24/02/2024
დღეს, 24 თებერვალს, მესამე შეხვედრა ჩავატარეთ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებულ პროექტში ,,სკოლა-ბანკი”, ვისაუბრეთ იმის შესახებ თუ რას საქმიანობს ბანკი და როგორ უნდა გაიხსნას ანგარიში, ასევე მიმოვიხილეთ შემდეგი საკითხები:
🔹ბანკი, ოპერატორი, მიმდინარე ანგარიში;
🔹ბანკომატი, ვალუტის კონვერტაცია;
🔹საკომისიო, დეპოზიტი, საპროცენტო განაკვეთი;
🔹დეპოზიტის მინიმალური შესატანი, სესხი;
🔹იპოთეკური სესხი, სამომხმარებლო სესხი;
🔹განვადება, თავდები;
განვიხილეთ ის 6 ნაბიჯი რომელიც უნდა გადადგან, თუკი ანგარიშის გახსნას დააპირებენ🥰
შეგახსენებთ, მთისპირის საჯარო სკოლის მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებულ პროექტში ,, სკოლა-ბანკი” მონაწილეობენ, რომელიც მიზნად ისახავს ფინანსური განათლების მნიშვნელობის გააზრებას და ამ კუთხით წიგნიერების ამაღლებას.
,,სკოლა-ბანკის” მოდული სულ 15 გაკვეთილს მოიცავს, შეხვედრების დროს დაიფარება ყველა ის თემა და სწავლების აქტიური მეთოდი, რაც ეხება შემდეგ საკითხებს:
💰 დაზოგვა და ბიუჯეტირება
🏦 საბანკო პროდუქტები
💸 გონივრული სესხება
⚖️ მომხმარებლის უფლებები და პასუხისმგებლობები
🛡 ფინანსური უსაფრთხოება
#სკოლაბანკი #ფინანსურიგანათლება
#ცოდნაძალაა #განათლება
#მასწავლებელი #ფინედუ