ძვირფასო მასწავლებლებო და მშობლებო!
შეგახსენებთ, რომ ხვალიდან - 2 ივლისიდან იწყება სამეურვეო საბჭოს წევრობის მსურველ კანდიდატთა რეგისტრაცია და გაგრძელდება 8 ივლისის ჩათვლით.
კანდიდატის მსურველმა საარჩევნო კომისიაში უნდა წარადგინოს შემდეგი საბუთები:
1. განცხადება (ივსება ადგილზე);
2. ავტობიოგრაფია (CV);
3. საარჩევნო პროგრამა (ნებაყოფლობითია);
4. 2 ფოტოსურათი;
5. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის
(პირადობის მოწმობა, პასპორტი) ასლი.
საარჩევნო კომისიაში მობრძანდით მეორე სართულზე - ჩემს საკლასო ოთახში.
გისურვებთ წარმატებას!
პატივისცემით,
გულიკო თაბაგარი-
საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე
ქალაქ მცხეთის N1 საჯარო სკოლა
Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ქალაქ მცხეთის N1 საჯარო სკოლა, School, Mzcheta.
2025 წლის სამეურვეო საბჭოს არჩევნების
ინფორმაცია.
ძვირფასო მშობლებო და მასწავლებლებო!
საქართველოს ყველა სკოლაში ერთდროულად 2025 წლის 14 ივლისს ტარდება სამეურვეო საბჭოს არჩევნები. თარიღი განისაზღვრა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის N 648852 ბრძანებით, 10.06.2025 წელი.
30 ივნისიდან სკოლაში იმუშავებს საარჩევნო კომისია.
2 ივლისიდან 8 ივლისის ჩათვლით შეგიძლიათ წევრობის კანდიდატის სტატუსით დარეგისტრირდეთ.
საარჩევნო კომისია ვალდებულია რეგისტრაციაში გაატაროს და მიანიჭოს რეგისტრაციის ნომერი ყველა პასიური საარჩევნო უფლების მქონე პირს, რომელიც განცხადებით მიმართავს კომისიას.
რეგისტრაცია იწყება არჩევნებამდე 12 დღით ადრე და წყდება არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე.
ამომრჩევლთა სიები იგამოკვრება: 7 ივლისს;
არჩევნებამდე შვიდი დღით ადრე, სკოლის დირექცია, საარჩევნო კომისიას აწვდის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემიდან (eSchool) ამოღებულ მასწავლებელთა და მშობელთა სიას.
ხმის მიცემას თქვენი ან სასურველი კანდიდატისთვის შეძლებთ 14 ივლისს, 10 საათიდან 16-00 საათამდე დროის შუალედში..
არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს:
მასწავლებლის სტატატუსის მქომე პირს;
(განმარტება; ზედიზედ ორი მოწვევის სამეურვეო საბჭოს წევრი კანდიდატად ვერ იყრის კენჭს. ის მხოლოდ ირჩევს. ეს ეხება მასწავლებლის და მშობლის კატეგორიას.)
მოსწავლის დედას ან მამას ან მეურვეს.
თან იქონიეთ პირადობის მოწმობა.
შეგახსენებთ, რომ, 1მოსწავლე არის 1 ხმა ანუ რამდენი შვილიც გყავთ, იმდენ ბიულეტინს მიიღებთ.
ირჩევთ შესაბამისი საფეხურის მშობელს.
კანდიდატი მასწავლებლების და მშობლების შესახებ ინფორმაცია სკოლაში გამოიკვრება თვალსაჩინო ადგილას და შეგიძლიათ გაეცნოთ.
იაქტიურეთ....
ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აქტიურობა.
გეძლევათ შანსი აგირჩიონ ან აირჩიოთ.
გეძლევათ შანსი სკოლის მართვაში აქტიური მონაწილეობის და ჩართულობის.
გელით
დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით პერიოდულად.
წარმატებებს გისურვებთ.
გვსურს არჩევნებში აქტიურ მონაწილეთ გიხილოთ.
გთხოვთ იაქტიუროთ.
