მკითხველთა კლუბი „ლოგოსი"

  • Home
  • Georgia
  • Poti
  • მკითხველთა კლუბი „ლოგოსი"

მკითხველთა კლუბი „ლოგოსი" იკითხეთ წიგნები და სამყაროს სხვანაირად დაინახავთ

გილოცავთ  წიგნის საერთაშორისო დღეს!შემოუერთდით ჩვენს კამპანიას  #აჩუქეწიგნიგააზიარეგანწყობა
23/04/2025

გილოცავთ წიგნის საერთაშორისო დღეს!შემოუერთდით ჩვენს კამპანიას #აჩუქეწიგნიგააზიარეგანწყობა

26/02/2025
07/02/2025

მომენტები წიგნის საჯაროდ კითხვის კვირეულიდან

წიგნის საჯაროდ კითხვის კვირეულის ფარგლებში მე-3 საჯარო სკოლის მკითხველთა კლუბმა ,,ლოგოსმა” (ხელმძღვანელი ე.ვადაქარია) მო...
07/02/2025

წიგნის საჯაროდ კითხვის კვირეულის ფარგლებში მე-3 საჯარო სკოლის მკითხველთა კლუბმა ,,ლოგოსმა” (ხელმძღვანელი ე.ვადაქარია) მოსწავლეთა თვითმმართველობასთან ერთად განახორციელა აქტივობები : 1) წარადგინე საყვარელი წიგნი ; კლუბის წევრებმა სასკოლო საზოგადოებას წარუდგინეს საყვარელი ნაწარმოებები,ისაუბრეს ტექსტებში წარმოჩენილ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე,თავიანთ დამოკიდებულებაზე პერსონაჟებისა თუ ავტორების მიმართ.
მონაწილეებმა დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს ინგლისურენოვანი პრეზენტაცია „Imagine a world without book`.
2) გააცანი წიგნი.
კლუბის წევრებმა დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს-II-III კლასების მოსწავლეებს წაუკითხეს ნინო ლომიძის ,,უშბა და მეგობრები”. საინტერესოდ და ხალისიანად წარიმართა კითხვის პროცესი,იყო ბევრი შეკითხვა,გულახდილი პასუხები,სიხარული და სითბო. რაც მთავარია,ძალიან მოეწონათ ,,უეცრად მოსვლა”❤️

2025 წლის 20 იანვრიდან განახლდა მკითხველთა კლუბ „ლოგოსის“ შეხვედრები. დღეს კლუბის წევრებმა განიხილეს დელია ოუენსის შესან...
20/01/2025

2025 წლის 20 იანვრიდან განახლდა მკითხველთა კლუბ „ლოგოსის“ შეხვედრები. დღეს კლუბის წევრებმა განიხილეს დელია ოუენსის შესანიშნავი რომანი - „იქ ,სადაც კიბორჩხალები მღერიან“. ტექსტიდან გამომდინარე, მონაწილეებმა ისაუბრეს იდენტობის ძიებაზე, ადამიანისა და ბუნების ურთიერთობაზე, სულიერ და ფიზიკურ მარტოობაზე,სიყვარულზე, სოციალურ უთანასწორობაზე, სტერეოტიპებსა და სტერეოტიპულ აზროვნებაზე. კლუბის წევრებმა წარმოადგინეს ესეები და ჩანახატები.
შემდეგი ეტაპია ამავე სახელწოდების მხატვრული ფილმის ჩვენება-დისკუსია და ელექტრონული ჟურნალის გამოშვება,რომელსაც დაამშვენებს ჩვენი კლუბის წევრის ,ნინო ალანიას ილუსტრაციები.

