ფოთის საყმაწვილო კინოსკოლა

  • Home
  • Georgia
  • Poti
  • ფოთის საყმაწვილო კინოსკოლა

ფოთის საყმაწვილო კინოსკოლა ფოთის საყმაწვილო კინოსკოლა შეიქმნა 2022 წლის 30 აგვისტოს.

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტმა წელს პირველად ახალი პროექტი ,,საზაფხულო საყმაწვილო კინოსკოლა“ განახორციელა.
პროექტში ქალაქის საჯარო სკოლების 30 მოსწავლე (11- დან 17 -წლამდე) ჩაერთო.
ახალგაზრდები ორი კვირის განმავლობაში ესწრებოდნენ ლექციებს კინოს ისტორიაზე, კინო-საოპერატორო ხელოვნებაზე, რეჟისურაზე, სცენარის წერასა და განვითარებაზე, მოკლემეტრაჟიანი (5-10 წუთიანი), სამოყვარულო ფილმის გადაღებაზე.
საყმაწვილო საზაფხულო კინოსკოლის ფარგლებში გადაღებული იქნა 3 დოკუმენტური ფილმი, რომელიც საერთაშორისო კონკურსებში მიიღებს მონაწილეობას. ოქტომბრის თვეში, თბილისში ჩატარდება საერთაშორისო ფესტივალი სადაც სხვა ფილმებთან ერთად ფოთის კინოსკოლის მოსწავლეთა შემოქმედებითი ჯგუფის მიერ გადაღებული ფილმების ჩვენება გაიმართება.
პროექტში მონაწილეები სიგელებით დააჯილდოვა ქალაქ ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსანდრე ტყებუჩავამ და ასოციაცია ,,სინერამა''-ს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ზვიად დოლიძემ.
კინოსკოლის ფარგლებში თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები ჩაუტარეს კვალიფიციურმა და გამოცდილმა პედაგოგებმა:

გიორგი ფხაკაძე – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგი 2011 წლიდან დღემდე;

ზვიად დოლიძე- საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგი (პროფესორი) 1992 წლიდან დღემდე;

გიორგი ხარებავა-საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგი 2003 წლიდან დღემდე;

ქეთევან ჯანელიძე-საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგი -1997 -2012 წწ;

ზურაბ ორთავიძე- საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგი 1998 წლიდან დღემდე;

გიგა ჯაფარიძე-საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგი 2010 წლიდან დღემდე.

პროექტი განახორციელა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სპორტის სამსახურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების მიერ მოწვეული, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ასოციაცია ,,სინერამა''-ს მეშვეობით.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტმა პროექტი დააფინანსა 24 000 ათასი ლარით.

18/07/2025
დასრულდა საერთაშორისო საბავშვო კინოფესტივალი „ოქროს პეპელა 2024“შეგახსენებთ, მასში მონაწილეობას იღებდა ფოთის საყმაწვილო ...
24/11/2024

დასრულდა საერთაშორისო საბავშვო კინოფესტივალი „ოქროს პეპელა 2024“

შეგახსენებთ, მასში მონაწილეობას იღებდა ფოთის საყმაწვილო კინოსკოლის 2024 წელს გადაღებული ფილმები:
„ფოთის შუქურა“
„სკოლა - მეორე სახლი“
„სოკო-მოკო“

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ფესტივალიდან ფოთში სამი პეპელა მოფრინავს 🥰

„სკოლა - მეორე სახლმა“ (რეჟისორი და ოპერატორი - ელენე ხუსკივაძე) - მოიპოვა საუკეთესო ოპერატორის პრიზი

„ფოთის შუქურა“ - ფილმმა (რეჟისორები: ნიკალა კეკელია, ლალო ენდელაძე) გაიმარჯვა ნომინაციაში „საუკეთესო იდეა“

ხოლო „სოკო-მოკო“ (რეჟისორი: მართა სახოკია) აიღო პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის.

ფოთის საყმაწვილო კინოსკოლა დიდ მადლობას უხდის ასოციაცია სინერამას, ფოთის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოს და ფესტივალ „ოქროს პეპელას“ დირექტორს, ირაკლი ჯაოშვილს, ფესტივალის ადმინისტრაციას, შესანიშნავი შესაძლებლობებისთვის. ⭐️

ოქროს პეპელა Oqros Pepela ❤️

ფოთის საყმაწვილო კინოსკოლის 2024 წლის ფილმები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე 👇🏼
23/11/2024

ფოთის საყმაწვილო კინოსკოლის 2024 წლის ფილმები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე 👇🏼

ფოთის საზაფხულო საყმაწვილო კინოსკოლა - 2024

ფოთის საყმაწვილო კინოსკოლის 2024 წლის მონაწილეები ოქროს პეპელაზე, საერთაშორისო საბავშვო კინოფესტივალზე იმყოფებიან.ფესტივ...
23/11/2024

ფოთის საყმაწვილო კინოსკოლის 2024 წლის მონაწილეები ოქროს პეპელაზე, საერთაშორისო საბავშვო კინოფესტივალზე იმყოფებიან.

