ლოგოპედი ოზურგეთი

ლოგოპედი ოზურგეთი ლოგონევროზის (ენის ბორძიკი) და სხვა მე

23/06/2023

🤗

✅როგორ მოქმედებს ეკრანი ბავშვის მეტყველებაზე.❌თანამედროვე ბავშვები პორტატული ელექტრონული მოწყობილობების ხმარებას უფრო ად...
27/09/2021

✅როგორ მოქმედებს ეკრანი ბავშვის მეტყველებაზე.

❌თანამედროვე ბავშვები პორტატული ელექტრონული მოწყობილობების ხმარებას უფრო ადრე იწყებენ, ვიდრე ლაპარაკს. მეცნიერები მოგვითხრობენ იმის შესახებ, თუ რა ნეგატიური შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამას.

❌ახალი კვლევის შედეგები, რომლებიც ამერიკელმა სპეციალისტებმა ჩაატარეს. 2 წლის ასაკში ბავშვების 20% საშუალოდ 28 წუთს ატარებდა გაჯეტებთან. ანალიზმა აჩვენა, რომ რაც უფრო მეტ დროს ატარებდა ბავშვი სმარტფონთან, მით უფრო გამოხატული ჰქონდა მეტყველების განვითარების შეფერხება. აღსანიშნავია, რომ გაჯეტებთან ურთიერთობის დროს პირველ რიგში ზიანდება მეტყველება.

❌თუ რა არის კონკრეტული მიზეზი იმისა, რომ გაჯეტები აფერხებს ბავშვის მეტყველების განვითარებას, მეცნიერების მხრიდან კვლავ განხილვის საგანია. თუმცა ფსიქოლოგები ამბობენ, რომ გაჯეტებთან მჯდომი ბავშვი მინიმალურად ურთიერთობს ადამიანებთან, მინიმალურად საუბრობს. ხშირად მშობლები ასე "ართობენ" ან "აჩუმებენ" პატარს, რომელიც საათობით ზის გაჯეტებთან და იძირება ვირტუალურ სამყაროში. როგორც კვლევის ავტორმა კეტრინ ბირკენმა განაცხადა, "ახლა ეს მოწყობილობები ყელგანაა" და მიუხედავად პედიატრების მხრიდან არაერთგზის გაფრთხილებისა, მშობლები ზოგჯერ "ნებდებიან" და პატარებს აძლევენ გაჯეტებით სარგებლობის საშუალებას. კვლევის შედეგებიდან გამომდინარე ბირკენი ეთანხმება ამერიკელი პედიატრების რეკომენდაციას,რომ ორ წლამდე ბავშვებისთვის პლანშეტებისა და სმარტფონების აკრძალვასთან დაკავშირებით და შემდეგაც, გარკვეული ლიმიტის დაწესებაში - ბავშვს რაც შეიძლება მცირე ხნით უნდა ეჭიროს ხელში გაჯეტები.

სერთიფიცირებული მეტყველების თერაპევტი (ლოგოპედი)  დაგეხმარებათ მეტყველების სხვადასხვა  დარღვევის გამოსწორებაში. როგორც პ...
08/06/2021

სერთიფიცირებული მეტყველების თერაპევტი (ლოგოპედი) დაგეხმარებათ მეტყველების სხვადასხვა დარღვევის გამოსწორებაში. როგორც პატარა ასევე მოზრდილ ბავშვებში. დარღვევებში როგორიც არის : ლოგონევროზი ( ენის ბორძიკი, ენის დაბმა), ბგერების გამოსწორება, სამეტყველო სუნთქვის დაყენება და სხვა . მედიკამენტოზური მკურნალობის გარეშე, სუნთქვითი ვარჯიშებისა და თვალსაჩინო მასალის გამოყენებით.

მეტყველების თერაპევტი, ლოგოპედი მუშაობს: 1. აზროვნების!2. მეხსიერების სხვადასხვა ფორმაზე!3. ყურადღებაზე!4. წარმოსახვასა ...
08/06/2021

მეტყველების თერაპევტი, ლოგოპედი მუშაობს:

1. აზროვნების!
2. მეხსიერების სხვადასხვა ფორმაზე!
3. ყურადღებაზე!
4. წარმოსახვასა და ფანტაზიაზე!
5. მხედველობით აღქმაზე!
6. ფიზიოლოგიური და სამეტყველო სუნთქვის მოწესრიგებისათვის!
8. ბგერათ წარმოთქმის დასაზუსტებლად!
9. წერა-კითხვის დაუფლებაზე!
10. დისგრაფიის და დისლექსიის პროფილაქტიკაზე!
11. ლექსიკის გამდიდრებაზე!
12. გრამატიკული წყობის ჩამოყალიბებაზე!
13ასევე მეტყველების სხვადასხვა დარღვევების გამოსასწორებლად.

როდის უნდა მივმართოთ ლოგოპედს?

არის შემთხვევები, როდესაც 3 წლამდე ასაკის ბავშვსაც კი ესაჭიროება ლოგოპედის დახმარება:

1. ბავშვს დაუსვეს დიაგნოზი რომლის მიხედვითაც დარღვეულია საარტიკულაციო ორგანოების და სხვა ჩონჩხის კუნთების ტონუსი და შეზღუდულია ბავშვის სივრცეში მოძრაობა. მაგ: ცერებრალური დამბლა ან ზურგის კუნთების ატროფია;

2. ბავშვს დასმული აქვს შენელებული ფსიქიური ფუნქციის ან მენტალური დეფიციტის დიაგნოზი.

3. ბავშვი შეზღუდულია უფროსებთან ურთიერთობაში;

4.ბავშვის მეტყველება გაუგებარი მიზეზების გამო ჩამორჩენილია.

5. ბავშვის ერთ–ერთმა მშობელმა გვიან დაიწყო ლაპარაკი ან გააჩნდათ (გააჩნიათ) მეტყველების დეფექტი. ანუ საქმე გვაქვს მემკვიდრეობითი ფაქტორის გამოხატვასთან. მაგალითად: ლოგონევროზი (ენის ბორძიკი, ენის დაბმა) და სხვა.

6. ბავშვს აქვს მზედველობის ან სმენის დარღვევები.

არიან მშობლები, რომლებიც ფიქრობენ რომ არ ღირს საკუთარი შვილის მეტყველების ფორმირებაში ჩარევა, რომ ბავშვი გაიზრდება და მას ყველაფერი მოუწესრიგდება.ის თავისით ისწავლის გამართულ მეტყველებას.. ეს მცდარი მიდგომაა!!!! საუკეთესო გამოსავალია მცირე დეფექტების შემჩნევის შემთხვევაშიც კი მივმართოთ სპეციალისტს, რომელიც გამოკვლევის შედეგად განაქარვებს თქვენს ეჭვებს ან გაგიწევთ საჭირო რეკომენდაციას, რომელიც დაგეხმარებათ დროულად გამოსწორდეს თქვენი შვილის სამეტყველო ნაკლი.

Address

Ozurgeti

Telephone

+995558590130

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ლოგოპედი ოზურგეთი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to ლოგოპედი ოზურგეთი:

Shortcuts

Share

Category