23/09/2026
🚀🚀ახალი შესაძლებლობა ჩვენი მოსწავლეებისთვის!
ოქტომბრიდან სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ფოთის N5 საჯარო სკოლაში იხსნება რობოტიკის კლუბი!
💫❤️თუ გიყვარს ტექნოლოგიები, კონსტრუქტორები, საინტერესო გამოწვევები და ახალი იდეების შექმნა, მაშინ რობოტიკის კლუბი შენთვისაა!
კლუბში IV–VI კლასის მოსწავლეები გაეცნობიან:
🔷️რობოტიკისა და ტექნოლოგიების სამყაროს;
🔷️ განივითარებენ ლოგიკურ და შემოქმედებით აზროვნებას;
🔷️ ისწავლიან პრობლემების გადაჭრას პრაქტიკული დავალებებით;
🔷️ააწყობენ და დაპროგრამებენ რობოტებს;
🔷️იმუშავებენ გუნდურად და შექმნიან საკუთარ პროექტებს;
🔷️ მონაწილეობას მიიღებენ სახალისო მისიებსა და ტექნოლოგიურ გამოწვევებში.
💫აქ სწავლა პრაქტიკით, თამაშითა და აღმოჩენებით ხდება!
📆დაწყება: ოქტომბრიდან
👩💻 სამიზნე ჯგუფი: IV–VI კლასის მოსწავლეები
🧭შეხვედრები: კვირაში 1 დღე
კლუბს უხელმძღვანელებს: მათემატიკის მასწავლებელი - ლელა წულაია
„აქციე იდეა რეალობად, შეძელი შეუძლებელი!“