ხელოვნური ინტელექტის კლუბი Robospace

ხელოვნური ინტელექტის კლუბი Robospace

Share

Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ხელოვნური ინტელექტის კლუბი Robospace, School, ფარი, Mestia.

31/03/2024

ფარის საჯარო სკოლის ხელოვნური ინტელექტის კლუბმა "ხელოვნური ინტელექტის კლუბი Robospace 2024 წლის სამუშაო შეხვედრები Python-ის სასწავლო კურსით დაიწყო.

📢 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) GITA • Tech Park , ICT კლასტერისა Georgian ICT Cluster/საქართველოს ICT კლასტერი და ინოვაციური განათლების ფონდის (IEF) Innovative Education Foundation;
European Union in Georgia ერთობლოვი თანამშრომლობით,ფარის ინოვაციურ ცენტრსა და ფარის საჯარო სკოლის ხელოვნური ინტელექტის კლუბში Python-ის უფასო კურსები მიმდინარეობს,კურსის ხელმძღვანელია ანტრეპრენერი,ახალგაზრდული მუშაკი,გიორგი ტალახაძე.

კურსის ბოლოს,მონაწილეები შეძლებენ პროგრამირების საბაზისო ცოდნის პრაქტიკაში დანერგვას და მარტივი აპლიკაციების შექმნას.

ფარის საჯარო სკოლის ხელოვნური ინტელექტის კლუბი მადლობას უხდის ორგანიზატორებს,ბატონ ირაკლი მიქიანსა და გიორგი ტალახაძეს ამ შესაძლებლობისთვის.

20/03/2024

📢შესანიშნავი შესაძლებლობა მათთვის,ვისაც სურს შეისწავლოს პროგრამირება და გაიაროს Pithon-ის კურსი.

✅სწავლა იწყება 25 მარტიდან,მოგვწერეთ და გაიარეთ უფასო კურსი ონლაინ.

👇დეტალები იხილეთ პოსტში.

📢 სასიამოვნო სიახლე გვაქვს!!!
📢 თუ თქვენ დაინტერესებული ხართ შეისწავლოთ Python-ი,მაშინ ეს კურსი თქვენთვისაა!
📢 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) GITA • Tech Park , ICT კლასტერისა Georgian ICT Cluster/საქართველოს ICT კლასტერი და ინოვაციური განათლების ფონდის (IEF) Innovative Education Foundation;
European Union in Georgia ერთობლოვი თანამშრომლობით,ფარის ინოვაციურ ცენტრში Python-ის უფასო კურსები იწყება,კურსის ხელმძღვანელი ანტრეპრენერი,ახალგაზრდული მუშაკი,გიორგი ტალახაძე.

✅ კურსის აღწერილობა დეტალურად იხილეთ პოსტში👇

✅Python სამართლიანად არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროგრამირების ენა მსოფლიოში, რადგან ის ადვილია დამწყებთათვის, არის მულტიფუნქციური (ანუ შეგიძლიათ მისი გამოყენება ისეთ სფეროებში როგორებიცაა, რობოტიკა, საიტების შექმნა, თამაშების შექმნაც კი!) და მას გააჩნია მდიდარი საინფრომაციო მხარდაჭერა რაც გიმარტივებთ კოდის წერას.

აი, რატომ უნდა იფიქროთ Python-ის სწავლაზე:

* Python-ში პროგრამირება არის მოთხოვნადი პროფესია: Python გამოიყენება ციფრული სერვისების ფართო სპექტრში, მონაცემთა მეცნიერებიდან და ვებ-დეველოპმენტდიდან მანქანურ სწავლებასა და ხელოვნურ ინტელექტამდე. პითონის ცოდნას შეუძლია კარი გაუღოს საინტერესო კარიერულ შესაძლებლობებს.

* Python-ი გაძლევთ შესაძლებლობას შექმნა ინოვაცირი მოწყობილობები: Python-ით თქვენ შეძლებთ შექმნათ აპლიკაციები, მონაცემთა ანალიზის პროგრამები, შექმნათ ვებსაიტები და დააპროგრამოთ რობოტებიც კი. Python-ის მცოდნე პროგრამისტის შესაძლებლობები უსაზღვროა!

