04/06/2022
🥰🥰🥰ფოთის ფიზიკა-მათემატიკის სკოლასთან არსებული საზაფხულო სკოლა
აგრძელებს ფუნქციონირებას თქვენი შვილების ბედნიერებისთვის !
შპს ფოთის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა 6-დან 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის გთავაზობთ საზაფხულო სკოლას 4 ივლისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, კვირაში ოთხი დღე: ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი და ხუთშაბათი.10:00 საათიდან 18:00 საათამდე.
საზაფხულო სკოლის მიზანია, ბავშვებს შეუქმნას სწავლების, დასვენებისა და გართობისათვის ყველა საჭირო პირობა და უსაფრთხო გარემო. საშუალება მისცეს მათ, აიმაღლონ ინტელექტი, განუვითარდეთ სოციუმთან ურთიერთობის უნარები, განიმტკიცონ უნარი - იმოქმედონ წინასწარ შეთანხმებული წესების შესაბამისად.
სკოლაში შექმნილია პოზიტიური სასწავლო გარემო.
საუკეთესო შესაძლებლობა თქვენი შვილებისთვის:
დაისვენონ, განვითარდნენ და მიიღონ ცოდნა არააკადემიურ გარემოში.
საზაფხულო სკოლის ხანგრძლივობაა 2 თვე და მოიცავს:
- კვებას ( ერთჯერადი)
- შემეცნებით გაკვეთილებს
- სახალისო და ლოგიკურ მათემატიკას;
- სასაუბრო ინგლისურს;
- სპორტულ აქტივობებს;
- ხატვას, ძერწვას, აპლიკაციების დამზადებას;
- სხვადასხვა ტიპის ვიქტორინებსა და შეჯიბრებებს;
- გასვლით ღონისძიებებს: თვეში ორჯერ.
ფასი: 300 ლარი
რეგისტრაცია: 22 მარტიდან 25 ივნისის ჩათვლით
(ჯგუფში მოსწავლეთა რაოდენობა შეზღუდულია)
მისამართი: ქ.ფოთი, აღმაშენებლის ქუჩა, N10. ფოთის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა
მსურველებმა მიმართეთ დირექციას: 599-164-871; 597-154-767.
დარეგისტრირების შემდეგ მოგაწვდით ყოველდღიური აქტივობების დეტალურ გრაფიკს, გადახდის ვადასა და საბანკო ანგარიშის ნომერს.💜💜💜💜💜💜💜💜💜💜
🔗🔗სარეგისტრაციო ბმული:
ფოთის ფიზიკა-მათემატიკის საზაფხულო სკოლა