ფარის საჯარო სკოლა

ფარის საჯარო სკოლა Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ფარის საჯარო სკოლა, Public School, fari, Mestia.

ძვირფასო მოსწავლეებო და საყვარელო პირველკლასელებო!თქვენი სკოლა გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას, გისურვებთ წარმატებებს,ბე...
15/09/2026

ძვირფასო მოსწავლეებო და საყვარელო პირველკლასელებო!თქვენი სკოლა გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას, გისურვებთ წარმატებებს,ბევრ ბედნიერ დღეს და დაუვიწყარ სასკოლო წლებს!

08/09/2026

✅გამოქვეყნდა PISA-ს 2025 წლის კვლევის შედეგები, რომლის თანახმად 2022 წლის კვლევის შედეგებთან შედარებით, საქართველომ ყველა ძირითად სფეროში გააუმჯობესა მაჩვენებლები - მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში ბოლო ათწლეულის განმავლობაში მიღწეულია საუკეთესო შედეგი.

კვლევამ აჩვენა, რომ:

✔️საქართველო საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, მიღწევების გაუმჯობესების თვალსაზრისით, კვლევაში მონაწილე მსოფლიოს 91 ქვეყანას შორის რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს;

✔️ მიღწევების გლობალური კლების პირობებში, საქართველო ინარჩუნებს გაუმჯობესების სტაბილურ ტენდენციას და პოზიტიურ დინამიკას – საერთაშორისო ტენდენცია სამივე მიმართულებით შედეგების კლებაა, ამის საპირისპიროდ, ჩვენმა ქვეყანამ მიღწევები გააუმჯობესა;

✔️ შემცირდა დაბალი მიღწევების მქონე მოსწავლეთა წილი, რაც ნიშნავს, რომ წინა წლებთან შედარებით, 2025 წელს პროცენტულად ნაკლებმა მოსწავლემ მიიღო დაბალი შედეგი.

✔️ საქართველო დაბალი მიღწევების მოსწავლეთა მონაცემების გაუმჯობესების კუთხით 91 ქვეყანას შორის პირველ სამეულშია;

✔️ შემცირდა სხვაობა ქალაქისა და სოფლის სკოლების მოსწავლეთა მიღწევებს შორის, რაც თანასწორობის უზრუნველყოფის კუთხით ერთ-ერთი ფაქტორია. აქ აღსანიშნავია, რომ დაფიქსირდა საბუნებისმეტყველო და მათემატიკის სფეროებში სოფლის სკოლების მოსწავლეთა მიღწევების ზრდა;

✔️ საქართველოში მოსწავლის სოციალურ სტატუსს და მასთან კავშირში მყოფ ფაქტორებს, OECD ქვეყნებთან შედარებით, ნაკლები გავლენა აქვთ მოსწავლის მიღწევებზე, რაც ცალსახად პოზიტიური მაჩვენებელია. კერძოდ, საქართველოში, საერთაშორისო მაჩვენებელთან შედარებით, უფრო მაღალია „გამორჩეულ მოსწავლეთა“ წილი, რომლებიც, დაბალი სოციო-ეკონომიკური სტატუსის მიუხედავად, PISA-ს ტესტში მაღალ შედეგებს აჩვენებენ;

✔️ კვლევამ გამოავლინა, რომ მოსწავლეები პოზიტიურად აფასებენ სასწავლო გარემოს. გამოკითხვების შედეგების თანახმად, სასწავლო გარემოს – სკოლისადმი კუთვნილების, დისციპლინისა და ბულინგის დონის შეფასებებით, საქართველოს მაჩვენებლები საერთაშორისო საშუალოს უტოლდება ან აღემატება;

✔️ მოსწავლეები პოზიტიურად აფასებენ ქვეყანაში სოციალური მობილობის შანსებს;

✔️ 2022 წლის შედეგების თანახმად, პანდემიამ უარყოფითი გავლენა იქონია ქვეყნების მიღწევებზე, თუმცა საერთაშორისო ტენდენციისგან განსხვავებით, საქართველოს მაჩვენებლები არსებითად არ შეცვლილა. მხოლოდ არაარსებითად დაიკლო კითხვაში, რაც დღესდღეობით გლობალური ტრენდია;

2025 წელს შეფასების ძირითადი სფერო იყო საბუნებისმეტყველო მეცნიერებები. თუ შევხედავთ ქვეყნებისა და ეკონომიკების შედარებას, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მოსწავლეთა მიღწევის მაჩვენებლის მიხედვით, დავინახავთ, რომ საქართველოს ჩამორჩებიან ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა:

✔️ ბულგარეთი
✔️ მოლდოვა
✔️ ყაზახეთი
✔️ მალაიზია
✔️ კვიპროსი
✔️ ჩრდილოეთ მაკედონია
✔️ სომხეთი
✔️ აზერბაიჯანი
✔️ ბრაზილია
✔️ არგენტინა და სხვა.