* Python-ი ავითარებს კრიტიკულ აზროვნებას: პითონი გასწავლით პრობლემის გადაჭრის ღირებულ უნარებს, რომელთა გამოყენება შესაძლებელია ცხოვრების ნებისმიერ სფეროში. თქვენ ისწავლით ლოგიკურად აზროვნებას, რთული გამოწვევების დანაწილებას მარტივ ამოცანებად და კრეატიულ გადაწყვეტილებების საშუალებით მათ ამოხსნას.

ჩვენი უფასო Python-ის კურსები შექმნილია დამწყებთათვის. თქვენ არ მოგეთხოვებათ წინასწარი ცოდნა პროგრამირებაში, რადგანაც სწავლას დაიწყებთ საფუძვლებიდან და თანდათან განაავითარებთ თქვენს უნარებს. შეხვედრები გაიმართება კვირაში ორჯერ ონლაინ ფორმატში,სამშაბათსა და პარასკევს,20:00სთ-ზე.

კურსის ბოლოს თქვენ მიიღებთ ზოგად ცოდნას კოდის წერის პრინციპთან დაკავშირებით და ასევე განივითარებთ უნარს მარტივი აპლიკაციების დასაწერად..

მზად ხარ დაიწყო მოგზაურობა პროგრამირების სამყაროში? მაშინ გადადგი პირველი ნაბიჯი დღეს!

04/12/2023

✅ნიკოლოზ ბარათაშვილის ჩეტბოტი.

✅ თქვენ შეგიძლიათ დაუსვათ კითხვები და მიიღოთ პასუხები უშუალოდ ავტორისგან.

✅ჩეტბოტის ავტორი,ფარის საჯარო სკოლის მოსწავლე,ნიკა სუბელიანი.
https://www.facebook.com/profile.php?id=61552866442445&mibextid=ZbWKwL

Niko-ნიკოლოზ ბარათაშვილი ქართველი რომანტიკოსი

კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებულების დაჯილდოება 28/11/2023

ფარის საჯარო სკოლის ხელოვნური ინტელექტის კლუბი ულოცავს კლუბის წევრს,ზურაბ რეზესიძეს ახალგაზრდა მკვლევართა და გამომგონებელთა კონკურსში საპრიზო მესამე ადგილის მოპოვებას.

🔹საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა 2023 წლის მოსწავლე გამომგონებელთა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებულები დააჯილდოვა.

🔹მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას მოსწავლეებს კონკურსში გამარჯვება მიულოცა, მათ წარმატებები უსურვა და სპეციალური პრიზები, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურ დირექტორ თეიმურაზ დოჭვირთან ერთად, გადასცა.

🔹2023 წლის კონკურსის გამარჯვებული პროექტები სპეციალურად დაკომპლექტებულმა საკონკურსო კომისიამ გამოავლინა: გრანპრით დაჯილდოვდნენ პროექტის „რეგულირებადი ფოკალური სიგრძის მქონე ბიუჯეტური რეფლექტური ტელესკოპი“ ავტორები – ირაკლი ვეშაპელი, საბა კუტიბაშვილი, ანასტასია კიკალია.

🥇პირველი ადგილი დაიკავა პროექტმა „ტვინით მართვადი დრონი“, რომლის ავტორებიც გახლავთ ნიკა ყუფარაძე, კონსტანტინე გოტიაშვილი, მარიამ პერანიძე.

🥈მეორე ადგილზე გავიდა პროექტი „ადგილობრივი ნედლეულიდან არანიუტონისებრი თიხის მიღება და გამოყენება“. ავტორები – ანასტასია დეკანოსიძე, მარიამ ლომინაშვილი, ნიკოლოზ ბურდული.

🥉მესამე ადგილი დაიმსახურა პროექტმა „ფუტკრის შხამის მიღების პროცესის მართვისა და კონტროლის სისტემა“, რომლის ავტორები არიან – ნინო გურეშიძე, ზურაბ რეზესიძე, სანდრო ჩიქოვანი.

🔹 დაჯილდოების ცერემონიაზე გამარჯვებულ მოსწავლეებს გადაეცათ სიგელები, სერტიფიკატები და სპეციალური პრიზები. გრანპრით დაჯილდოებული პროექტის ავტორები 10 000 ლარის მფლობელები გახდნენ, პირველ ადგილზე გასული პროექტის ავტორებს - 5 000 ლარი, მეორე ადგილზე გასული პროექტის ავტორებს - 3000 ლარი, ხოლო მესამე ადგილზე გასული პროექტის შემქმნელებს - 2000 ლარი გადაეცათ.

