«ჩვენი სკოლისთვის»

«ჩვენი სკოლისთვის»

Share

საგანმანათლებლო კლუბი ქალაქ ფოთის №15 საჯარო სკოლაში 🌿

კლუბის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი – საბა ქოიავა ✅

Photos from «ჩვენი სკოლისთვის»'s post 23/05/2026

კლუბი «ჩვენი სკოლისთვის» გუნდი "მუშა ხალხი"-ის (8ბ) წევრებმა ჩაატარეს შეხვედრა!

აუდიტორია - 6ა კლასი

პრეზენტატორები - ლუკა კუჭუხიძე; ილია მამალაძე; ნინი შელია; ნიტა ჩიტაია;

დამსწრე – დირექტორის მოადგილე: თეა ხორავა.

თემა - "ნაციზმზე გამარჯვების დღე და ევროპის დღე"

პრეზენტატორებმა ყურადღება გაამახვილეს იმაზე, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ფაშიზმზე გამარჯვებისა და ევროპის დღის ერთად აღნიშვნა. მათ ხაზი გაუსვეს, რომ ეს გაერთიანება სიმბოლურად აკავშირებს ისტორიულ მეხსიერებასა და მშვიდობიანი მომავლისკენ სწრაფვას.

შეხვედრის ტიპი: ლექცია; აუდიტორიასთან კონტაქტური;
____________________________________
სსიპ ქ. ფოთის N15 საჯარო სკოლა

Photos from «ჩვენი სკოლისთვის»'s post 21/04/2026

კლუბი «ჩვენი სკოლისთვის» გუნდი "ციფრული გენიოსები"-ის (7ა) წევრებმა ჩაატარეს შეხვედრა!

აუდიტორია - 5ბ კლასი

პრეზენტატორები - გიორგი ბესელია; გიგა ებრალიძე; მარი წოწონავა;

დამსწრე – პედაგოგი: ხათუნა დარჩია

თემა - "ზვიად გამსახურდიას ბიოგრაფია"

პრეზენტატორებმა მოსწავლეებს ზვიად გამსახურდიას ცხოვრებისა და მიღწევების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრის ბოლოს კი ინტერაქციული ვიქტორინა მოაწყვეს, რომელიც პრეზენტაციის დროს გაჟღერებულ საკითხებს ეფუძნებოდა.

შეხვედრის ტიპი: ლექცია; აუდიტორიასთან კონტაქტური;
____________________________________
სსიპ ქ. ფოთის N15 საჯარო სკოლა

10/04/2026

კლუბი «ჩვენი სკოლისთვის», სკოლის თვითმმართველობისა და დაწყებითი კლასების ერთობლივი ძალისხმევით ორგანიზებული გამოფენის შედეგად მიღებული თანხით, ჩვენ დავეხმარებით ორ ძვირფას ოჯახს.
____________________________________

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თითოეულ ჩართულ პირს, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა ამ საქმეში.

ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას რომ, ერთიანი ძალისხმევით და მცირე ქმედებებით დიდი სიკეთის გაკეთება შეგვიძლია.
____________________________________
სსიპ ქ. ფოთის N15 საჯარო სკოლა

Photos from «ჩვენი სკოლისთვის»'s post 08/04/2026

8 აპრილს ქალაქ ფოთის N15 საჯარო სკოლაში, კლუბი «ჩვენი სკოლისთვის» ორგანიზებით, სკოლის თვითმმართველობისა და დაწყებითი კლასების ერთობლივი ძალისხმევით გაიმართა სააღდგომო ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
____________________________________

მარტისა და აპრილის განმავლობაში, ჩვენი სკოლის თითოეული კლასი მონდომებით ემზადებოდა. მოსწავლეებმა საკუთარი ხელით შექმნეს უამრავი ნამუშევარი, რომელთა ნახვა შეგიძლიათ ქვემოთ განთავსებულ ფოტოებზე.

გამოფენა-გაყიდვის დღეს სკოლის ფოიე ნამდვილ საგაზაფხულო სივრცედ იქცა. აქ ნახავდით ყველაფერს: ორიგინალურ დეკორაციებს, ხელნაკეთ აქსესუარებსა და სხვადასხვა შემოქმედებით ნამუშევრებს. მოსწავლეებთან ერთად, პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები მასწავლებლები და მშობლებიც.
____________________________________

მადლობას ვუხდით ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, ვინც იზრუნა ნივთების დახარისხებაზე, ფასების დადგენასა და მთლიანი დღის ორგანიზებაზე. ასევე, დიდ მადლობას ვუხდით მშობლებსა და პედაგოგებს მხარდაჭერისთვის, ხოლო სკოლის ადმინისტრაციას, იმისთვის, რომ მოგვცა შესაძლებლობა, ეს ყველაფერი ასეთ მეგობრულ და მოწესრიგებულ გარემოში განგვეხორციელებინა.

