სსიპ გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ქალაქ ფოთის #7 საჯარო სკოლა

  • Home
  • Georgia
  • Poti
  • სსიპ გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ქალაქ ფოთის #7 საჯარო სკოლა

სსიპ გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ქალაქ ფოთის #7 საჯარო სკოლა Public School

სსიპ გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ქალაქ ფოთის მე-7 საჯარო სკოლა გთავაზობთ  შესაძლებლობას ერთდროულად დაეუფლოთ პროფესიას  ...
24/07/2026

სსიპ გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ქალაქ ფოთის მე-7 საჯარო სკოლა გთავაზობთ შესაძლებლობას ერთდროულად დაეუფლოთ პროფესიას და ამავდროულად მიიღოთ საშუალო განათლების ატესტატი ორწლიან პროფესიულ ინტეგრირებულ პროგრამაზე სწავლით -,,FRONT END დეველოპმენტი'', რომლის პირველი ნაკადი 2025-26 სასწავლო წელს მივიღეთ საბაზო საფეხურდამთავრებულთა ბაზაზე. სწავლის დასრულების შემდეგ სკოლის დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტი/ატესტატი, სტუდენტს უფლებას აძლევს სწავლა გააგრძელოს უმაღლეს სასწავლებელში. მიმდინარე წელს სკოლას აქვს ახალი ნაკადის - 10 სტუდენტის მიღების მზაობა. იჩქარეთ, გააკეთეთ არჩევანი ჩვენ მიერ შეთავაზებულ შესაძლებლობაზე ამ დროისთვის რამდენიმე თავისუფალი ადგილს დასაკავებლად. წარმატებებს გისურვებთ!

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA ) მიერ ორგანიზებულ STEM ბანაკში მოსახვედრად კონკურსში მონაწილე...
20/07/2026

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA ) მიერ ორგანიზებულ STEM ბანაკში მოსახვედრად კონკურსში მონაწილე 2000 მოსწავლეს შორის შეირჩა 300 მოსწავლე და მათგან ერთ-ერთი სსიპ გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ქალაქ ფოთის მე-7 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ლიზი მიქავაა, რომელიც აგვისტოს 6 დღეს გაატარებს კაჯრეთის ,,ამბასადორ აკადემიაში''. ვფიქრობთ იგი ემოციითა და გამოცდილებით დატვირთული დაბრუნდება ბანაკიდან...წარმატებები ლიზის...

25.ივნისი.2026წ.საქალაქო საჭადრაკო ფესტივალი ,,ზაფხული-2026"  ღია ტურნირი და ㅣ -ადგილი ნინოს 7-დან 7-დი ქულით და ოქრო და...
03/07/2026

25.ივნისი.2026წ.
საქალაქო საჭადრაკო ფესტივალი ,,ზაფხული-2026" ღია ტურნირი და ㅣ -ადგილი ნინოს 7-დან 7-დი ქულით და ოქრო და ბრინჯაო გიორგის !

მეშვიდელი მწვანე ჩემპიონები...
03/07/2026

მეშვიდელი მწვანე ჩემპიონები...

რუბრიკით ,,არა-ჩვეულებრივი გაკვეთილები''-ს ფარგლებში ჩატარებული შემაჯამებელი გაკვეთილი საგანში _ კომპიუტერული ტექნოლოგიე...
13/06/2026

რუბრიკით ,,არა-ჩვეულებრივი გაკვეთილები''-ს ფარგლებში ჩატარებული შემაჯამებელი გაკვეთილი საგანში _ კომპიუტერული ტექნოლოგიები/პედაგოგი: მაია უჩანეიშვილი. მე-6 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს მათ მიერ სასწავლო წლის მანძილზე შესწავლილი სხვადასხვა პროგრამებში შესრულებული პროექტები, ინტერნეტ მოქალაქეობისა და უსაფრთხოების წესები. პატარებმა კიდევ ერთხელ შეახსენეს ერთმანეთს და აუდიტორიას ინტერნეტში თავდაცვისთვის საჭირო რჩევები...

სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ინიციატივითა და ორგანიზებით,  2026 წლის 14 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით ხორციელდება პროექტი ...
13/06/2026

სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ინიციატივითა და ორგანიზებით, 2026 წლის 14 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით ხორციელდება პროექტი “გაეროს მოდელირება”, რომელიც აერთიანებს საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 14-18 წლის ახალგაზრდებს. პროექტის მიზანია ახალგაზრდებში გაეროს საქმიანობის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და გლობალური გამოწვევების შესახებ ცნობიერების ამაღლება. ასევე მათი აქტიური სამოქალაქო მონაწილეობისა და ლიდერული უნარების განვითარება.
პროექტი წარმოადგენს საგანმანათლებლო და სიმულაციურ პლატფორმას, რომლის ფარგლებში მონაწილეები მოირგებენ სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატების როლებს, იმუშავებენ თემატურ კომიტეტებსა და გენერალურ ასამბლეაში, იმსჯელებენ თანამედროვე გლობალურ საკითხებზე და შეიმუშავებენ რეზოლუციების პროექტებს. პროგრამა ორიენტირებულია ახალგაზრდებში კრიტიკული აზროვნების, არგუმენტირებული მსჯელობის, მოლაპარაკების, საჯარო გამოსვლისა და გუნდური მუშაობის უნარების განვითარებაზე.