🧩კონკურსის წარმატებული მონაწილეები ასევე დაჯილდოვდნენ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“, მთაწმინდის პარკის, სულაკაურის გამომცემლობისა და საქართველოს ქიმიკოსთა ასოციაციის სპეციალური პრიზებით.

🔹 დაჯილდოების ღონისძიების დაწყებამდე შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის” დასკვნითი ეტაპი – ინოვაციური პროექტების, მოდელების გამოფენაც გაიმართა. ამასთან ჩატარდა მოკლე პრეზენტაციები კონკურსის ფინალში გასული პროექტების შესახებ.
2023 წლის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ჯამში 29 საპროექტო განაცხადი შემოვიდა. მეორე ეტაპზე გადავიდა 16 პროექტი. აქედან, დასკვნით, ფინალურ ეტაპზე მონაწილეობის შესაძლებლობა 12-მა პროექტმა მოიპოვა.

🔹აღსანიშნავია, რომ კონკურსი „ლეონარდო და ვინჩი“ რუსთაველის ფონდის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და პოპულარული პროექტია, რომელსაც ფონდი სამინისტროს ხელშეწყობით 2011 წლიდან ახორციელებს.

✔️კონკურსის მიზანია სკოლებში სასწავლო პროცესის სტიმულირება-სრულყოფა, ინოვაციებისა და ტექნიკის მიმართ მოსწავლეთა ინტერესის გაღვივება, მათი შემოქმედებითი აზროვნებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა.

✔️კონკურსი არის ღია და მის ფარგლებში ყოველწლიურად ჟიური, თანასწორი კონკურენციის პირობებში, გამოავლენს და წაახალისებს გამომგონებლის ნიჭით დაჯილდოებულ მოზარდებს. ამასთან, სტიმულს აძლევს მათი შემოქმედებითი აზროვნების, კვლევითი და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას.

✔️კონკურსი ხორციელდება ორი – სამეცნიერო კვლევებისა და საინჟინრო მიმართულებით.
კონკურსს აფასებს 7 დარგობრივი ექსპერტებისგან შემდგარი საკონკურსო კომისია. გამარჯვებულების გამოვლენა ხდება რამდენიმე კრიტერიუმის (საკვლევი საკითხი, დიზაინი და მეთოდოლოგია, შესრულება, კრეატიულობა, პრეზენტაციის უნარი) და კონკურსის ეტაპებზე მოპოვებული ქულების გათვალისწინებით.

✔️კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა ეძლევა სახელმწიფო და კერძო სკოლების საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებს.

07/11/2023

რა არის ჩეტბოტი?
✅ როგორც სპეციალისტები განმარტავენ,ჩატბოტი არის ინოვაციური კომუნიკაციის ფორმა, რომლის ფუნქციონირება ეფუძნება ხელოვნურ ინტელექტთან ინტერაქციას.
✅ წარმოგიდგენთ ლიტერატუტულ ჩეტბოტს ,ამჯერად ნეფერტარის "ბედუინს."
✅ ლიტერატურული ჩეტბოტის ავტორია ფარის საჯარო სკოლის მოსწავლე,ანასტასია რეზესიძე.
https://www.animachatbotics.com/chatbot/Chat/4269
✅ გადადით ბმულზე და ესაუბრეთ წიგნის შესახებ👏

05/11/2023

მესტიის მუნიციპალიტეტის ფარის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდი,რომლებმაც გამოიგონეს მოწყობილობა SMART LIGHT და საერთაშორისო კონკურსში ევროპის რეგიონის გამარჯვებულები გახდნენ✊

Photos from ხელოვნური ინტელექტის კლუბი Robospace's post 30/10/2023

29 ოქტომბერს, ფარის საჯარო სკოლის STREAM კლუბის მოსწავლეთა მიერ შექმნილი ლიტერატურული ჩეტბოტების კონკურსი ჩატარდა.

