29/06/2026
ქორეოგრაფიული ანსამბლი „ორბა“ გულითად მადლობას უხდის ონის მუნიციპალიტეტის მერიას, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გიგა ჯაფარიძის სახელობის ონის კულტურის სახლის ადმინისტრაციას იმ მხარდაჭერისა და თანადგომისთვის, რომელმაც შესაძლებელი გახადა ჩვენი ანსამბლის მონაწილეობა საბერძნეთის ქალაქ ხარილიოტიკაში გამართულ საერთაშორისო ფესტივალში „ხარილიოტიკა – 2026“.
ეს მოგზაურობა ჩვენი ანსამბლისთვის იყო ქართული კულტურის, ეროვნული ქორეოგრაფიისა და ჩვენი კუთხის ღირსეული წარდგენა საერთაშორისო ასპარეზზე. თითოეული გამოსვლა ემსახურებოდა ქართული კულტურის პოპულარიზაციას და ჩვენი ახალგაზრდების ნიჭიერების წარმოჩენას.
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით გიგა ჯაფარიძის სახელობის ონის კულტურის სახლის ადმინისტრაციას მუდმივი მხარდაჭერის, ზრუნვისა და იმ პირობების შექმნისთვის, რომლებიც ანსამბლის განვითარებასა და წარმატებას უწყობს ხელს.
ვიმედოვნებთ, რომ ასეთი ურთიერთობები მომავალშიც გაგრძელდება და არაერთხელ ვასახელებთ ჩვენს კუთხეს და ქვეყანას საერთაშორისო სცენაზე.
მადლობა თითოეულ თქვენგანს მხარდაჭერისთვის, ნდობისთვის და ჩვენი შრომის დაფასებისთვის! 💙🇬🇪
ქორეოგრაფიული ანსამბლი „ორბა“