ოზურგეთის წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა

  • Home
  • Georgia
  • Ozurgeti
  • ოზურგეთის წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა

ოზურგეთის წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა განათლება რომელზეც დაშენდება სულიერება� ოზურგეთის წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა

11/09/2026

ოზურგეთის წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა მიესალმება სასკოლო საზოგადოებას და ამცნობს, რომ ახალი სასწავლო წელი 14 სექტემბერს დაიწყება!
საეკლესიო ახალი წელი ჩვენს სკოლაში, ტრადიციულად, სწავლის დაწყებით აღინიშნება. ველოდებით მოსწავლეებს, მშობლებს, სტუმრებს, რომელთაც სურთ გაიზიარონ პირველი ზარის სიხარული, ჩვენთან ერთად შეეგებონ ახალ სასწავლო წელს!
გვიხარია, რომ ახალ თაობას გადავცემთ გასული წლის კურსდამთავრებულთა წარმატებებს! მათი შედეგები, ღირსეულობა ჰქონოდეთ შთაგონებად და გზამკვლევად!!!
ღვთის წყალობით ევლოს თითოეულს!

Send a message to learn more

26/08/2026

ა (ა) იპ საქართველოს საპატრიარქოს ოზურგეთის წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა საზოგადოებას წარმოუდგენს 2025-2026 სასწავლო წლის კურსდამთავრებულთა წარმატებებს. სიხარული ორმაგდება, როცა მოსწავლეთა საგამოცდო შთამბეჭდავ შედეგებთან ერთად ვამაყობთ მათი ადამიანური ღირსებებით. სკოლა საუკეთესო თაობას აცილებს მომავალ ასპარეზზე.
ძვირფასებო, გვჯერა, რომ თქვენი სწავლით, შრომით, კეთილშობილური საქციელით არაერთხელ ასახელებთ მშობლიურ სკოლას!
ვულოცავთ, ღვთის წყალობას, ბედნიერ, წარმატებულ სტუდენტობას ვუსურვებთ თითოეულ მათგანს.
მარიამ მალაზონია _ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ინგლისური ფილოლოგია.
ნიკოლოზ ჩავლეშვილი _ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. მშენებლობის ინჟინერია და მენეჯმენტი.
ანა მახარაძე _ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. არქიტექტურის რესტავრაცია.
სანდრო ჩხაიძე _ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. არქიტექტურა.
ანა როყვა _ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი. ციფრული მარკეტინგი
თინათინ ჩხარტიშვილი _ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სამართალი.

ნია მიმინოშვილი _ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. საჯარო მმართველობა.

მარიამ მუჯირი _ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ქართული ფილოლოგია.

ვახტანგ სამსონია _ თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი. ბიზნესის ადმინისტრირება.
ელენე სოსელია _ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი. სტომატოლოგია.
საბა სურმავა _ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი. საერთაშორისო ურთიერთობები.
სოსო სურგულაძე _ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ფინანსები.
ლიკა ქილიფთარი _ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი. ფსიქოლოგია.
ლუკა კუჭუხიძე _ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ციფრული ტექნოლოგიები.
ლუკა თავდუმაძე _ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ბიზნესის ადმინისტრირება.
დიმიტრი მარგალიტაძე _ _ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი. ისტორია.
ბარბარე ფიფია _ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ბიზნესის ადმინისტრირება. მარიამ მჟავია _ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი. ისტორია. ბაჩო ცერცვაძე _ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი. საერთაშორისო ურთიერთობები. 💝💝💝

Send a message to learn more

25/06/2026
,,სამშობლოს სამსახურისთვის ჩანგი გიკურთხოს ზენამა.." აკაკი წერეთლის იუბილეს ოზურგეთის წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობი...
09/06/2026

,,სამშობლოს სამსახურისთვის ჩანგი გიკურთხოს ზენამა.." აკაკი წერეთლის იუბილეს ოზურგეთის წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მეცხრე კლასი (მასწავლებელი : იამზე კანდელაკი) შთამბეჭდავი ღონისძიებით შეხვდა. ლიტერატურულ-მუსიკალურმა კომპოზიციამ სცენაზე მეცხრამეტე საუკუნის მიწურული და მეოცის დასაწყისი გააცოცხლა. ბიოგრაფიული შტრიხები, გენიალური პოეზია, აკაკის ექსპრომტები, სიმღერებად ქცეული ლექსები.. მადლობა თითოეულ მონაწილეს, ყველას, ვინც ეს ლამაზი საღამო გვაჩუქა!!

30 მაისს, სენაკის  წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის სკოლა- გიმნაზიამ საპატრიარქოს სკოლები კონფერენციაში მონაწილეობის მის...
31/05/2026

30 მაისს, სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის სკოლა- გიმნაზიამ საპატრიარქოს სკოლები კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია. კონფერენცია ეძღვნებოდა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავსა და უწმინდესისა და უნეტარესის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის, ხსოვნას. დღე, ტრადიციულად, შემეცნებითი თემებით დატვირთული, თანამშრომლობითი აღმოჩნდა. კოლეგებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება, განიხილეს ლიტერატურული ნაწარმოებები კონფერენციის საერთო ჭრილში: ღმერთი, სამშობლო, ადამიანი.
შეხვედრაში მონაწილეობდა ა (ა) იპ საქართველოს საპატრიარქოს ოზურგეთის წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლური სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თეა ასიეშვილი.