ფარის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, სასკოლო ინიციატივების ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში, შესაძლებლობა ჰქონდათ შეესწავლათ ხელოვნური ინტელექტის გამოყენების მექანიზმი ჩეტბოტების შექმნის პროცესში,ტრენერი ილიაუნის ფაბლაბის მენეჯერი Avtandil Mghebrishvili.
მოსწავლეებს უნდა წაეკითხათ სამეცნიერო ფენტეზის ჟანრი და ნაწარმოებზე დაყრდნობით შეექმნათ ლიტერატუტული ჩეტბოტები.
კონკურსზე წარმოდგენილი იყო რამდენიმე ნაწარმოების ჩეტბოტი:
კარლ სეიგანი "კოსმოსი"-ზურა რეზესიძე
აიზეკ აზიმოვი "მე რობოტი"-ნანა რეზესიძე
ნეფერტარი "ბედუინი" -ანასტასია რეზესიძე
ნილს სიმეონი "14 კრისტალის თეორია"-თიკა დადეშქელიანი
ნიკოლოზ ბარათაშვილი- ნიკა სუბელიანი
კონკურსს აფასებდნენ:
ავთანდილ მღებრიშვილი-ილიაუნის ფაბლაბის მენეჯერი. Mghebrishvili
მანანა მიქავა-ქართული ენისა და ლიტერატურის მენტორ მასწავლებელი@მიკოს სკოლა . Miko’s school Miko Mikava
პირველი ადგილის მფლობელი გახდა ფარის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე-ნანა რეზესიძე ჩეტბოტით "მე რობოტი"
გამარჯვებულს სოციალური საწარმოს Mzeko-თეთრეულის სახლი წარმომადგენელმა,ქალბატონმა მზია გვარმიანმა Mzia Gvarmiani გადასცა ფულადი პრიზი.
გამოვლინდნენ ჟიურის რჩეული ნამუშევრები,რომელთაც ასევე გადაეცათ ფულადი პრიზები ჟიურისგან.
მანან მიქავამ Miko Mikava დააჯილდოვა ნიკა სუბელიანი ნამუშევრით -ნიკოლოზ ბარათაშვილი.
ავთანდილ მღებრიშვილმა Avtandil Mghebrishvili დააჯილდოვა ანასტასია რეზესიძე ნამუშევრით-"ბედუინი" და ზურა რეზესიძე "კოსმოსი"
ძალიან ემოციური საღამო გამოვიდა,ძალიან მიხარია,რომ ცოდნა რომელსაც ეს ახალგაზრდები იღებენ უკვალოდ არ ქრება და მათ შეუძლიათ ამის პრაქტიკაში გამოყენება და დანერგვა. მახარებს ის, რომ ჩვენ გვერდით არსებობენ ისეთი ადამიანები,რომელებიც მზად არიან თავიანთი მხარდაჭერა გამოხატონ ახალგაზრდების მიმართ და მისცენ მოტივაცია შემდგომი წარმატებისთვის.
გილოცავთ,ჩემო ძვირფასო მოსწავლეებო ნიკა სუბელიანიZura RezesidzeAnastasia RezesidzeNana Rezesidze ამ გამარჯვებას.

Photos from ხელოვნური ინტელექტის კლუბი Robospace's post 30/10/2023

დღეს, 13 ივლისს, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში STEAM კონფერენცია გაიმართა,რომლის მიზანი საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში STEAM ინოვაციური მეთოდოლოგიით სწავლების პოპულარიზაცია იყო.
✔️კონფერენცია ჩატარდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით და მასში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლები.
✔️ მონაწილე 60 სკოლას შორის ფარის საჯარო სკოლაც გახლდათ, წარმოვადგინეთ პრპექტები: "სვანური თაჩი" და "SMART LIGHT".

ფარის საჯარო სკოლის STREAM კლუბი დაჯილდოვდა მონაწილეობის სერტიფიკატითა და არდუინოს ნაკრებით.

