ძეგვის საჯარო სკოლა/Dzegvi public school

  • Home
  • Georgia
  • Mzcheta
  • ძეგვის საჯარო სკოლა/Dzegvi public school

ძეგვის საჯარო სკოლა/Dzegvi public school ძეგვის საჯარო სკოლის ოფიციალური გვერ

01/10/2026

საჯარო სკოლების დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულო მიმდინარე სასწავლო წლ....

01/10/2026

სტატუსის შესაბამისი დამატებითი კომპეტენციებისთვის წამყვანი მასწავლებელი შესაბამის დანამატს იღებს. წამყვანი ....

01/10/2026

საქართველოს საჯარო სკოლების შინაგანაწესში გაწერილია, რა მიიჩნევა მოსწავლის დისციპლინურ გადაცდომად, რა ტიპის პ....

01/10/2026

სტატუსის შესაბამისი დამატებითი კომპეტენციებისთვის მენტორი მასწავლებელი შესაბამის დანამატს იღებს. მენტორი მა....

15/09/2026

🎉 გილოცავთ ახალ სასწავლო წელს!📚✨

🚀 ახალი ცოდნის, საინტერესო აღმოჩენებისა და გამოწვევებით სავსე თავგადასავალი იწყება.

🎯 გისურვებთ, რომ ეს წელი თითოეული თქვენგანისთვის ყოფილიყო წარმატების, შთაგონებისა და ახალი მწვერვალების დაპყრობის პერიოდი. 🏆🎓

08/09/2026

✅გამოქვეყნდა PISA-ს 2025 წლის კვლევის შედეგები, რომლის თანახმად 2022 წლის კვლევის შედეგებთან შედარებით, საქართველომ ყველა ძირითად სფეროში გააუმჯობესა მაჩვენებლები - მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში ბოლო ათწლეულის განმავლობაში მიღწეულია საუკეთესო შედეგი.

კვლევამ აჩვენა, რომ:

✔️საქართველო საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, მიღწევების გაუმჯობესების თვალსაზრისით, კვლევაში მონაწილე მსოფლიოს 91 ქვეყანას შორის რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს;

✔️ მიღწევების გლობალური კლების პირობებში, საქართველო ინარჩუნებს გაუმჯობესების სტაბილურ ტენდენციას და პოზიტიურ დინამიკას – საერთაშორისო ტენდენცია სამივე მიმართულებით შედეგების კლებაა, ამის საპირისპიროდ, ჩვენმა ქვეყანამ მიღწევები გააუმჯობესა;

✔️ შემცირდა დაბალი მიღწევების მქონე მოსწავლეთა წილი, რაც ნიშნავს, რომ წინა წლებთან შედარებით, 2025 წელს პროცენტულად ნაკლებმა მოსწავლემ მიიღო დაბალი შედეგი.

✔️ საქართველო დაბალი მიღწევების მოსწავლეთა მონაცემების გაუმჯობესების კუთხით 91 ქვეყანას შორის პირველ სამეულშია;

✔️ შემცირდა სხვაობა ქალაქისა და სოფლის სკოლების მოსწავლეთა მიღწევებს შორის, რაც თანასწორობის უზრუნველყოფის კუთხით ერთ-ერთი ფაქტორია. აქ აღსანიშნავია, რომ დაფიქსირდა საბუნებისმეტყველო და მათემატიკის სფეროებში სოფლის სკოლების მოსწავლეთა მიღწევების ზრდა;

✔️ საქართველოში მოსწავლის სოციალურ სტატუსს და მასთან კავშირში მყოფ ფაქტორებს, OECD ქვეყნებთან შედარებით, ნაკლები გავლენა აქვთ მოსწავლის მიღწევებზე, რაც ცალსახად პოზიტიური მაჩვენებელია. კერძოდ, საქართველოში, საერთაშორისო მაჩვენებელთან შედარებით, უფრო მაღალია „გამორჩეულ მოსწავლეთა“ წილი, რომლებიც, დაბალი სოციო-ეკონომიკური სტატუსის მიუხედავად, PISA-ს ტესტში მაღალ შედეგებს აჩვენებენ;

✔️ კვლევამ გამოავლინა, რომ მოსწავლეები პოზიტიურად აფასებენ სასწავლო გარემოს. გამოკითხვების შედეგების თანახმად, სასწავლო გარემოს – სკოლისადმი კუთვნილების, დისციპლინისა და ბულინგის დონის შეფასებებით, საქართველოს მაჩვენებლები საერთაშორისო საშუალოს უტოლდება ან აღემატება;

✔️ მოსწავლეები პოზიტიურად აფასებენ ქვეყანაში სოციალური მობილობის შანსებს;