https://argacherde.bog.ge/ganatleba/chainishne-sakitxavi-aleqsandre-lortqifanidze-gvirchevs-xorxe-luis-borxesis-fiqciebs...
13/07/2024

https://argacherde.bog.ge/ganatleba/chainishne-sakitxavi-aleqsandre-lortqifanidze-gvirchevs-xorxe-luis-borxesis-fiqciebs/?utm_source=Facebook&utm_medium=paid&utm_campaign=CSR_aleksandrelortkipanidze&fbclid=IwZXh0bgNhZW0BMAABHfmIBVuOFsodjSe1iHNyQtg9RbggyF0-hPHyHSuzqPQ-gD6StqNxFWJQMw_aem_pgu16vJZBfqQ7clh1TGkOw&utm_id=120212508060650116&utm_content=120212538197000116&utm_term=120212538197010116

ფოტოების გადაღება არ მიყვარს. მგონია, რომ კადრებს მეხსიერებაში უკეთესი ადგილი აქვთ, ვიდრე ფოტოალბომში. აი, ტექსტ.....

ჩვენი კლუბის წევრებმა (საბაზო საფეხური,მასწავლებელი ე.ვადაქარია) გადაწყვიტეს წაეკითხათ სხვადასხვა ავტორის წიგნები და წარ...
09/06/2024

ჩვენი კლუბის წევრებმა (საბაზო საფეხური,მასწავლებელი ე.ვადაქარია) გადაწყვიტეს წაეკითხათ სხვადასხვა ავტორის წიგნები და წარედგინათ პრეზენტაციები ჯერ თანაკლუბელებისთვის,ხოლო შემდეგ თანატოლებისა და დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის ინტერესისა და მოტივაციის გასაზრდელად,წიგნის პოპულარიზაციისა და ახალ მკითხველთა მოზიდვის მიზნით.

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ინიცირებით გამოცხადდა კონკურსი ,, თეატრალური ფესტივალი მოსწავლეებისთვის“, რომელიც მიეძღვნა ნ...
05/06/2024

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ინიცირებით გამოცხადდა კონკურსი ,, თეატრალური ფესტივალი მოსწავლეებისთვის“, რომელიც მიეძღვნა ნ. დუმბაძის დაბადებიდან 95 წლის იუბილეს. მკითხველთა კლუბ „ლოგოსის“ წევრებმა,მასწავლებელ იამზე თედორაძის ხელმძღვანელობით, წაიკითხეს ნ. დუმბაძის მოთხრობები. კონკურსისათვის შეარჩიეს ,,სისხლი“ და სცენაზე გააცოცხლეს მოთხრობის უკვდავი პერსონაჟები.

30 მაისს სსიპ ქალაქ ფოთის N 3 საჯარო სკოლის  მკითხველთა კლუბის ,,ლოგოსის" წევრებმა(საშუალო საფეხური,მასწავლებელი:ნინო გა...
05/06/2024

30 მაისს სსიპ ქალაქ ფოთის N 3 საჯარო სკოლის მკითხველთა კლუბის ,,ლოგოსის" წევრებმა(საშუალო საფეხური,მასწავლებელი:ნინო გაბუნია)შეხვედრაზე განიხილეს სოფოკლეს ტრაგედია ‘’ანტიგონე’’.მათ ისაუბრეს ტექსტშსი წამოჭრილ უმთავრეს პრობლემაზე,კერძოდ, ინდივიდის თავისუფალ ნებაზე,რომელსაც რიგ შემთხვევაში ზრუდავს მმართველი.ხშირად სახელმწიფოსა და პიროვნების ინტერესები ერთმანეთისგან განსხვავდება, რაც კონფლიქტისა და ინდივიდის სოციალური მარცხის მომასწავებელი ხდება.
მათი აზრით, ანტიგონეს მსგავსი ადამიანები რეალობას თავანთი სიმტკიცითა და ზნეობრივი უკომპორმისობით ცვლიან. თუ ადამიანი თავისუფალია, ის ისე იქცევა, როგორც ზნეობრივი ღირებულება მოითხოვს. თუმცა, შესაძლებელია,სხვათათვის ეს სულისკვეთება შემთხვევითი, გაუაზრებელი და მიუღებელი იყოს.
ნინო