ამ ღონისძიებიდან შემოსული თანხით ჩვენი სკოლა სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაეხმარება. გვინდა, რომ მათ გაზაფხულის დღესასწაულები უფრო იმედიანად და ბედნიერად გაატარონ. ეს დღე კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ერთიანი ძალისხმევით და მცირე ქმედებებით დიდი სიკეთის გაკეთება შეგვიძლია.
____________________________________
სსიპ ქ. ფოთის N15 საჯარო სკოლა

Photos from «ჩვენი სკოლისთვის»'s post 02/04/2026

კლუბი «ჩვენი სკოლისთვის» გუნდი "მომავლის ხმა"-ის (7ბ) წევრებმა ჩაატარეს შეხვედრა!

აუდიტორია - 5ა კლასი

პრეზენტატორები - ლიზა ჩილაჩავა; მარიამ ძიძავა; მარიამ ქანთარია; ნინო გუნიავა; სანდრო ჩანგელია;

დამსწრე – პედაგოგი: შორენა გუჯაბიძე.

თემა - "დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე"

პრეზენტატორებმა მოსწავლეებს აუხსნეს, რა არის დაუნის სინდრომი და რატომ არ უნდა ვასხვავებდეთ ადამიანებს ერთმანეთისგან. მათ ისაუბრეს მეგობრობის, თანასწორობისა და იმ გარემოს შექმნის მნიშვნელობაზე, სადაც ყველა ბავშვი თავს საჭიროდ გრძნობს.

შეხვედრის ტიპი: ლექცია; აუდიტორიასთან კონტაქტური;
____________________________________
სსიპ ქ. ფოთის N15 საჯარო სკოლა

Photos from «ჩვენი სკოლისთვის»'s post 13/03/2026

კლუბი «ჩვენი სკოლისთვის» გუნდი "სამი მუშკეტერი"-ის (10ბ) წევრები, ჩაერთნენ პედაგოგი თათია კუპრეიშვილის საგაზაფხულო ღონისძიებაზე!

აუდიტორია - 1ა და 3ა კლასები

პრეზენტატორები - მარიამ ებრალიძე; ელენე კოტია; მარიამ ღურჯია;

დამსწრე – დირექტორი: ნანა საბულუა; პედაგოგები: ნანა დადიანი; თეა გვილავა;

თემა - "გაზაფხული"

პრეზენტატორებმა ბავშვებს გაზაფხულის დღესასწაულები გააცნეს და ამ მშვენიერი სეზონის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ. განსაკუთრებული სითბოთი აღნიშნეს დედის და ქალთა დღეები. პატარებმა დიდი მონდომებით შეასრულეს შემოქმედებითი დავალება, ვინ არის შენი „გმირი ქალი“ და კიდევ ერთხელ გაიაზრეს დედის უდიდესი როლი მათ ცხოვრებაში. შეხვედრის ბოლოს ბავშვების გულწრფელი სურვილების წაკითხვამ დარბაზში საოცრად დადებითი და ემოციური გარემო შექმნა.

შეხვედრის ტიპი: ლექცია; აუდიტორიასთან კონტაქტური;
____________________________________
სსიპ ქ. ფოთის N15 საჯარო სკოლა

Photos from «ჩვენი სკოლისთვის»'s post 05/03/2026

კლუბი «ჩვენი სკოლისთვის» გუნდი "სამი მუშკეტერი"-ის (10ბ) წევრებმა ჩაატარეს შეხვედრა!

აუდიტორია - 5ა კლასი

პრეზენტატორები - მარიამ ებრალიძე; ელენე კოტია; მარიამ ღურჯია;

დამსწრე – პედაგოგი: მაია წულაია;

თემა - "საქართველოს პირველი კონსტიტუცია"

პრეზენტატორებმა მოსწავლეებს გააცნეს 1921 წლის პირველი კონსტიტუციის ისტორიული მნიშვნელობა და ძირითადი პრინციპები. მათ ისაუბრეს ქვეყნის დამოუკიდებლობაზე, მოქალაქეთა უფლებებსა და იმ დემოკრატიულ ღირებულებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო ჩვენს სახელმწიფოებრიობას.

შეხვედრის ტიპი: ლექცია; აუდიტორიასთან კონტაქტური;
____________________________________
სსიპ ქ. ფოთის N15 საჯარო სკოლა

Photos from «ჩვენი სკოლისთვის»'s post 05/03/2026

კლუბი «ჩვენი სკოლისთვის» გუნდი "მუშა ხალხი"-ის ხელმძღვანელმა ჩაატარა შეხვედრა!

აუდიტორია - 7ა კლასი

პრეზენტატორი - ლუკა კუჭუხიძე;

დამსწრე – დირექტორის მოადგილე: თეა ხორავა;

თემა - "ხელოვნური ინტელექტი და მისი პრაქტიკული გამოყენება"

პრეზენტატორმა მოსწავლეებს გააცნო ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები. შეხვედრის ფარგლებში, AI-ს დახმარებით შექმნეს დედის დღისადმი მიძღვნილი ვიზუალური გალერეა. პრეზენტატორმა აუდიტორიას აჩვენა, თუ როგორ შეიძლება ტექნოლოგიის გამოყენება შემოქმედებითი და სადღესასწაულო მიზნებისთვის.