✔️ 2022 წლის შედეგების თანახმად, პანდემიამ უარყოფითი გავლენა იქონია ქვეყნების მიღწევებზე, თუმცა საერთაშორისო ტენდენციისგან განსხვავებით, საქართველოს მაჩვენებლები არსებითად არ შეცვლილა. მხოლოდ არაარსებითად დაიკლო კითხვაში, რაც დღესდღეობით გლობალური ტრენდია;

2025 წელს შეფასების ძირითადი სფერო იყო საბუნებისმეტყველო მეცნიერებები. თუ შევხედავთ ქვეყნებისა და ეკონომიკების შედარებას, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მოსწავლეთა მიღწევის მაჩვენებლის მიხედვით, დავინახავთ, რომ საქართველოს ჩამორჩებიან ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა:

✔️ ბულგარეთი
✔️ მოლდოვა
✔️ ყაზახეთი
✔️ მალაიზია
✔️ კვიპროსი
✔️ ჩრდილოეთ მაკედონია
✔️ სომხეთი
✔️ აზერბაიჯანი
✔️ ბრაზილია
✔️ არგენტინა და სხვა.

აღსანიშნავია, რომ თუ წინა, 2022 წლის PISA-ს კვლევაში მონაწილეობდა მსოფლიოს 81 სახელმწიფო, 2025 წლის კვლევაში ქვეყნების რაოდენობა 91-მდე გაიზარდა, რაც საქართველოს მიღწევებს უფრო წარმოსაჩენს ხდის.

2025 წლის შეფასება რიგით მეცხრე ციკლია. PISA ყოველ სამ წელიწადში ერთხელ ტარდებოდა, 2025 წლიდან კი PISA-ს ციკლის ხანგრძლივობა 4 წლამდე გაიზარდა.

მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა (PISA) 2000 წლიდან ტარდება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ეგიდით. საქართველო PISA-ში პირველად 2010 წელს ჩაერთო.

PISA 15 წლის მოზარდების ზრდასრული ცხოვრების გამოწვევებისთვის მზაობას აფასებს. შეფასების ძირითად სფეროებია: კითხვა, მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები.

🌐კვლევის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:https://www.ncer.gov.ge/en/_files/ugd/53bb71_30ff38a79c9f4f05a23bc488675fbc5d.pdf

06/09/2026
05/09/2026

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის (სამმართველო) ინიციატივით 2026 წლის 7 სექტემბერს, 16:00 საათზე იგეგმება ონლაინ ვებინარი თემაზე - „პირველკლასელთა ეფექტიანი ტრანზიცია სკოლაში“

💬 საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნება სკოლაში პირველკლასელთა ეფექტიანი ტრანზიციის მნიშვნელობა და პრაქტიკული ასპექტები. კერძოდ:

📍ტრანზიციის მნიშვნელობა და მიზნები
📍 მშობლის როლი ბავშვის სკოლაში ტრანზიციის პროცესში
📍 სკოლის როლი ეფექტიანი ტრანზიციის უზრუნველყოფაში
📍 მულტიდისციპლინური გუნდისა და სპეციალისტების როლი ტრანზიციის პროცესში
📍 ტრანზიციის პროცესის დაგეგმვისა და განხორციელების პრაქტიკული ასპექტები
📍 წარმატებული ტრანზიციის პრაქტიკა

საინფორმაციო შეხვედრა განკუთვნილია თემით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის.

⛓️‍💥შეხვედრაზე დასასწრებად გამოიყენეთ ბმული - https://teams.microsoft.com/meet/453348832725150?p=LndUXjnIhmQJ0fn63B

27/08/2026

ძვირფასო სტუდენტებო! 🎓✨

გილოცავთ ცხოვრების ამ უმნიშვნელოვანეს და ახალ ეტაპზე გადასვლას!

✅სტუდენტობა არის პერიოდი, როდესაც იწყებთ საკუთარი მომავლის, ინტერესებისა და პიროვნების დამოუკიდებლად შენებას. ის შრომა, ღამეების თენება და მონდომება, რაც ამ გზაზე დახარჯეთ, დღეს უკვე თქვენი პირველი დიდი გამარჯვებით დაგვირგვინდა.

🎓✨ისიამოვნეთ სტუდენტობის თითოეული დღით;
🎓✨ენდეთ საკუთარ შესაძლებლობებს;
🎓✨თამამად გადადგით ნაბიჯები თქვენი ოცნების მწვერვალებისკენ.

წარმატებულ, საინტერესო და თავგადასავლებით სავსე სტუდენტურ წლებს გისურვებთ! 🚀📚🎉

Address

Mzcheta
3315

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ძეგვის საჯარო სკოლა/Dzegvi public school posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to ძეგვის საჯარო სკოლა/Dzegvi public school:

Shortcuts

Share

Category