17 მაისს სსიპ ქალაქ ფოთის N3 საჯარო სკოლის მკითხველთა კლუბის ,,ლოგოსის" წევრებმა(საბაზო საფეხური,მასწავლებელი:ელისო ვადა...
05/06/2024

17 მაისს სსიპ ქალაქ ფოთის N3 საჯარო სკოლის მკითხველთა კლუბის ,,ლოგოსის" წევრებმა(საბაზო საფეხური,მასწავლებელი:ელისო ვადაქარია) შეხვედრაზე განიხილეს თანამედროვე ლატვიელი მწერლის ნორა იკსტენას „დედის რძე“’.მათ ისაუბრეს ტექსტში წამოჭრილ პრობლემებზე,კერძოდ ,საბჭოთა რეალობის სიმძიმეზე, თავისუფლების სულისშემხუთველ გარემოზე,რომელიც პირდაპირ აისახება ხოლმე ადამიანურ ურთიერთობებზე.კლუბის წევრებმა ისაუბრეს მშობლებისა და შვილების ურთიერთობის პრობლემებსა და სირთულეების დაძლევის გზებზე.

25 აპრილს სსიპ ქალაქ ფოთის N 3 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში  გამართულ შეხვედრაზე მკითხველთა  კლუბის ,,ლოგოსის" წევრებმა...
29/04/2024

25 აპრილს სსიპ ქალაქ ფოთის N 3 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში გამართულ შეხვედრაზე მკითხველთა კლუბის ,,ლოგოსის" წევრებმა(საშუალო საფეხური,მასწავლებელი:ნინო გაბუნია) განიხილეს ელიფ შაფაქის საინტერესო და დამაფიქრებელი ტექსტი „გამქრალი ხეების კუნძული“.
მოსწავლეებმა იმსჯელეს ნაწარმოებში დასმულ პრობლემატიკაზე,
ტექსტიდან შეარჩიეს და წაიკითხეს მათთვის მნიშვნელოვანი ეპიზოდები,ასევე ისაუბრეს იმ სატკივარზე ,რომელიც ჩვენს ქვეყანას აწუხებს კვიპროსის მსგავსად.იმსჯელეს ომის გამანადგურებელ ძალაზე,თუმც იქვე აღნიშნეს ,რომ მაშინაც კი, როდესაც მიწა სისხლით არის გაჟღენთილი და ჰაერი შიშით დამძიმებულია, სადღაც, მალულად, სიყვარული იჩენს თავს. სიყვარული მოუსვენარი და მძაფრი გრძნობაა.,რომელიც ომის საშინელებას აქარწყლებს.
მოსწავლეებმა გააცნობიერეს რაოდენ დიდი ძალა აქვს საკუთარ ფესვებს ,საკუთარ ისტორიას.მათ ყურადღენა გაამახვილეს იმ ფაქტზეც, რომ ამ ტექსტის დიდებული, თავმომწონე, ბრძენი, ყოვლისმცოდნე და მრავლისმომსწრე მთხრობელი „ ფიკუს კარიკა“,ლეღვის ხეა . „ჰოდა, მეც გენებში დამყვება ეგ კაეშანი, რომელსაც ბოლომდე ვერასოდეს ჩამოვიცილებ, რადგან ის ჩემს მერქანზე ვიღაცამ უხილავი დანით ამოტვიფრა’’,აცხადებს ხე.
მოსწავლეებმა ასევე ისაუბრეს კითხვის პროცესში მიღებულ ემოციებსა და შთაბეჭდილებებზე.;
აღსანიშნავია ის ფაქტიც ,რომ ერთი მოსწავლის რეცენზია გამოქვეყნდა ‘’მკითხველთა ლიგის’’გვერდზე.
https://www.facebook.com/groups/1573497099461144/search/?q=Natalie%20Bairamidi

Address

Poti

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when მკითხველთა კლუბი „ლოგოსი" posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category