ნიკო ნიკოლაძის სახელობის ფოთის N2 საჯარო სკოლა

  • Home
  • Georgia
  • Poti
  • ნიკო ნიკოლაძის სახელობის ფოთის N2 საჯარო სკოლა

ნიკო ნიკოლაძის სახელობის  ფოთის N2 საჯარო სკოლა Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ნიკო ნიკოლაძის სახელობის ფოთის N2 საჯარო სკოლა, Public School, ნინო ჟვანიას 9, Poti.

'' . . . კოკისპირულად წვიმს, ცა თითქოს არც ფიქრობს გახსნას შუბლი. სივრცეს გასცქერის და ფიქრს მისცემია ქალაქის თავი."

-დიახ, ხვალ ნიკო ნიკოლაძეს განსაკუთრებული სამუშაო დღე აქვს.

'' მოშორებით ლაზარევის (ახლანდელი ნინო ჟვანიას) და იმერეთის ქუჩის შესაყარში ოთხნი იდგნენ: ნ. ნიკოლაძე, გ. დიდია, კ.მიქაბერიძე (ექიმი), რ. კონოვალოვი (არქიტექტორი) ყველა შესცქეროდა ნ. ნიკოლაძეს, რომელმაც მდუმარება დაარღვია.

- ხვალ საძირკველი ჩაეყრება განათლების ცენტრალურ, ვაჟთა გიმნაზიის შენობას, რომელმაც ფოთელი ჭაბუკების გულში ცოდნის ჩაუქრობელი ლამპარი უნდა დაანთოს. ნეტა, თუ გამოვა ხვალ ყველა და გულთან მიიტანს ამ საშვილიშვილო საქმეს, რომლის ნებართვა ძლივს გამოვსტაცეთ ხელიდან მეფის მთავრობას!

-ბატონო ნიკო, გწამდეთ, რომ ფოთელები თავიანთ ძალ - ღონეს არ დაიშურებენ გიმნაზიის შენობის ასაგებად, რადგან მათ კარგად იციან ცოდნის ფასი და თქვენდამი ღრმა ნდობით არიან გამსჭვალული - ერთხმად დაუდასტურა სამივემ. ფიქრებს მიცემული ქალაქის თავი შინისაკენ გაუდგა გზას. ნიკო ნიკოლაძე ავიდა თავის კოშკში, სავარძელში ფიქრს მიეცა.

როგორც იქნა გათენდა. მის გაოცებას და აღტაცებას საძღვარი არ ჰქონდა. მშენებლობაზე ხალხი მოჯარულიყო. აქ იყვნენ პარკის უბნელები, ნაბადელები, კუნძულისა და ახალსოფლის მშრომელები, ქალაქის ყველა ჯგუფის მუშათა ჯგუფები, ქალაქის ინტელიგენციის მოწინავე პირები, კომერსანტები, მრეწველები, სამღვდელოების წარმომადგენლები, ცნობილი კომერსანტები: პილიდი, ჰუნგარაძე, დიდია, რუხაძე, თოფურია, თურქია, თელია სიორიძე, ჟვანია, გოგინავა, გოგიბერიძე, ალხაზოვი და სხვა. ასეთი სიხარული ნიკო ნიკოლაძეს არასოდეს განუცდია. როცა საძირკველის გათხრა დამთავრდა ყველამ ჯიბეში ჩაიყო ხელი, ვერცხლისა და ოქროს მონეტები ამოიღო და ღრმა თხრილში ჩაუშვა, როგორც მომავალი ბედნიერების ნიშანი".

1905 წელს დიდი შრომა-ჯაფისა და წვალების შედეგად შენობის აგება დამთავრდა, 1906 წლის სექტემბერში გაიხსნა 8 წლიანი გიმნაზია. გიმნაზიის დირექტორად ნიკო ნიკოლაძის რჩევით თავდადებული პიროვნება ალექსანდრე იაგულოვი )იაგულაშვილი-მესხი, კათოლიკე) დაინიშნა. პედაგოგთა კადრების არჩევაში ნ. ნიკოლაძესა და იაგულოვთან ერთად მონაწილეობას ღებულობდნენ ილია ჭავჭავაძე და იაკობ გოგებაშვილი.

სხვადასხვა დროს ამ სახელოვანი სასწავლებლის დირექტორები იყვნენ: სერგი დანელია, ფილიმონ ნადარეიშვილი, ვანო ფაცაცია, პორფილე ბარამიძე, პიმენ ნაცვლიშვილი, შოთა კაკულია, მურად კვიკვინია.
დღეს სკოლას ხელმძღვანელობს ქალბატონი მზისადარ ბახტაძე.

