29/05/2026
🇬🇪26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე!
თეოფანე დავითაიას სახელობის N1 საჯარო სკოლაში გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მაღალაკადემიური ღონისძიება.
26 მაისი ქართველი ერის ისტორიულ მეხსიერებაში თავისუფლების, სახელმწიფოებრივი თვითმყოფადობისა და ეროვნული ღირსების სიმბოლოდ რჩება. სწორედ ამ ღირებულებების გააზრებასა და მომავალი თაობისთვის მათ მნიშვნელობაზე იყო დაფუძნებული ღონისძიების მთავარი იდეა.
მოსწავლეებმა და პედაგოგმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს შინაარსობრივად მრავალფეროვანი პროგრამა, რომელიც გაამდიდრა ქორეოგრაფიულმა და მუსიკალურმა ნომრებმა.
ღონისძიების დასკვნით ნაწილში გაიმართა კლიპის პრემიერა: „წარსულს არ ესროლოთ ბიჭებო“, რომელმაც განსაკუთრებული ემოციური ფონი შექმნა (შემსრულებელი: ნანი გუგუშვილი, ტექსტის ავტორი: თინათინ მღვდლიაშვილი, კომპოზიტორი: ლეილა ლოლუა)
მსგავსი აქტივობები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ახალგაზრდებში ეროვნული ცნობიერების, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და კულტურული ღირებულებების განმტკიცებაში.
⚜️მადლობა ღონისძიების თითოეულ მონაწილესა და ორგანიზატორს, ნონა წოწონავას, შთამბეჭდავი ღონისძიებისთვის, რომელმაც ყველა გააერთიანა ეროვნული ღირებულებების გარეშემო! ღონისძიების მომზადებაში აქტიურად იყო ჩართული ისტორიის მოყვარულთა და მოგზაურთა კლუბი "კლიო".
თავისუფლება ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა, ხოლო ისტორიის პატივისცემა - მომავლის შენების საფუძველი!