🌟 სიახლე და დიდი გამარჯვება! პროექტი „მღვიძარე იყვენით, მტკიცედ სდეგით სარწმუნოებასა ზედა“ წარმატებით განხორციელდა!სიამა...
26/05/2026

🌟 სიახლე და დიდი გამარჯვება! პროექტი „მღვიძარე იყვენით, მტკიცედ სდეგით სარწმუნოებასა ზედა“ წარმატებით განხორციელდა!
სიამაყითა და დიდი სიხარულით გვინდა გაგიზიაროთ ოზურგეთის წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლური სკოლის კიდევ ერთი დიდი წარმატება. ჩვენმა სკოლამ საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნის“ მიერ გამოცხადებულ კონკურსში 5000-ლარიანი გრანტი მოიპოვა!

✨ მოხარულები ვართ აღვნიშნოთ, რომ ამ უმნიშვნელოვანეს პროექტს იდეიდან განხორციელებამდე, კოორდინირებას უწევდა ჩვენი სკოლის გალობისა და ხალხური სიმღერის გუნდის ხელმძღვანელი მარიამ დუმბაძე. პროექტის პროფესიულ და მაღალ დონეზე დაგეგმვაში დიდი წვლილი მიუძღვის პროექტის კონსულტანტს — ზაირა ბერიძეს.

ამასთანავე, პროექტის წარმატებით განხორციელებაში უდიდესი შრომა ჩადეს ჩვენმა ერთგულმა პედაგოგებმა — თეა ასიეშვილმა და ხათუნა სალუქვაძემ, ასევე სკოლის მოსწავლეებმა, რომელთა ჩართულობამაც ეს პროცესი განსაკუთრებული გახადა.

📌 პროექტის მთავარი მიზანი მომავალ თაობაში ქრისტიანული ცხოვრების წესისა და ღირებულებების გავრცელების ხელშეწყობა იყო. ჩვენი მიზანია, აღვზარდოთ ახალი თაობა ღვთის, სამშობლოსა და მოყვასის სიყვარულით, რომელიც ქრისტიანული ფასეულობების გათვალისწინებით იაზროვნებს, შეძლებს თანამედროვე გამოწვევებთან გამკლავებას, საკუთარი და სხვისი უფლებების დაცვას და მუდმივ სწრაფვას განვითარებისკენ.

🔄 რა გაკეთდა პროექტის ფარგლებში?

პარტნიორობისა და მეგობრობის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა ორ სამიზნე სკოლასთან — ქ. ოზურგეთის #3 საჯარო სკოლასა და სოფელ ოზურგეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან.

ამ პერიოდის განმავლობაში:

ჩატარდა საინტერესო შეხვედრები და დისკუსიები სხვადასხვა აქტუალურ თემაზე;

მოეწყო პროექტის ფარგლებში სპეციალურად შექმნილი შემეცნებითი ანიმაციების ჩვენება;

🌐 შეიქმნა პროექტის ოფიციალური საიტი, რომლის დათვალიერებაც შეგიძლიათ ბმულზე: https://orthodox.school.ge/

ჩატარდა ვიქტორინა სპეციალურად მომზადებული ქვიზების გამოყენებით, სადაც გამოვლინდა 3 გამარჯვებული მოსწავლე, რომელთაც საჩუქრად გადაეცათ ბიბლია, ხოლო დანარჩენ მონაწილეებს — ქართველი მწერლების ნაწარმოებები.

⛪ საჩუქარი მონაწილეებს — მოლოცვითი ტურები:
პროექტის დასასრულს, მონაწილე ბავშვებისთვის მოეწყო 2 დაუვიწყარი შემეცნებით-მოლოცვითი ტური საქართველოს წმინდა ადგილებში — მცხეთასა და იმერეთში.

💐 უღრმესი მადლობა პროექტის ავტორებს, კოორდინატორს, კონსულტანტს, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, რომელთა ენთუზიაზმითა და თავდადებითაც ეს იდეა რეალობად იქცა. მადლობას ვუხდით მოძრაობა „დავითიანს“ ნდობისა და მხარდაჭერისთვის. გვჯერა, რომ ეს პროექტი თითოეული მონაწილის გულში დატოვებს იმ სულიერ და კულტურულ ანარეკლს, რომელზეც ჩვენი მომავალი უნდა აშენდეს!

საფეხბურთო ჩემპიონატის ამსახველი ფოტომასალა
25/05/2026

საფეხბურთო ჩემპიონატის ამსახველი ფოტომასალა

Address

მერაბ კოსტავას ქუჩა #90
Ozurgeti
3500

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ოზურგეთის წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to ოზურგეთის წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა:

Shortcuts

Share

Category