Photos from ხელოვნური ინტელექტის კლუბი Robospace's post 29/10/2023

23-24 აგვისტოს, ფარის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდი მონაწილეობას იღებდა ტექნოლოგიურ ბანაკში TECHNOVATION CAMP 2023,რომელიც საერთაშორისო პროექტის TECHNOVATION GIRLS-ისა და ალტე უნივერსიტეტის დაფინასებით განხორციელდა.
✅ სამი დაუვიწყარი დღე გვაჩუქეს Technovation Girls საქართველოს პროგრამის ხელმძღვანელობამ.
✅ სამი დღის განმავლობაში მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ტექნოლოგიურ სიახლეებს,მოესმინათ ლექციები წარმატებული და გამოცდილი სპიკერებისგან.
✅ ჩაუტარდათ სემინარები ხელოვნურ ინტელექტზე,აზროვნების დიზაინზე, ციფრულ მარკეტინგზე,კლიმატის ცვლილებაზე,FlEX-ის პროგრამაზე და სხვა საინტერესო თემაზე,რომელიც ხელს უწყობს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებას.
✅ მონაწილეებისთვის ჩატარდა სამუშაო შეხვედრა arduino-სა და ვიზუალური პროგრამირების მიმართულებით,შეისწავლეს პითონის საწყისი პროგრამა.მენტორებისთვის ჩატარდა app İnventor-ის ტრენინგი.
მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ დასწრებოდნენ ტრენინგს მეწარმეობის შესახებ,ემუშავათ ჯგუფებში და ჩამოეყალიბებინათ ბიზნეს იდეები.
✅ ტექნოლოგიურ ბანაკს უსასყიდლოდ მასპინძლობდა საზოგადოებრივი კოლეჯი "აისი".
ბანაკის მონაწილეები გაეცვნენ კოლეჯის სასწავლო პროგრამებს,მონაწილეობა მიიღეს პრაქტიკულ მეცადინეობაში მეღვინეობის,კულინარიის,ხის მხატვრული დამუშავების, მეფუტკრეობის,მეხილეობისა და მებოსტნეობის მიმართულებით.

✅ფარის საჯარო სკოლის STREAM კლუბის წევრებს,კონკურსში TECHNOVATION GIRLS 2023 წლის ევროპული რეგიონის გამარჯვებულის სტატუსის მოპოვებისათვის თბისი ბანკისგან საჩუქრად გადაეცათ პლანშეტები.
✅ ფარის საჯარო სკოლას ალტე უნივერსიტეტისგან საუკეთესო თანამშრომლობისა და კონკურსში ხელშეწყობისათვის გადაეცა ალტე უნივერსიტეტის სპეციალური ჯილდო და მადლობის სიგელი.

04/10/2023

მადლობა,STEM ინოვატორთა ასოციაციას საინფორმაციო მხარდაჭერისათვის.

ფარის საჯარო სკოლის STEM კლუბის წევრები,საერთაშორისო კონკურსის TECHNOVATION GIRLS 2023 წლის ევროპის რეგიონის გამარჯვებულები გახდნენ.

Technovation Girls Sakartvelo 2023-ის ერთ-ერთი გამარჯვებული, ფარისა და ცაგერის საჯარო სკოლების გოგოებისგან შემდგარი გუნდი - TSFE Technical Support For Earth, Technovation Girls 2023-ის ევროპის რეგიონის გამარჯვებული გახდა ჯუნიორ კატეგორიაში, პროექტით „Smart Light“.
💡გოგოების პროექტის მიზანია, შეამციროს ელექტროენერგიის ჭარბი მოხმარება და ხელი შეუწყოს საზოგადოებაში რესურსების დაზოგვის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. გუნდის წევრებმა შექმნეს მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც იზომება სახლში დენი, ძაბვა და შემდეგ ეს მონაცემები გადაეცემა სპეციალურ აპლიკაციას „ციფრულ ვოლტმეტრს“, რომელიც ატყობინებს მომხმარებელს, რომ სახლში ელექტროენერგია ჩართულია და დატვირთვა დიდია.
✨ გამარჯვებული გუნდის წევრები არიან:
🙋‍♀️ანასტასია რეზესიძე - ფარის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე
🙋‍♀️ელმირა ჩხვიმიანი - ფარის საჯარო სკოლის მე-8 🙋‍♀️კლასის მოსწავლე
🙋‍♀️ნანა რეზესიძე - ფარის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე
🙋‍♀️თიკო დადეშქელიანი - ფარის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე
🙋‍♀️ბარბარე გუგავა - ცაგერის N1 საჯარო მე-10 კლასის მოსწავლე
👏 გუნდის მენტორია ფარის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, ეკა წულუკიძე.
📌 𝗧𝗲𝗰𝗵𝗻𝗼𝘃𝗮𝘁𝗶𝗼𝗻 𝗚𝗶𝗿𝗹𝘀 საერთაშორისო პროექტია, რომელშიც უკვე 12 წელია, მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნის ათიათასობით გოგო იღებს მონაწილეობას და გულისხმობს მათ მომზადებას პროგრამირებასა და მეწარმეობაში, კონკრეტული პრობლემების გადაჭრის ტექნოლოგიური გზის საპოვნელად. 2022-2023 წელს პროგრამა საქართველოში ხორციელდება ალტე უნივერსიტეტის ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის მხარდაჭერით, პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით: GITA • Tech Park, TBC - თიბისი, Idea Design Group, Edutech, Skillwill • სქილვილ Edison Tech Solutions HT Solutions, პროფესიული უნარების სააგენტო • Skills Agency Georgia, Forbes Woman Georgia.
✅ წელს პროგრამის ფარგლებში ტექნოლოგიური პროექტები შექმნა 249 გოგომ, რომლებიც მენტორებთან ერთად აგვისტოში ტექნოლოგიურ ბანაკში მიიღებენ მონაწილეობას.
👉 შეგახსენებთ, რომ 2023 წელს, Technovation Girls-ის მასპინძელი Alte University • ალტე უნივერსიტეტი იყო. კონკურსში მსოფლიო მასშტაბით 61 ქვეყანა და 7 000 გოგო მონაწილეობდა. საქართველომ დასრულებული პროექტების რაოდენობით, მსოფლიო მასშტაბით მე-10 ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საქართველოდან წარდგენილი გუნდი წელს პირველად გახდა ევროპის რეგიონის გამარჯვებული.