07/06/2025
ატესტატების მისაღებად განცხადებების მიღების დაწყების თარიღი ცნობილია – ვადები და ინსტრუქცი ყველაფერი უძრავ ქონებაზე, საინვესტიციო გარემოსა და თქვენი სახლის კომფორტზე !
31/05/2025
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მოგილოცავთ!.
არ არსებობს ცუდი ბავშვი!
მათი შეცდომების მიზეზი ხშირად ოჯახი, სკოლა და საზოგადოებაა!
ყველა ბავშვს ვუსურვებთ ბედნიერ მომავალს!
არასოდეს მოკლებოდეთ თუნდაც ერთი კეთილის მსურველი/მეგობარი, რომელიც რთულ პერიოდში არ მიატოვებს და მხარს დაუჭერს.
ბავშვებს უნდა ჰქონდეთ სიხარულის და ბედნიერების განცდა. უნდა უყვარდეთ.
21/05/2025
https://www.facebook.com/photo?fbid=1110551677768910&set=a.293286876162065
🔹პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 22 მაისს, 09:00 საათიდან დაიწყება და 17 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
🌐რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე - registration.emis.ge.
ბავშვის სისტემაში რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი.
ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა სკოლებში 18 ივნისიდან 27 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.
📑პირველ კლასში ჩასარიცხად საჭირო დოკუმენტები:
✔️მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს, კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).
✔️მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).
🌐პირველ კლასებში არსებული ადგილების რაოდენობის შესამოწმებლად გადადით ბმულზე: https://skolebi.emis.ge/
🌐პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაციის ინსტრუქცია იხილეთ აქ: https://www.youtube.com/watch?v=1bCSvZsGPTs
შეგახსენებთ, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სასკოლო ასაკთან დაკავშირებით „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შევიდა. კერძოდ, 2025-2026 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ.
ცვლილების თანახმად, ბავშვის მზაობისა და მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, იმ ბავშვების მშობლებს ან კანონიერ წარმომადგენლებს, რომლებსაც 2025 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ 6 წელი, უფლება აქვთ გააკეთონ არჩევანი: გააგრძელონ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიღება სასკოლო მზაობის პროგრამაში ჩართვით, ან დარეგისტრირდნენ პირველკლასელებად.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მშობლებს მოუწოდებს, ყურადღებით გაეცნონ რეგისტრაციის ვადებსა და პირობებს, რათა ბავშვის სკოლაში შეყვანა დროულად და შეუფერხებლად შეძლონ.
22 მაისს, ზუსტად 09:00 საათზე იწყება პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია
registration.emis.ge
გელით.
ჩვენ სკოლაში ჩემპიონები სწავლობენ. გილოცავთ ბავშვებო, ამაყობს თქვენი სკოლა თქვენი წარმატებებით.
აზერბაიჯანის საერთაშორის ტურნირი- “პრეზიდენტის თასი-2025” -ის ჩენპიონები!
ორადგილიაბი კაიაკი,200მ ოქროს მედლის მფლიბელები: ნიკოლოზ თათარაშვილი და ალექსი მონდაძე
ორადგილიანი კაიაკი , 1000 მ ვერცხლის მედლის მფლობელი: ვახტანგ მამულაშვილი. ვარსკვლავი ბიჭების ზეიმი. მადლობა, ვულოცავთ თქვენს ოჯახებს, მწვრთნელებს და მშობლიურ ქალაქს.
05/05/2025
ხვალ ონლაინ საინფორმაციო შინაარსის შეხვედრა ჩატარდება ეროვნული თავდაცვის აკადემიის
ორგანიზებით
დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებთან, დისტანციურად, Teams-ის
მეშვეობით.
შეხვედრა დაგეგმილია 2025 წლის 6 მაისს, სამშაბათს 13.00 საათზე.
შეხვედრაში ჩართვა შესაძლებელი იქნება 12.55 წუთიდან.
შეხვედრის ლინკი.
05/05/2025
05/05/2025
გამოქვეყნდა 2025 წლის მასწავლებლის საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის ტესტირებაში დასა გაეცანით 2025 წლის საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის ტესტირებაში დასაგროვებელი აუცილებელი ქულების ოდენო...
Click here to claim your Sponsored Listing.
Location
Category
Website
Address
Mzcheta
3300