ფესტივალი წელს თბილისში მეთოთხმეტედ ტარდება და მასში უკვე მესამე წელია მონაწილეობას იღებს ფოთის საყმაწვილო კინოსკოლის მონაწილეები მათივე ფილმებით.

წელს წარდგენილია კინოსკოლის სამი ფილმი: „სკოლა - მეორე სახლი“ (რეჟისორი: ელენე ხუსკივაძე)
„ფოთის შუქურა“ (რეჟისორები: ლალო ენდელაძე, ნიკალა კეკელია)
„სოკო მოკო“ (რეჟისორი: მართა სახოკია)

გამარჯვებულები გამოვლინდებიან 9 ნომინაციაში:

1. საუკეთესო რეჟისურა
2. საუკეთესო სცენარი
3. საუკეთესო იდეა
4. საუკეთესო მსახიობი გოგონა
5. საუკეთესო მსახიობი ბიჭი
6. საუკეთესო ოპერატორი
7. საუკეთესო მონტაჟი
8. საუკეთესო დოკუმენტური ფილმი
9. საუკეთესო ანიმაციური ფილმი
და ფესტივალის მთავარი პრიზი „ოქროს პეპელა 2024“ გადაეცემა საუკეთესო ფილმს

წარმატებები კინოსკოლის მონაწილეებს!
🎬

ოქროს პეპელა Oqros Pepela

13/09/2024
🎞️ ფოთის საზაფხულო საყმაწვილო კინოსკოლა 2024 საზეიმოდ დაიხურა.🎞️ შედგა ფილმების: "მეორე სახლი" (რეჟისორი: ელენე ხუსკივაძ...
13/09/2024

🎞️ ფოთის საზაფხულო საყმაწვილო კინოსკოლა 2024 საზეიმოდ დაიხურა.

🎞️ შედგა ფილმების: "მეორე სახლი" (რეჟისორი: ელენე ხუსკივაძე) , "სოკო მოკო" (რეჟისორი: მართა სახოკია) და "ფოთის შუქურა" (რეჟისორი: ნიკალა კეკელია, ლალო ენდელაძე) პრემიერა.

🎞️ მონაწილეები დაჯილდოვდნენ სიგელებით.

🎞️ ფოთის საყმაწვილო კინოსკოლა მადლობას უხდის ასოციაცია "სინერამას" ,
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოს,
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სპორტის სამსახურს.

"სოკო მოკოს" გადასაღები მოედანი 🎬 #ფოთისსაყმაწვილოკინოსკოლა2024
10/09/2024

"სოკო მოკოს" გადასაღები მოედანი 🎬

#ფოთისსაყმაწვილოკინოსკოლა2024

გადასაღები მოედანი 🎬 #ფოთისსაყმაწვილოკინოსკოლა2024
10/09/2024

გადასაღები მოედანი 🎬

#ფოთისსაყმაწვილოკინოსკოლა2024

მეორე ჯგუფის გადასაღები მოედანი 🎬 #ფოთისსაყმაწვილოკინოსკოლა2024
09/09/2024

მეორე ჯგუფის გადასაღები მოედანი 🎬

#ფოთისსაყმაწვილოკინოსკოლა2024

გუნდებმა გადაღებები უკვე დაიწყეს 🤫🎬 #ფოთისსაყმაწვილოკინოსკოლა2024
08/09/2024

გუნდებმა გადაღებები უკვე დაიწყეს 🤫🎬

#ფოთისსაყმაწვილოკინოსკოლა2024

ასე გეგმავენ მონაწილეები დასკვნითი ღონისძიების/პრემიერის საღამოს 🎥 #ფოთისსაყმაწვილოკინოსკოლა2024
05/09/2024

ასე გეგმავენ მონაწილეები დასკვნითი ღონისძიების/პრემიერის საღამოს 🎥
#ფოთისსაყმაწვილოკინოსკოლა2024

Address

თამარ მეფის 17
Poti
4400

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Telephone

+995555621884

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ფოთის საყმაწვილო კინოსკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to ფოთის საყმაწვილო კინოსკოლა:

Shortcuts

Share

Category