საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ფოთის სალოტბარო სკოლა 2015 წელს გაიხსნა, რომელშიც მსურველები უფასოდ ეუფლებიან ქართულ ხალხურ სიმღერასა და ტრადიციულ საეკლესიო გალობას.
სასწავლო პროგრამა შედგენილია საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სპეციალისტების მიერ, ანზორ ერქომაიშვილისა და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი დონაძის ხელმძღვანელობით.
ფოთის სალოტბარო სკოლაში სიმღერა-გალობას ასწავლიან: ლოტბარი -ეროდი ტიკარაძე, რეგენტი-რომეო ზარქუა.
სალოტბარო სკოლის საბავშვო სტუდიაში მსურველები მიიღებიან 6-დან 15 წლამდე, სალოტბარო სკოლაში - 15 წლის ზემოთ.
სალოტბარო სკოლაში სწავლის ხანგრძლივობა 2 წელია. სწავლის დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი დიპლომი.
წარჩინებულ მოსწავლეებს მიეცემათ შესაძლებლობა ჩააბარონ თბილისის გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელში (სწავლა ასევე უფასოა).
#შევინარჩუნოთფოლკლორი