იყო მასწავლებელი პროფესიაზე მეტია — ეს არის მისია, რომელსაც წლებია უსაზღვრო სიყვარულითა და პასუხისმგებლობით ემსახურება ჩ...
29/09/2026

იყო მასწავლებელი პროფესიაზე მეტია — ეს არის მისია, რომელსაც წლებია უსაზღვრო სიყვარულითა და პასუხისმგებლობით ემსახურება ჩვენი სკოლის პედაგოგი ქეთევან შავგულიძე . დიდი სიხარულით ვულოცავთ მას ორმაგად საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვან წოდებას - დამსახურებული პედაგოგისა და წლის საუკეთესო მასწავლებლის!
ეს აღიარება არის მისი მრავალწლიანი თავდადებული შრომის, პროფესიონალიზმისა და თითოეული მოსწავლის მიმართ გამოჩენილი გულწრფელი სიყვარულის დაფასება!

დიდი სიხარულითა და სიამაყით გვსურს გაგიზიაროთ ჩვენი სკოლის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა. ორგანიზაცია „კინგსმა“ ჩვენი...
25/09/2026

დიდი სიხარულითა და სიამაყით გვსურს გაგიზიაროთ ჩვენი სკოლის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა. ორგანიზაცია „კინგსმა“ ჩვენი სკოლა დააჯილდოვა მოსწავლეთა ოლიმპიადებსა და სხვა საგანმანათლებლო აქტივობებში ჩართულობის წახალისებისა და ხელშეწყობისთვის. განსაკუთრებით სასიხარულო და მნიშვნელოვანია მოსწავლეების მიერ მოპოვებული წარმატებები. ოლიმპიადის მიღწევებითა და შედეგებით , ჩვენმა სკოლამ , საქართველოს მასშტაბით, საპატიო ადგილი დაიმკვიდრა და შედეგებით ათ საუკეთესო სკოლას შორის აღმოჩნდა.
ეს წარმატება ჩვენი მოსწავლეების, პედაგოგებისა და მშობლების ერთობლივი შრომის, თავდადებისა და განათლებისადმი სიყვარულის შედეგია.
მადლობა თითოეულ მოსწავლეს აქტიურობისთვის და მასწავლებლებს - მხარდაჭერისთვის. ✨

ჩვენი სკოლის რამდენიმე კლასში მათემატიკის მასწავლებელმა ,შორენა ხახუბიამ, განახორციელა შემდეგი აქტივოვებები: Money Adven...
22/09/2026

ჩვენი სკოლის რამდენიმე კლასში მათემატიკის მასწავლებელმა ,შორენა ხახუბიამ, განახორციელა შემდეგი აქტივოვებები: Money Adventure”- „ფულის თავგადასავალი“
განხორციელდა Vგ (VI) კლასში (დამრიგებელი თეონა პატარაია)
მოსწავლეები მარტივი, სახალისო და პრაქტიკული აქტივობების მეშვეობით შეისწავლეს ფინანსური განათლების ძირითად კონცეფციები. პროექტი მიზნად ისახავდა, სახალისო და პრაქტიკული აქტივობების მეშვეობით ფინანსური განათლების ძირითადი კონცეფციების გააზრებას, განავითარონ ფინანსური ქცევის საწყისი უნარები და გაიგონ ფულის როლი ყოველდღიურ ცხოვრებაში. განხილული იყო ისეთი თემები, როგორიცაა: რა არის ფული? ბარტერი? ვალუტა? მოთხოვნილებები და სურვილები, ბაზარი და ფასი, დაზოგვა, ინვესტირება, ქველმოქმედება. მონაწილე ქვეყნები: საქართველო, თურქეთი, რუმინეთ ,იტალია.

ONE BOOK,MANY WORLDS-ერთი წიგნი, მრავალი სამყარო
განხორციელდა V ბ (VI) კლასში (დამრიგებელი ქეთევან ანდრიაძე)
პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლეებში ბიბლიოთეკის კულტურის გაცნობას, კითხვის სიყვარულის განვითარებასა და რეგულარული კითხვის ჩვევების ჩამოყალიბებას. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა შეძლეს წარმოსახვის გამდიდრება, წიგნების არსის გაგება, წაკითხულის ინტერპრეტაცია და ნასწავლის გაზიარება. გამოიყენეს ციფრული ტექნოლოგიები და შექმნეს ვიდეო რგოლი, კომიქსები, პოსტერები, რაც ხელს უწყობს 21-ე საუკუნის უნარების განვითარებას.
პროექტში მონაწილეობდა: თურქეთი, რუმინეთი, ლიტვა, საქართველო, იტალია, ესპანეთი.