აღსანიშნავია, რომ თუ წინა, 2022 წლის PISA-ს კვლევაში მონაწილეობდა მსოფლიოს 81 სახელმწიფო, 2025 წლის კვლევაში ქვეყნების რაოდენობა 91-მდე გაიზარდა, რაც საქართველოს მიღწევებს უფრო წარმოსაჩენს ხდის.

2025 წლის შეფასება რიგით მეცხრე ციკლია. PISA ყოველ სამ წელიწადში ერთხელ ტარდებოდა, 2025 წლიდან კი PISA-ს ციკლის ხანგრძლივობა 4 წლამდე გაიზარდა.

მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა (PISA) 2000 წლიდან ტარდება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ეგიდით. საქართველო PISA-ში პირველად 2010 წელს ჩაერთო.

PISA 15 წლის მოზარდების ზრდასრული ცხოვრების გამოწვევებისთვის მზაობას აფასებს. შეფასების ძირითად სფეროებია: კითხვა, მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები.

🌐კვლევის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:https://www.ncer.gov.ge/en/_files/ugd/53bb71_30ff38a79c9f4f05a23bc488675fbc5d.pdf

16/08/2026

ძვირფასო მშობლებო!

როგორც თქვენთვის ცნობილია,საქართველოს განათლების,მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ,საჯარო სკოლების დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულო გახადა.

ფორმების ღირებულება სამინისტროს მიერ ასე განისაზღვრა:
სასკოლო პიჯაკი-45ლარი,
სასკოლო შარვალი-25ლარი,
სასკოლო ქვედაბოლო-25ლარი,
ჯამში-95ლარი.

ფორმა უსასყიდლოდ გადაეცემათ იმ ოჯახებს,რომელთა სოციალური ქულაა 65 000 და ქვემოთ,ასევე ,უკრაინის მოქალაქეებს და მიუსაფარ მოსწავლეებს, სხვა შემთხვევაში მშობელი იხდის ფორმის ღირებულებას.

გადახდა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ბარათით,დანიშნულებაში უნდა მიუთითოთ მოსწავლის პირადი ნომერი და სასკოლო ფორმის გადასახადი.

კომპლექტის შემადგენლობა:
ბიჭებისთვის-პიჯაკი და ორი შარვალი
გოგონებისთვის-პიჯაკი,ერთი შარვალი და ერთი ქვედაბოლო.

კომპლექტის დაშლა არ შეიძლება!!!

სურვილის შემთხვევაში,შეგიძლიათ შეიძინოთ ორი კომპლექტი.

ფორმები ჩამოვა ეტაპობრივად, განთავსდება სსიპ მიხეილ ხერგიანის სახელობის მესტიის მუნიციპალიტეტის N2 საჯარო სკოლაში. აქვე შეძლებთ ტანსაცმლის მორგებასა და სასურველი ზომის შერჩევას.გადაცვლა შეგეძლებათ 14 დღის განმავლობაში.

პირველი ეტაპი- პირველკლასელთათვის ფორმები გაიცემა 1- დან 14 სექტემბრის ჩათვლით 11 საათიდან 19 საათამდე.

მეორე ეტაპი- II-IVკლასის მოსწავლეთათვის ოქტომბრის შუა რიცხვები;

მესამე ეტაპი-V-VI კლასელთათვის ნოემბრის დასაწყისში.

ფორმების გაცემა დაიგეგმება კონკრეტული გრაფიკის მიხედვით,რომელსაც ვაცნობებთ სკოლებს და ასევე,განთავსდება დაბა მესტიის საგანმანათლებლო რესურცენტრის გვერდზე.
მესტიის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

09/08/2026

Address

Fari
Mestia

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ფარის საჯარო სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category