიულ კავშირში გაწევრიანებაზე;
• საკუთარი შრომითი უფლებების სასამართლოსა და შესაბამის სახელმწიფო ორგანოებში დაცვაზე.
❗️იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ურთიერთობა წყდება და დასაქმებულს დარჩა გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულება, მას უფლება აქვს მიიღოს შესაბამისი ფულადი კომპენსაცია.
მნიშვნელოვანია, სწორად განიმარტოს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის პირობები. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრული საფუძვლების არსებობისას. დამსაქმებელი ვალდებულია, გადაწყვეტილება დაასაბუთოს და დაიცვას კანონით დადგენილი პროცედურები. პრაქტიკა ცხადყოფს, რომ ამ კუთხითაც ხშირია დარღვევები.
❗️სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტთან გაფორმებულ შრომით ხელშეკრულბებში არის ურთიერთგამომრიცხავი ნორმები:
ხელშეკრულებებში ცალკე პუნქტად გაწერილია შვებულების მიცემის წესი, რომლის თანახმად, დასაქმებულს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა მუშაობის დაწყებიდან 11 თვის შემდეგ და სკოლის დირექტორთან შეთანხმებით დასაქმებულს შვებულება შეიძლება მიეცეს ამ ვადის გასვლამდეც. აღნიშნული ჩანაწერი ერთი მხრივ შესაბამისობაშია “საქართველოს შრომის კოდექსის” 32-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ჩანაწერთან: ,,დასაქმებულს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა მუშაობის 11 თვის შემდეგ. მხარეთა შეთანხმებით, დასაქმებულს შვებულება შეიძლება მიეცეს აღნიშნული ვადის გასვლამდეც”, მაგრამ აღნიშნული ჩანაწერი წინააღმდეგობაში მოდის თავად ხელშეკრულებაშივე განსაზღვრულ 9 ან 10-თვიან ვადასთან, ვინაიდან ხელშეკრულება სკოლას დადებული აქვს დასაბუთების გარეშე, შრომის კოდექსის უგულებელყოფით.
❗️არის შემთხვევები, როდესაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტს დაუქვითეს შრომის ანაზღაურება მოსწავლის გაცდენის ბრალეულობით, რაც კანონდარღვევაა, ვინაიდან, საქართველოს შრომის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, არ ანაზღაურდება მხოლოდ დასაქმებულის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენა.
❗️სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტი წარმოადგენს ინკლუზიური განათლების სისტემის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რგოლს. სწორედ ამიტომ, მისი შრომითი უფლებების დაცვა არ არის მხოლოდ კონკრეტული დასაქმებულის კერძო ინტერესი — ეს არის სამართლებრივი სახელმწიფოს, ღირსეული შრომისა და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი წინაპირობა.
📌საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი მომავალშიც გააგრძელებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა ასისტენტების უფლებების დაცვას, სამართლებრივი დახმარების გაწევას და საზოგადოების ინფორმირებას შრომითი კანონმდებლობის სწორად გამოყენების შესახებ.
📌შრომითი უფლებების ცოდნა არის მათი დაცვის ყველაზე ძლიერი და ეფექტური სამართლებრივი მექანიზმი.