Ecology Awareness and Responsible Transformation for Humanity EARTH
ეკოლოგიური ცნობიერება და პასუხისმგებლიანი ტრანსფორმაცია კაცობრიობისთვის EARTH
განხორციელდა VI გ (VII) კლასში (დამრიგებელი ნანა
პროექტის მიზანს წარმოადგენდა მოსწავლეებში ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება, გარემოსდაცვითი საკითხების როგორც ადგილობრივი, ასევე გლობალური პერსპექტივიდან განხილვა, მდგრადი ცხოვრების წესის ჩვევების წახალისება და სხვადასხვა ქვეყნის მოსწავლეებს შორის გარემოზე დაფუძნებული თანამშრომლობის ხელშეწყობა. პროექტის ეკომეგობრობის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, პარტნიორმა სკოლებმა ხელნაკეთი ბარათები, წერილები, ფოტოები და გადამუშავებული საჩუქრები ფოსტის საშუალებით გაუგზავნეს ერთმანეთს. სხვადასხვა ქვეყნის მოსწავლეებისგან ამანათებისა და ნამუშევრების მიღებამ მონაწილეებს ხელი შეუწყო სხვა კულტურების შესახებ ინფორმაციის მოძიებაში, კომუნიკაციის უნარების განვითარებაში და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებაში.
პროექტში მონაწილეობდა თურქეთი, პოლონეთი, საქართველო, ჩეხეთი, რუმინეთი , საბერძნეთი , პორტუგალია , გერმანია , უკრაინა , იტალია.
მადლობა თითოეულ მოსწავლეს გაწეული შრომისათვის და მიღწეული შედეგისათვის, თქვენ ალამაზებთ eTwinning-ს.
მადლობა კლასის დამრიგებლებსა და მშობლებს თანადგომისათვის.

ანრი აფხაზავას ვულოცავთ გამარჯვებას! ვუსურვებთ წარმატებებს!❤️❤️❤️
22/09/2026

ანრი აფხაზავას ვულოცავთ გამარჯვებას! ვუსურვებთ წარმატებებს!❤️❤️❤️

წარმატებული 2026-2027 სასწავლო წელი 💕
15/09/2026

წარმატებული 2026-2027 სასწავლო წელი 💕

დიდბუნებოვანი ადამიანების  საქმესა და სახელს  მარადისობის გვირგვინი ედგმევა და „ცხოვლად აჩნდება“ თაობების მეხსიერებას.  ...
01/09/2026

დიდბუნებოვანი ადამიანების საქმესა და სახელს მარადისობის გვირგვინი ედგმევა და „ცხოვლად აჩნდება“ თაობების მეხსიერებას. დიდ ზნეობის, უანგარო სიკეთით გამორჩეული პიროვნება- ჩვენი ტანიჩკა, დააკლდა ჩვენი სკოლის ერთობას. სამწუხაროა, რომ ეს უბადლო ქალბატონი სათუთი ბუნებით, ძალიან ალალი, სუფთა სულით, რომელიც მისი სახის თითოეული ნაკვთიდან, მთელი არსებიდან ხელშესახებიც იყო და თვალით სახილველიც, აღარ დაამშვენებს სამყაროს! ამაგდარი, მრავალი თაობის მოძღვარი და მეგობარი თავისი უბრალოებითა და ადამიანური სითბოთი სიყვარულს თესავდა, ამიტომაცაა , რომ მისი გარდაცვალება ერთნაირად სტკივათ დიდსა და პატარას. მშვიდობით, ჩვენო ღირსეულო და მადლიანო ტანიჩკა!

29-30 აგვისტოს, პედაგოგებისთვის ფოთში გაიმართება საგანმანათლებლო ბანაკი Poti TechnoWave 2026, რომელიც მიზნად ისახავდა თა...
30/08/2026

29-30 აგვისტოს, პედაგოგებისთვის ფოთში გაიმართება საგანმანათლებლო ბანაკი Poti TechnoWave 2026, რომელიც მიზნად ისახავდა თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების სფეროში ცოდნის გაღრმავებას და მისი პრაქტიკული გამოყენების უნარების განვითარებას. ხვალიდან, 31 აგვისტოდან, ბანაკს მოსწავლეებიც შეუერთდება.
ტექნოლოგიური ბანაკი ორგანიზებულია „იდეა დიზაინ ჯგუფის“ მიერ, ეიპიემ ტერმინალს ფოთის, UNDP Georgia-ს და დანიის მთავრობის ხელშეწყობით, „მწვანე მომავალი, უფლებები და სტაბილურობა“ პროექტის ფარგლებში.