Technovation Girls Sakartvelo 2023-ის ტექნოლოგიური ბანაკი დასრულდა 27/08/2023

სასიხარულო ამბავი!
ფარის საჯარო სკოლის ხელოვნური ინტელექტის კლუბის წევრები ტექნოლოგიურ ბანაკში Technovation Girls camp 2023 მონაწილეობდნენ.

ფარისა და ცაგერის საჯარო სკოლის მოსწავლეებისგან შემდგარი გუნდი საერთაშორისო კონკურსის Technovation Girls 2023 ევროპული რეგიონის გამარჯვებულები გახდნენ.

გამარჯვებულ გუნდმა, კონკურსის ორგანიზატორებისგან Technovation Girls საპრიზო თანხა,ხოლო თიბისი ბანკისგან საჩუქრად პლანშეტები მიიღეს.

მონაწილე გუნდები, Technovation Girls sakartvelo-ს ხელმძღვანელობისგან სამდღიანი ტექნოლოგიური ბანაკით დასაჩუქრდნენ.

Technovation Girls Sakartvelo 2023-ის ტექნოლოგიური ბანაკი დასრულდა 17-24 აგვისტოს, ალტე უნივერსიტეტის ორგანიზებით, Technovation Girls Sakartvelo 2023-ის მონაწილე გოგოებისთვის, კაჭრეთში, კოლეჯ აისში, ტექნო....

STEM-დან STREAM მიდგომამდე - mastsavlebeli.ge 13/07/2023

📝 გამოცდილება,რომელიც ძალიან მიყვარს.
📝 სტატია ეხება თუ როგორ ვითარდება მიდგომები STEAM განათლებიდან STREAM შესაძლებლობამდე,რომელიც ეფუძნება საერთაშორისო გამოცდილებას და წარმატებით დავნერგეთ ლიტერატურულ კლუბში🥰
📝 გასულ წელს,საპილოტე რეჟიმში მიმდინარეობდა პროექტი "STREAM სამაყარო" შევიმუშავე და შემდეგ კოლეგებთან ერტად გამოვცადეთ მეთოდი,ფრიად კმაყოფილი დავრჩით შედეგებით.პროექტში ჩართული გვყავდა 6 მუნიციპალიტეტის 8 საჯარო სკოლის 30 მოსწავლე,5 პედაგოგი 10 თვის განმავლობაში აქტიურად ვნერგავდით ინოვაციურ STREAM მიდგომას👏
📝 მადლობა Maswavlebeli.ge-ს,პირადად ქალბატონ ნატო ინგოროყვას,რომ ასეთ მნიშვნელოვან პლატფორმას გვთავაზობს პედაგოგებს გამოცდილების გასაზიარებლად🙏
📝 ეს სტატია გეძღვნებათ თქვენ,ჩემო ძვირფასო კოლეგებო: ლალი მარგიანი თეა ტალახაძე სოფია ქუხილავა Nino Gabuldani

STEM-დან STREAM მიდგომამდე - mastsavlebeli.ge შეიძლება ითქვას, რომ STEM განათლება აქტიურად და სწრაფად ინერგება თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში. როგორც ცნ.....

Want your school to be the top-listed School/college in Mestia?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Category

Culinary Team

Attire

Website

Address


ფარი
Mestia
3213