შეხვედრის ტიპი: ლექცია; აუდიტორიასთან კონტაქტური;
____________________________________
სსიპ ქ. ფოთის N15 საჯარო სკოლა

Photos from «ჩვენი სკოლისთვის»'s post 05/03/2026

კლუბი «ჩვენი სკოლისთვის» გუნდი "მეოცნებე მეცნიერები"-ის (10ა) წევრებმა ჩაატარეს შეხვედრა!

აუდიტორია - 4ა კლასი

პრეზენტატორები - მართა გვასალია; აბა ჯანელიძე; მირანდა კალანდია; ელენე ხარაიშვილი;

დამსწრე – პედაგოგი: მარინა შამათავა

თემა - "დედა ენის საერთაშორისო დღე"

პრეზენტატორებმა მოსწავლეებს გააცნეს მშობლიური ენის მნიშვნელობა და მისი დაცვის აუცილებლობა. მათ ისაუბრეს ქართული ენის უნიკალურობაზე და დამწერლობის ისტორიაზე. შეხვედრისას ხაზი გაესვა იმას, რომ ენის მოფრთხილება თითოეული მოქალაქის ვალია, რამაც პატარებში დიდი ინტერესი გამოიწვია.

შეხვედრის ტიპი: ლექცია; აუდიტორიასთან კონტაქტური;
____________________________________
სსიპ ქ. ფოთის N15 საჯარო სკოლა

Photos from «ჩვენი სკოლისთვის»'s post 29/12/2025

22-23-24 დეკემბერს ქალაქ ფოთის N15 საჯარო სკოლაში, კლუბი «ჩვენი სკოლისთვის» ორგანიზებით, სკოლის თვითმმართველობისა და დაწყებითი კლასების ერთობლივი ძალისხმევით გაიმართა საახალწლო ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
____________________________________

მთელი დეკემბრის განმავლობაში სკოლის ყველა კლასმა აქტიურად იმუშავა და წარმოადგინა საკუთარი ხელით შექმნილი ნამუშევრები, რომლებიც ღონისძიებაზე გამოიფინა.

გამოფენა-გაყიდვის დღეს სკოლის ფოიე გადაიქცა ცოცხალ და მრავალფეროვან სივრცედ, სადაც წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სახის საახალწლო დეკორაციები, ხელნაკეთი ნივთები და შემოქმედებითი ნამუშევრები. ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები, რომლებიც ინტერესით ათვალიერებდნენ ნამუშევრებს და მხარს უჭერდნენ ინიციატივას.
____________________________________

მადლობას ვუხდით ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, ვინც ჩართული იყო ნამუშევრების დახარისხებაში, ფასების განსაზღვრასა და ღონისძიების ორგანიზებაში. ასევე მადლობას ვუხდით მასწავლებლებსა და მშობლებს აქტიური მხარდაჭერისთვის, ხოლო სკოლის დირექციას იმისთვის, რომ მოგვცეს შესაძლებლობა ეს ღონისძიება ორგანიზებულ და კეთილგანწყობილ გარემოში ჩაგვეტარებინა.

ღონისძიებიდან მიღებული თანხით ჩვენი სკოლა ეხმარება სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რათა ისინი ახალ წელს შეხვდნენ მეტი სითბოთი, იმედებითა და სიხარულით. ეს დღე კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ერთად გაკეთებული მცირე საქმეები დიდ მნიშვნელობას იძენს.
____________________________________
სსიპ ქ. ფოთის N15 საჯარო სკოლა

06/06/2025

ორგანიზაცია «ჩვენი სკოლისთვის» წარმატებით და ნაყოფიერად დაასრულა მეორე სემესტრი!
____________________________________

მიმდინარე სემესტრმა ნათლად წარმოაჩინა გუნდების როგორც ძლიერი, ისე გასაუმჯობესებელი მხარეები, რაც მნიშვნელოვანი გამოცდილებად იქცა თითეული მათგანისთვის. შეხვედრები წარიმართა წინასწარ დაგეგმილი და განათლებაზე ორიენტირებული პროგრამებით, სადაც დემოკრატიულმა მართვამ და ჯანსაღმა ურთიერთობებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

ამ დროის განმავლობაში ორგანიზაციამ ჩაატარა 30 შეხვედრა, რომლებიც მოიცავდა 18 განსხვავებულ თემას და გაიმართა 12 სხვადასხვა კლასში.
____________________________________

განსაკუთრებული მადლობა სკოლის ადმინისტრაციას, რომლის მხარდაჭერის გარეშე ეს წარმატება ვერ შედგებოდა. გულწრფელი მადლიერება თითოეულ ორგანიზაციის წევრს, ვინც დრო, ენერგია და ენთუზიაზმი ჩადო საერთო მიზნებისთვის.

მომავალი სემესტრისთვის ორგანიზაცია უდიდესი მოტივაციით აგრძელებს საქმიანობას. ჩვენს მიზანს წარმოადგენს კიდევ უფრო მასშტაბური და ღირებული პროექტების განხორციელება – ერთად ,,ჩვენი სკოლისთვის"!
____________________________________

Want your school to be the top-listed School/college in Poti?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Website

Address


Poti

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00
Sunday 18:00 - 23:00