ფოთის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა

  • Home
  • Georgia
  • Poti
  • ფოთის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა

ფოთის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ფოთის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, School, გურიის 169, Poti.

🌸✨სკოლა ისევ გელოდებათ —ფერადი საკლასო ოთახებითა  და  მოსიყვარულე გულით.💕თქვენი  მხიარული საუბარი და პატარა ნაბიჯები, ის...
14/09/2026

🌸✨სკოლა ისევ გელოდებათ —
ფერადი საკლასო ოთახებითა და მოსიყვარულე გულით.💕

თქვენი მხიარული საუბარი და პატარა ნაბიჯები, ისევ გაგვახალისებს 🥰
თქვენ გარეშე სკოლა უბრალოდ კედლებია —თქვენთან ერთად კი ის ნამდვილ სახლად იქცევა. ❤️
🌈 გელოდებით დიდი სიყვარულით!

ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს ფოთის წმინდა ნიკოლოზის ზ/ს სკოლის კოლექტივი დაბადების  დღეს ულოცავს ფოთისა და ხობის მიტრ...
17/07/2026

ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს ფოთის წმინდა ნიკოლოზის ზ/ს სკოლის კოლექტივი დაბადების დღეს ულოცავს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტს,💝💖🙏 მაღალყოვლაუსამღვდელოეს გრიგოლს.
სამი ათეული წელია, მეუფის ლოცვა, სიბრძნე და თავდადება მრავალ ადამიანს ცხოვრების გზას უნათებს. ❤️🩷🙏მისი მადლმოსილი მოღვაწეობა მხოლოდ ტაძრებისა და მონასტრების აღმშენებლობით არ იზომება – იგი რწმენის,🙏🩷💕 სიყვარულისა და იმედის აღორძინებით ფასდება. მეუფე გრიგოლის ძალისხმევით გაძლიერდა ფოთისა და ხობის ეპარქია, გაცოცხლდა სულიერი ცხოვრება და მრავალი წმინდა სავანე კვლავ ლოცვისა და მადლის კერად იქცა.
7️⃣0️⃣ წელი -ეს არის თავმდაბლობის, შეუპოვრობისა და ქრისტეს სიყვარულის გზა. ამ ღირსშესანიშნავ დღეს უფალს შევთხოვთ, უხვად მოგანიჭოთ ჯანმრთელობა, სიმტკიცე, სულიერი სიხარული და მრავალი კურთხეული წელიწადი.
დაე, ყოველი თქვენი ნაბიჯი კვლავაც იყოს ეკლესიის განმტკიცების, სამშობლოს კეთილდღეობისა და ადამიანთა სულიერი გაძლიერების საწინდარი.

ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს ფოთის წმინდა ნიკოლოზის ზ/ს სკოლის სცენაზე წარმოდგენილმა სპექტაკლმა  მაყურებელს  ემოცია, ...
30/05/2026

ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს ფოთის წმინდა ნიკოლოზის ზ/ს სკოლის სცენაზე წარმოდგენილმა სპექტაკლმა მაყურებელს ემოცია, სითბო და აღფრთოვანება მოუტანა.
ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის. ია დავითიშვილის მიერ, ნოდარ დუმბაძის ,,ჰელადოსის" საოცარმა ინსცენირებამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა მეგობრობისა და სამშობლოს მნიშვნელობა.
VIII(1) კლასის მოსწავლეებმა თითოეული ეპიზოდი მაყურებლის გულამდე მიიტანეს. ახალგაზრდა მსახიობებმა აუდიტორიას დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს.
ეს იყო საღამო, სადაც სცენა რეალურ ამბად იქცა, ხოლო დუმბაძის გმირები — ჩვენს გულებში გაცოცხლდნენ. 👏🎭
დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ ლამაზი წარმოდგენის შექმნაში მიიღო მონაწილეობა.
თეატრალური აქტივობები ხელს უწყობს ემოციების სწორად გამოხატვას და კულტურის ჩამოყალიბებას, სცენა ადამიანების გამაერთიანებელი ძალაა — სივრცე, სადაც ხელოვნება გულიდან გულამდე აღწევს.