შერჩეულ ახალგაზრდებს შორის ერთ-ერთი ჩვენი სკოლის მე- 11 კლასის მოსწავლე ლუკა მუკბანიანია.
გვიხარია და ვულოცავთ ლუკას.

დღეს სასტუმრო ,,პარკ გრინის'' საკონფერენციო დარბაზში ჩვენი სკოლის გუნდის პროექტის, რომელიც მოწონებულ და დაფინანსებულ იქნ...
12/06/2026

დღეს სასტუმრო ,,პარკ გრინის'' საკონფერენციო დარბაზში ჩვენი სკოლის გუნდის პროექტის, რომელიც მოწონებულ და დაფინანსებულ იქნა გაეროს განვითარების პროგრამის მიერ / გრანტი 8000 ლარი/ - ბოლო აქტივობა გაიმართა, რომელსაც ქალაქის საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები და მოსწავლეები ესწრებოდნენ. აქტივობის ფორმატი ინტერაქტიული იყო შემეცნებითი და პრაქტიკული ნაწილებით. ასევე გაკეთდა ცნობილი მსახიობის ჯანო იზორიას მონაწილეობით გადაღებული რილსის /Reels/ პრეზენტაცია. პროექტის მიზანი მინის ნარჩენების ინოვაციური მეთოდებით მართვა და ციფრული სკანერის დანერგვის პოპულარიზაცია იყო. ღონისძიება სკოლის დირექტორმა ნინო მორგოშიამ გახსნა, ხოლო პროექტის ხელმძღვანელმა ქრისტინე ბოჯგუამ და გუნდის წევრებმა: ბარბარე დარჯანიამ, ლუკა მუკბანიანმა და ელენე კვიტატიანმა აუდიტორიას წარუდგინეს QR სკანერის მუშაობის პრინციპები. 30-ზე მეტი სტუმარი კალმებსა და ბლოკნოტებზე დატანილი QR კოდებით პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული თამაშების მონაწილე გახდა, ხოლო მათ შორის გამარჯვებულებს გადაეცათ ბრედირებული ჩანთები.
ვფიქრობთ, რომ მოწვეული სტუმრები ჩვენი მხარდამჭერები არიან სუფთა და მწვანე მომავლის შექმნის საქმეში.
​ #მინისმეორესიცოცხლე #ჩვენიმოსწავლეები #ჯანოიზორია #მეშვიდელები

ვირუსის ევოლუცია- ამ სათაურით ახორციელებდა წლის მანძლზე პროექტს საბუნებისმეტყველო ლაბორატორია, კერძოდ მე-11 კლასში პედაგ...
12/06/2026

ვირუსის ევოლუცია- ამ სათაურით ახორციელებდა წლის მანძლზე პროექტს საბუნებისმეტყველო ლაბორატორია, კერძოდ მე-11 კლასში პედაგოგი-ნანა ლაშქარავა. დღეს პროექტის ფინალი იყო, რომელსაც ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები-ეპიდემიოლოგი ზიზი ცაავა და იმუნოლოგი
ლუიზა სილაგავა. ასევე სკოლის ექიმი და სკოლის მასწავლებლები. შეხვედრის ფორმატი ინტერაქტიული და საინტერესო იყო, რომელმაც გაზარდა მოსწავლეთა ცნობიერება ინფექციურ დაავადებებზე, მათ პრევენციასა და მათზე რეაგირებაზე.

პროექტში ჩართული იყვნენ პროფესიული განათლების სტუდენტები,რომლებმაც წარმოადგინეს ანიმაციური ფილმი.

კიდევ ერთი ზეიმი, კიდევ ერთხელ სცენაზე დაღვრილი ღიმილი, სითბო, სიყვარული, სიხარული, ემოცია და ენერგია... ამჯერად მე-3ბ კ...
12/06/2026

კიდევ ერთი ზეიმი, კიდევ ერთხელ სცენაზე დაღვრილი ღიმილი, სითბო, სიყვარული, სიხარული, ემოცია და ენერგია... ამჯერად მე-3ბ კლასმა შეაჯამა ხათუნა მასწავლებელთან /ხათუნა გოგია/ თანამშრომლობის პერიოდი...
დღე იყო დღესასწაული...

სასიხარულო ინფორმაცია! “საქართველოს ფოსტის” მიერ ორგანიზებულ  “საერთაშორისო საფოსტო კავშირის” წერილის წერის საერთაშორისო...
12/06/2026

სასიხარულო ინფორმაცია!
“საქართველოს ფოსტის” მიერ ორგანიზებულ “საერთაშორისო საფოსტო კავშირის” წერილის წერის საერთაშორისო კონკურსში” მისწერე წერილი მეგობარს იმის შესახებ, თუ რატომ არის ადამიანური კავშირი მნიშვნელოვანი ციფრულ სამყაროში” - საქართველოს ფოსტის რჩეული გახდა VIII კლასის მოსწავლე ანანო ზარანდია.
პედაგოგი: ნან დონდოლაძე
ანანო დაჯილდოვდა სერთიფიკატით,,ფოსტის რჩეული'' და ფულადი პრემიით.
ვულოცავთ ანანოს ამ წარმატებას

Address

ფოთი. ჭყონდიდელის ქ. 33
Poti
4400

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სსიპ გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ქალაქ ფოთის #7 საჯარო სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to სსიპ გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ქალაქ ფოთის #7 საჯარო სკოლა:

Shortcuts

Share

Category