20/08/2026

📢 პირველკლასელი მოსწავლეების მშობელთა საყურადღებოდ!

სსიპ – ნიკო ნიკოლაძის სახელობის ქალაქ ფოთის N2 საჯარო სკოლა სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით გაცნობებთ:
🏫 პირველ ეტაპზე პირველკლასელთა სასკოლო ფორმები განთავსებული იქნება სსიპ ნიკო ნიკოლაძის სახელობის ქალაქ ფოთის N2 საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში. (იმერეთის ქუჩის მხრიდან)
✅ჩვენი სკოლის პირველ კლასში ჩარიცხული მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის შეძენა შესაძლებელი იქნება 2 სექტემბერს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე.
ფორმის შეძენისას:
💳 გადახდა განხორციელდება მხოლოდ საბანკო ბარათით.
ადგილზე მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, მოირგონ სასკოლო ფორმა და შეარჩიონ შესაბამისი ზომა.
💰 ერთი სრული კომპლექტის ღირებულებაა 95 ლარი.
👔 სასკოლო ფორმის კომპლექტი მოიცავს:
👦 ვაჟებისთვის: პიჯაკსა და ორ შარვალს;
👧 გოგონებისთვის: პიჯაკს, შარვალსა და ქვედაბოლოს.
🗓️ ფორმების შეძენა ეტაპობრივად განხორციელდება:
🔹 I ეტაპი — 1–14 სექტემბერი: I კლასის მოსწავლეებისთვის;
🔹 II ეტაპი — ოქტომბერი: II, III და IV კლასების მოსწავლეებისთვის;
🔹 III ეტაპი — ნოემბერი: V და VI კლასების მოსწავლეებისთვის.
⚠️ გთხოვთ, გაითვალისწინოთ: ფორმის კომპლექტის ცალკეული ნაწილების შეძენა შეუძლებელია. საჭიროების შემთხვევაში, მშობელს შეუძლია შეიძინოს ორი სრული კომპლექტი.

❤️ გისურვებთ წარმატებულ სასწავლო წელს!

ძვირფასო მშობლებო და მომავალო წევრებო!სკოლასთან არსებული ცეკვის სტუდია "იალქანი" იწვევს ყველა მოსურნეს, შეუერთდნენ ჩვენს...
17/08/2026

ძვირფასო მშობლებო და მომავალო წევრებო!

სკოლასთან არსებული ცეკვის სტუდია "იალქანი" იწვევს ყველა მოსურნეს, შეუერთდნენ ჩვენს მეგობრულსა და შემოქმედებით გუნდს!

📌 ვიწვევთ გოგონებსა და ვაჟებს 5 წლის ზემოთ — დარეგისტრირდით და ჩაერთეთ ქართული კულტურისა და ხელოვნების დაუვიწყარ სამყაროში.

✨ რატომ "იალქანი"?
ამ სტუდიაში ბავშვს ასწავლიან იყოს თავდაჯერებული, დაეუფლოს ტექნიკას, მიეჩვიოს დისციპლინას, ეჩვევა გუნდურ მუშაობასა და ჯანსაღი, აქტიური ცხოვრების წესს.
სასწავლო პროცესს უძღვება გამოცდილი ქორეოგრაფი.
✅️ ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ მოსწავლეზე, განსაკუთრებულს ხდის სამუშაო პროცესს.
თქვენ გელოდებათ:
✅️ მონაწილეობა ფესტივალებსა და კონცერტებში
✅️აქტიური და შემოქმედებითად დატვირთული სასწავლო წელი.
🎯 "იალქანი" — ადგილი, სადაც ბავშვები არა მხოლოდ ცეკვას სწავლობენ, არამედ ყალიბდებიან თავდაჯერებულ, შემოქმედებით, გონებრივად და ფიზიკურად ძლიერი პიროვნებებად!
☎️ რეგისტრაციისა და დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
📩პირად შეტყობინებაში
📞დაგვირეკეთ ნომრებზე:
568 888 155 ლაშა
597 09 09 28 ნათია
568 888 110 სალომე

#იალქანი #ქორეოგრაფია #მოსწავლეთამიღება #ქართულიცეკვა

14/07/2026

Address

ნინო ჟვანიას 9
Poti
4400

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ნიკო ნიკოლაძის სახელობის ფოთის N2 საჯარო სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to ნიკო ნიკოლაძის სახელობის ფოთის N2 საჯარო სკოლა:

Shortcuts

Share

Category