📚✨ „ჯადოსნური ანბანის ბილიკებზე“ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს ფოთის წმინდა ნიკოლოზის ზ/ს სკოლის I (2)  კლასში , პედაგო...
25/05/2026

📚✨ „ჯადოსნური ანბანის ბილიკებზე“
ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს ფოთის წმინდა ნიკოლოზის ზ/ს სკოლის I (2) კლასში , პედაგოგმა ნინო მეგრელიშვილმა , ქალაქ ფოთის საბავშვო ბიბლიოთეკაში, ანბანის გაცილების ღონისძიება
პროექტი — „ბიბლიოთეკა სკოლას“ ფარგლებში ჩაატარა.
✨️📚მოსწავლეებმა შემოქმედებითი აქტივობებით კიდევ ერთხელ იმოგზაურეს ქართული ანბანის ჯადოსნურ სამყაროში.
ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებში კითხვის კულტურის, წიგნის სიყვარულისა და ქართული ანბანისადმი პატივისცემის გაღრმავება.
პატარებმა ლექსებით, სიმღერებით, თეატრალიზებული ნომრებითა და საინტერესო წარმოდგენებით გააცილეს ანბანი
📖 ანბანის ყოველი ასო მათთვის ახალი აღმოჩენის, მეგობრობისა და ცოდნის კარის გასაღებად იქცა.
✨ დასრულდა ერთი ლამაზი ეტაპი და დაიწყო ახალი, კიდევ უფრო საინტერესო საგანმანათლებლო მოგზაურობა.

14/05/2026

#ბოლოზარი📚
#წარმატებისზარი✨️
2️⃣0️⃣2️⃣6️⃣

ფულის გლობალური კვირეულის ფარგლებში , ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს ფოთის წმინდა ნიკოლოზის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაშ...
12/05/2026

ფულის გლობალური კვირეულის ფარგლებში , ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს ფოთის წმინდა ნიკოლოზის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში ჩატარდა ყველაზე მოთხოვნადი პროექტი- #მოიწვიეფინედუკლასში 🙋🙋‍♀️
ფინედუს დესპანის მისია იკისრეს საქართველოს ბანკის წარმონადგენლებმა.

წლევანდელი ინიციატივის ფარგლებში ფინედუს დესპანებმა VI-VIII კლასის მოსწავლეებისთვის ფინანსური განათლების სხვადასხვა საინტერესო თემაზე სახალისო, თამაშებით გამდიდრებულ გაკვეთილები ჩაატარეს.🧑‍🏫👩‍🏫
#ისაუბრეფულზე

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტის ეგიდით ტრადიციულად ტარდება სტუდენტთა და მოსწა...
12/05/2026

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტის ეგიდით ტრადიციულად ტარდება სტუდენტთა და მოსწავლეთა საერთაშორისო კონფერენცია ‘British, American and Georgian Cultural Studies’,რომლის მიზანია ახალგაზრდების სტიმულირება, კრიტიკული აზროვნების განვითარება და პრეზენტაციის უნარების ჩამოყალიბება. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა და IX -XII კლასის მოსწავლეებმა. ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტის წევრებითა და უცხოელი ექსპერტებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ გამოავლინა საუკეთესო მონაწილეები:
🔹️I ადგილი--ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს ფოთის წმინდა ნიკოლოზის ზ/ს სკოლის მე-11კლასის მოსწავლე გიორგი რატიანი (პედაგოგი თ. ნოდია)
🔹️III ადგილი--ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს ფოთის წმინდა ნიკოლოზის ზ/სს კოლის მე-10 კლასის მოსწავლე ელენე კემულარია (პედაგოგი ა. მაჭავარიანი)
გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ საქმიანობაში!

აწსუ -ს ინგლისური ენის  კლუბი , უილიამ შექსპირის შემოქმედებისადმი  მიძღვნილი  აქტივობებით წარსდგა  ფოთის წმინდა ნიკოლოზი...
12/05/2026

აწსუ -ს ინგლისური ენის კლუბი , უილიამ შექსპირის შემოქმედებისადმი მიძღვნილი აქტივობებით წარსდგა ფოთის წმინდა ნიკოლოზის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში.
აქტივობები განახორციელა უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლიგიის მე-3კურსის სტუდენტმა მარიამ ხორავამ.ღონისძიება როგორც სახალისო, ისე ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა. მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ შექსპირის შემოქმედებითა და მემკვიდრეობით შთაგონებულ მრავალფეროვან, კრეატიულ და ინტერაქციულ აქტივობებში.

პროგრამა მოიცავდა ქართული სტილის „რა? სად? როდის?“ თამაშს. ასევე , მოსწავლეებმა ჯულიეტას რომეოსადმი მიძღვნილი წერილი თანამედროვე სტილში გარდაქმნეს. სახალისო თამაში — „ავტორი თუ იმპოსტერი“, მათთვის საინტერესო აღმოჩნდა.
აქტივობამ ხელი შეუწყო პრაქტიკული უნარების გაღრმავებას.
მადლობა ვუხდით აწსუ-ის ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტს თანამშრომლობისათვის.

Address

გურიის 169
Poti
4400

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995551070117

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ფოთის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to ფოთის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა:

Shortcuts

Share

Category