17/09/2026
დღეს სიტყვები განსაკუთრებით უძლურია… ლელა, შენი წასვლა უდიდესი ტკივილია. ძნელია დავიჯეროთ, რომ ლელა აღარ იქნება ჩვენს გვერდით - აღარ იქნება მისი თბილი ღიმილი, კეთილი სიტყვა და ის განსაკუთრებული სიმშვიდე, რომელიც მის გვერდით ყოფნას მოჰქონდა. არიან ადამიანები, რომელთა დაკარგვასთან შეგუებაც შეუძლებელია, რადგან ისინი უბრალოდ არ მიდიან - მათთან ერთად თითქოს რაღაც ძალიან ძვირფასი გეცლება გულიდან. შენ სწორედ ასეთი ადამიანი იყავი. მადლობა ყველა იმ სითბოსთვის, სიკეთისთვის და ადამიანობისთვის, რაც დაგვიტოვე. შენი სახელი, შენი ღიმილი და შენი ნათელი კვალი ჩვენში დარჩება მანამდე, სანამ შენი გახსენება შეგვეძლება. მშვიდად განისვენე, ლელა… ნათელი და სანთელი შენს კეთილ სულს.